პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილმა თავი გადაარჩინა სანქციებისგან - ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს "ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვებისთვის და თავისივე პარტიის თავმჯდომარე წავიდა" - თინა ბოკუჩავა
"ღარიბაშვილმა  თავი გადაარჩინა სანქციებისგან - ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს "ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვებისთვის და თავისივე პარტიის თავმჯდომარე წავიდა" - თინა ბოკუჩავა

ნამ­დვი­ლად ბე­დის ირო­ნი­აა, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა და­წე­რა, ივა­ნიშ­ვი­ლი ცდი­ლობ­და ხე­ლის ფა­თურს "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ჩემი გაშ­ვე­ბის მიზ­ნით და თა­ვი­სა­ვე პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე წა­ვი­და პარ­ტი­ი­დან და პო­ლი­ტი­კი­დან, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

  • რო­გორც ბო­კუ­ჩა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი თავი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­სან­ქციო პო­ლი­ტი­კას გა­და­არ­ჩი­ნა.

"ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თავი გა­და­ირ­ჩი­ნა, ეს თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის და იმ მი­ლი­ო­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნის მცდე­ლო­ბაა, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ხე­ლით ქარ­თველ ხალ­ხს მო­პა­რა. ასე­ვე, სურ­ვი­ლი, რომ მას და მის ოჯა­ხის წევ­რებს შე­ეძ­ლოთ და­სავ­ლეთ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა, მოგ­ზა­უ­რო­ბა, სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა, ცხოვ­რე­ბა, ეს არის რე­ა­ლუ­რად მისი პო­ლი­ტი­კი­დან და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან წას­ვლის მი­ზე­ზი“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

კი­თხვა­ზე, მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ივა­ნიშ­ვი­ლის ფსევ­დო ოპო­ზი­ცი­ა­ში ხილ­ვა, ბო­კუ­ჩა­ვა პა­სუ­ხობს, რომ ეს გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა.

"გულ­წრფე­ლი ვი­ყოთ, ამ ადა­მი­ანს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა რომ არ აქვს, ეს არა­ერ­თხელ და­ამ­ტკი­ცა, როცა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­უშ­ვა, და­აბ­რუ­ნა, ასე რომ სხვა ამ­პლუ­ა­შიც რომ მოგ­ვევ­ლი­ნოს და სხვა მან­ტია მო­ის­ხას, ამა­საც არ გა­მოვ­რი­ცხავთ. თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის პოს­ტის და­ტო­ვე­ბა ჩემი აზ­რით, იმას უკავ­შირ­დე­ბა, რომ მას სა­კუ­თა­რი თა­ვის და ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­დარ­ჩე­ნა სურ­და იმ სა­სან­ქციო პო­ლი­ტი­კის­გან, რო­მე­ლიც არამ­ხო­ლოდ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, არა­მედ გა­ფარ­თოვ­დე­ბა. ვი­ცით, რომ მისი უფ­რო­სი შვი­ლი პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟუ­ლია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ფაქ­ტია, რომ ბავ­შვს არ უნდა და არც ენ­დო­მე­ბო­და ლო­მო­ნო­სო­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა. ეს ნამ­დვი­ლად იყო ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მხრი­დან მცდე­ლო­ბა, გა­და­ერ­ჩი­ნა თავი, გა­და­ერ­ჩი­ნა მო­პა­რუ­ლი მი­ლი­ო­ნე­ბი და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა შან­სი მისი შვი­ლე­ბის­თვის, რომ მა­მის საქ­მი­ა­ნო­ბის გამო არ აეკ­რძა­ლოთ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში არამ­ხო­ლოდ სწავ­ლა, შეს­ვლის უფ­ლე­ბაც“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ღარიბაშვილმა თავი გადაარჩინა სანქციებისგან - ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს "ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვებისთვის და თავისივე პარტიის თავმჯდომარე წავიდა" - თინა ბოკუჩავა

"ღარიბაშვილმა  თავი გადაარჩინა სანქციებისგან - ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს "ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვებისთვის და თავისივე პარტიის თავმჯდომარე წავიდა" - თინა ბოკუჩავა

ნამდვილად ბედის ირონიაა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა, ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვების მიზნით და თავისავე პარტიის თავმჯდომარე წავიდა პარტიიდან და პოლიტიკიდან, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას.

  • როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით ღარიბაშვილმა საკუთარი თავი და ოჯახის წევრები სასანქციო პოლიტიკას გადაარჩინა.

"ღარიბაშვილმა თავი გადაირჩინა, ეს თავის გადარჩენის და იმ მილიონების გადარჩენის მცდელობაა, რომელიც წლების მანძილზე "ქართული ოცნების“ სახელით ქართველ ხალხს მოპარა. ასევე, სურვილი, რომ მას და მის ოჯახის წევრებს შეეძლოთ დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში შესვლა, მოგზაურობა, სწავლა-განათლება, ცხოვრება, ეს არის რეალურად მისი პოლიტიკიდან და "ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობიდან წასვლის მიზეზი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ღარიბაშვილის ივანიშვილის ფსევდო ოპოზიციაში ხილვა, ბოკუჩავა პასუხობს, რომ ეს გამორიცხული არაა.

"გულწრფელი ვიყოთ, ამ ადამიანს თავმოყვარეობა რომ არ აქვს, ეს არაერთხელ დაამტკიცა, როცა ივანიშვილმა გაუშვა, დააბრუნა, ასე რომ სხვა ამპლუაშიც რომ მოგვევლინოს და სხვა მანტია მოისხას, ამასაც არ გამოვრიცხავთ. თუმცა, ფაქტია, რომ რუსული ოცნების თავმჯდომარეობის პოსტის დატოვება ჩემი აზრით, იმას უკავშირდება, რომ მას საკუთარი თავის და ოჯახის წევრების გადარჩენა სურდა იმ სასანქციო პოლიტიკისგან, რომელიც არამხოლოდ შენარჩუნდება, არამედ გაფართოვდება. ვიცით, რომ მისი უფროსი შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც ძალიან პრესტიჟულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფაქტია, რომ ბავშვს არ უნდა და არც ენდომებოდა ლომონოსოვის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. ეს ნამდვილად იყო ღარიბაშვილის მხრიდან მცდელობა, გადაერჩინა თავი, გადაერჩინა მოპარული მილიონები და დაეტოვებინა შანსი მისი შვილებისთვის, რომ მამის საქმიანობის გამო არ აეკრძალოთ შეერთებულ შტატებში არამხოლოდ სწავლა, შესვლის უფლებაც“, - განაცხადა ბოკუჩავამ.