სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ საქმიანობისთვის, რომელიც გასწია" - შალვა პაპუაშვილი
"ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ საქმიანობისთვის, რომელიც გასწია" - შალვა პაპუაშვილი

ვფიქ­რობ, რომ ეს ის მო­მენ­ტია, რო­დე­საც მად­ლო­ბა უნდა გა­და­ვუ­ხა­დოთ მას იმ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის წი­ნა­შე გას­წია - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის, რო­გორც ამ შემ­თხვე­ვა­ში, არა­პო­ლი­ტი­კო­სი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

  • შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, „იმ დროს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყო, ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან მო­დი­ო­და პირ­და­პი­რი წნე­ხი, რომ ჩა­ვეთ­რი­ეთ რუ­სეთ­თან ეს­კა­ლა­ცი­ა­ში“, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კი მკაც­რი, პირ­და­პი­რი პო­ზი­ცია და­ი­ჭი­რა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში გან­მსა­ზღვრე­ლი იყო.

"იმ დროს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყო, ბა­ი­დენს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან მო­დი­ო­და პირ­და­პი­რი წნე­ხი, რომ ჩა­ვეთ­რი­ეთ რუ­სეთ­თან ეს­კა­ლა­ცი­ა­ში. აშშ-ს ყო­ფი­ლი ელჩი პირ­და­პირ, კა­ბი­ნეტ-კა­ბი­ნეტ და­დი­ო­და, მათ შო­რის ჩემs კა­ბი­ნეტ­შიც იყო იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ეი­ძუ­ლე­ბი­ნა რუ­სეთ­თან ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე წა­სუ­ლი­ყო. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მა­შინ­დე­ლი მკაც­რი, პირ­და­პი­რი პო­ზი­ცია, მისი როლი მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პირ­და­პი­რი ზე­წო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ამ მხრივ არის გან­მსა­ზღვრე­ლი. მინ­და მას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმის­თვის, რომ მა­შინ მან ამ წნეხს გა­უძ­ლო. გარ­და ამი­სა, მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გან­მსა­ზღვრე­ლი იყო იმის­თვის,რომ „კო­ვი­დის“ პე­რი­ო­დი­დან სა­ქარ­თვე­ლო წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­მო­სუ­ლი­ყო.შე­გახ­სე­ნებთ, 2021 წელს, რო­დე­საც გი­ორ­გი გა­ხა­რია აშშ-ს ყო­ფი­ლი ელ­ჩის კარ­ნა­ხით გა­დად­გა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან იმი­სათ­ვის, რომ ჩა­მო­ე­შა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მა­შინ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და ზუს­ტად იმ მო­მენ­ტი­დან ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში,“ - აღ­ნიშ­ნა პა­პუ­აშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ ქვეყ­ნის წი­ნა­შე გა­წე­უ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბი­სათ­ვის მად­ლო­ბას უხ­დის ღა­რი­ბაშ­ვილს და მის ოჯახ­თან ერ­თად წარ­მა­ტე­ბას უსურ­ვებს.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის, რო­გორც ამ შემ­თხვე­ვა­ში არა­პო­ლი­ტი­კო­სი, მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­ში“, -აღ­ნიშ­ნა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ამას­თან: კი­თხვა­ზე თუ რა­ტომ წა­ვი­და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის ფონ­ზე, მათ შო­რის, იმ დროს, როცა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ „დიფ სთე­ი­თი“ არ და­უ­მარ­ცხე­ბია, პა­პუ­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ „დიფ სთე­ი­თი“ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­სა­მარ­ცხე­ბე­ლია.

„ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე დაწ­ვრი­ლე­ბით ისა­უბ­რა. რაც შე­ე­ხე­ბა „დიფ სთე­თის“ და­მარ­ცხე­ბას - „დიფ სთე­ი­თი „არის ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­სა­მარ­ცხე­ბე­ლი. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ვერ შევ­ძლებთ. პრე­ზი­დენტ ტრამპს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს, რომ მისი მი­ზა­ნი „დიფ სთე­ი­თის“ და­მარ­ცხე­ბაა, რა­შიც ჩვენ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებთ,“ - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, გა­ექ­ცა თუ არა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პო­ტენ­ცი­ურ სან­ქცი­ას იმ დროს როცა, ის „ლი­დერ­შიფ­ში“ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც არ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლა, პა­პუ­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს რომ, არც თა­ვა­დაა და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი.

"რა­ტომ?! მეც არ დავ­სან­ქცი­რე­ბულ­ვარ,“ - აღ­ნიშ­ნა მან.

გარ­და ამი­სა, შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ, პა­პუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე გა­და­წყდე­ბა, თუ ვინ გახ­დე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ საქმიანობისთვის, რომელიც გასწია" - შალვა პაპუაშვილი

"ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ საქმიანობისთვის, რომელიც გასწია" - შალვა პაპუაშვილი

ვფიქრობ, რომ ეს ის მომენტია, როდესაც მადლობა უნდა გადავუხადოთ მას იმ საქმიანობისთვის, რომელიც ქვეყნის წინაშე გასწია - დარწმუნებული ვარ, რომ ის, როგორც ამ შემთხვევაში, არაპოლიტიკოსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს შემდგომ განვითარებაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

  • შალვა პაპუაშვილის განმარტებით, „იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოდიოდა პირდაპირი წნეხი, რომ ჩავეთრიეთ რუსეთთან ესკალაციაში“, ირაკლი ღარიბაშვილმა კი მკაცრი, პირდაპირი პოზიცია დაიჭირა, რაც საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებაში განმსაზღვრელი იყო.

"იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ბაიდენს ადმინისტრაციიდან მოდიოდა პირდაპირი წნეხი, რომ ჩავეთრიეთ რუსეთთან ესკალაციაში. აშშ-ს ყოფილი ელჩი პირდაპირ, კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, მათ შორის ჩემs კაბინეტშიც იყო იმისთვის, რომ საქართველო ეიძულებინა რუსეთთან ესკალაციაზე წასულიყო. ირაკლი ღარიბაშვილის მაშინდელი მკაცრი, პირდაპირი პოზიცია, მისი როლი მშვიდობის შენარჩუნებაში ბაიდენის ადმინისტრაციის პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად, ამ მხრივ არის განმსაზღვრელი. მინდა მას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მაშინ მან ამ წნეხს გაუძლო. გარდა ამისა, მისი მონაწილეობა განმსაზღვრელი იყო იმისთვის,რომ „კოვიდის“ პერიოდიდან საქართველო წარმატებულად გამოსულიყო.შეგახსენებთ, 2021 წელს, როდესაც გიორგი გახარია აშშ-ს ყოფილი ელჩის კარნახით გადადგა თანამდებობიდან იმისათვის, რომ ჩამოეშალა ხელისუფლება, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა აიღო საკუთარ თავზე მთავრობის ხელმძღვანელობა და ზუსტად იმ მომენტიდან ეკონომიკური ზრდა დაიწყო საქართველოში,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ქვეყნის წინაშე გაწეულის საქმიანობისათვის მადლობას უხდის ღარიბაშვილს და მის ოჯახთან ერთად წარმატებას უსურვებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ის, როგორც ამ შემთხვევაში არაპოლიტიკოსი, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს შემდგომ განვითარებაში“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან: კითხვაზე თუ რატომ წავიდა ღარიბაშვილი ქვეყანაში შექმნილი პრობლემების ფონზე, მათ შორის, იმ დროს, როცა „ქართულ ოცნებას“ „დიფ სთეითი“ არ დაუმარცხებია, პაპუაშვილი პასუხობს, რომ „დიფ სთეითი“ ტრამპის ადმინისტრაციის დასამარცხებელია.

„ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი გადაწყვეტილების მოტივაციაზე დაწვრილებით ისაუბრა. რაც შეეხება „დიფ სთეთის“ დამარცხებას - „დიფ სთეითი „არის ტრამპის ადმინისტრაციის დასამარცხებელი. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ. პრეზიდენტ ტრამპს გამოცხადებული აქვს, რომ მისი მიზანი „დიფ სთეითის“ დამარცხებაა, რაშიც ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, გაექცა თუ არა ღარიბაშვილი პოტენციურ სანქციას იმ დროს როცა, ის „ლიდერშიფში“ ერთადერთი ადამიანია, რომელიც არ დასანქცირებულა, პაპუაშვილი პასუხობს რომ, არც თავადაა დასანქცირებული.

"რატომ?! მეც არ დავსანქცირებულვარ,“ - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარტიის ყრილობაზე გადაწყდება, თუ ვინ გახდება „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე.