პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტა ჰოლდინგი" ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის საკონცერტო სეზონის მხარდამჭერია
"თეგეტა ჰოლდინგი" ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის საკონცერტო სეზონის მხარდამჭერია

გა­ზა­ფხულ­ზე მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლებს თბი­ლის­ში 7 გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ღა­მო ელო­დე­ბათ. ჯან­სუღ კა­ხი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც წელს მე­ა­თედ გა­ი­მარ­თე­ბა, მსმე­ნელს მრა­ვალ­ფე­რო­ვან პროგ­რა­მას უმ­ზა­დებს. 27 აპ­რი­ლი­დან 25 მა­ი­სის ჩათ­ვლით მო­წყო­ბილ კონ­ცერ­ტებ­ზე, ქარ­თველ მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად, უცხო­ელ შემ­სრუ­ლებ­ლებ­საც შევ­ხვდე­ბით.

სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც წელს ჯან­სუღ კა­ხი­ძის 90 წლის იუ­ბი­ლეს მი­ე­ძღვნე­ბა, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ მხარ­და­ჭე­რით ჩა­ტარ­დე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის წლე­ვან­დელ პროგ­რა­მა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა: მსოფ­ლიო კი­ნო­მუ­სი­კის შე­დევ­რე­ბი უნ­გრე­ლი დი­რი­ჟო­რის გა­ბორ ჰო­ლე­რუნ­გის შეს­რუ­ლე­ბით; ცნო­ბი­ლი ამე­რი­კუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის - New York Voices და Kennedy Administration, გა­მორ­ჩე­უ­ლი კუ­ბე­ლი მე­საყ­ვი­რის რო­ბერ­ტი­კო გარ­სი­ას ბენ­დი­სა და პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის ეკა მა­მა­ლა­ძის კონ­ცერ­ტე­ბი, ორ­კესტრის თან­ხლე­ბით. ჯან­სუღ კა­ხი­ძის 90 წლის იუ­ბი­ლეს კი მისი სა­სიმ­ღე­რო შე­მოქ­მე­დე­ბის 2 სა­ღა­მო მი­ე­ძღვნე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ეგი­დით ჩა­ტარ­დე­ბა.

ვახ­ტანგ კა­ხი­ძე, თბი­ლი­სის მუ­სი­კა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, თბი­ლი­სის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი: „წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ვემ­ზა­დე­ბით, რად­გან ეს სე­ზო­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლია რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით: წელს ჯან­სუღ კა­ხი­ძის 90 წლის იუ­ბი­ლეა და სწო­რედ მის­თვის მი­ძღვნი­ლი ორი სა­ღა­მო და­ხუ­რავს ფეს­ტი­ვალს. ფეს­ტი­ვა­ლის შემ­დეგ კი ამ კონ­ცერ­ტით თე­ლავს, ქუ­თა­ის­სა და სხვა ქა­ლა­ქებს ვეს­ტუმ­რე­ბით. ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ღა­მო­ე­ბი, არა­ერ­თი სი­ურპრი­ზით.

ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ფეს­ტი­ვალს გახ­სნის - მსოფ­ლიო კი­ნო­მუ­სი­კის სა­ღა­მო გა­ბორ ჰო­ლე­რუნ­გის დი­რი­ჟო­რო­ბით. დიდ ეკ­რან­ზე გა­ეშ­ვე­ბა მსოფ­ლიო კი­ნო­შე­დევ­რე­ბი­დან 20-ზე მეტი სხვა­დას­ხვა ეპი­ზო­დი, ორ­კესტრი კი ამ ეპი­ზო­დე­ბი­დან ცნო­ბილ ნა­წარ­მო­ე­ბებს ცო­ცხლად შე­ას­რუ­ლებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სულ წლებ­ში ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში 3-4 კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას ვა­ხერ­ხებ­დით, წელს კი „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ მხარ­და­ჭე­რით მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, შვი­დი კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­როთ და ჯან­სუღ კა­ხი­ძის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო რე­გი­ო­ნებ­შიც ჩა­ვი­ტა­ნოთ.

ზო­გა­დად, ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა სფე­როს სჭირ­დე­ბა. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ „თე­გე­ტა“ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც უამ­რავ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტს უდ­გას გვერ­დით“.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი­სა“ და ჯან­სუღ კა­ხი­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 15 წელს ით­ვლის. სა­ხე­ლოვ­ნე­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა კომ­პა­ნი­ის­თვის წლე­ბია, პრი­ო­რი­ტე­ტია.

თე­ო­ნა კო­ხო­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი: „თე­გე­ტა­სა“ და ჯან­სუღ კა­ხი­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრს უკვე წლე­ბია მყა­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პარტნი­ო­რო­ბა აკავ­ში­რებთ. ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან კა­ხი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სი მას­შტა­ბი­თა და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კით. ეს არ არის მხო­ლოდ კონ­ცერ­ტე­ბის სე­რია, პრო­ექ­ტი ქმნის სივ­რცეს, სა­დაც ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სებს შე­უძ­ლი­ათ ჩა­ერ­თონ, გა­ეც­ნონ გან­სხვა­ვე­ბულ კულ­ტუ­რას და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სე­ბი ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­როდ აქ­ცი­ონ.

ჩვენ­თვის, რო­გორც მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ჰოლ­დინ­გის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ღი­რე­ბუ­ლია ისე­თი პრო­ექ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რდებს ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს. გვჯე­რა, რომ კულ­ტუ­რა მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მუ­სი­კის მხარ­და­ჭე­რით კი ვუხ­სნით სივ­რცეს გა­ნათ­ლე­ბას, ინო­ვა­ცი­ას და ახალ თა­ო­ბას. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ პრო­ექ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლე­ბიც ხა­რის­ხი­ან კონ­ტენტს ქმნის, გრძელ­ვა­დი­ან გავ­ლე­ნას ახ­დენს და ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან თან­ხვედ­რა­შია“.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი­სა“ და ჯან­სუღ კა­ხი­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით უკვე არა­ერ­თი მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო შედ­გა. გა­სულ წელს კომ­პა­ნი­ის მხარ­და­ჭე­რით, ფეს­ტი­ვა­ლი „შე­მოდ­გო­მის თბი­ლი­სი 2024“ გა­ი­მარ­თა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც კა­მე­რუ­ლი, სიმ­ფო­ნი­უ­რი, სა­გუნ­დო და ჯაზ-პოპ მუ­სი­კის კონ­ცერ­ტე­ბი ჩა­ტარ­და.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"თეგეტა ჰოლდინგი" ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის საკონცერტო სეზონის მხარდამჭერია

"თეგეტა ჰოლდინგი" ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის საკონცერტო სეზონის მხარდამჭერია

გაზაფხულზე მუსიკის მოყვარულებს თბილისში 7 განსაკუთრებული საღამო ელოდებათ. ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს მეათედ გაიმართება, მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას უმზადებს. 27 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით მოწყობილ კონცერტებზე, ქართველ მუსიკოსებთან ერთად, უცხოელ შემსრულებლებსაც შევხვდებით.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით ჩატარდება.

ფესტივალის წლევანდელ პროგრამაში წარმოდგენილი იქნება: მსოფლიო კინომუსიკის შედევრები უნგრელი დირიჟორის გაბორ ჰოლერუნგის შესრულებით; ცნობილი ამერიკული ანსამბლების - New York Voices და Kennedy Administration, გამორჩეული კუბელი მესაყვირის რობერტიკო გარსიას ბენდისა და პოპულარული ქართველი მომღერლის ეკა მამალაძის კონცერტები, ორკესტრის თანხლებით. ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეს კი მისი სასიმღერო შემოქმედების 2 საღამო მიეძღვნება. ფესტივალი კულტურის სამინისტროს ეგიდით ჩატარდება.

ვახტანგ კახიძე, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი: „წლევანდელი ფესტივალისთვის განსაკუთრებით ვემზადებით, რადგან ეს სეზონი გამორჩეულია რამდენიმე მიზეზით: წელს ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეა და სწორედ მისთვის მიძღვნილი ორი საღამო დახურავს ფესტივალს. ფესტივალის შემდეგ კი ამ კონცერტით თელავს, ქუთაისსა და სხვა ქალაქებს ვესტუმრებით. ეს იქნება ძალიან ემოციური და მრავალფეროვანი საღამოები, არაერთი სიურპრიზით.

ასევე განსაკუთრებული იქნება პროექტი, რომელიც ფესტივალს გახსნის - მსოფლიო კინომუსიკის საღამო გაბორ ჰოლერუნგის დირიჟორობით. დიდ ეკრანზე გაეშვება მსოფლიო კინოშედევრებიდან 20-ზე მეტი სხვადასხვა ეპიზოდი, ორკესტრი კი ამ ეპიზოდებიდან ცნობილ ნაწარმოებებს ცოცხლად შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ფესტივალის ფარგლებში 3-4 კონცერტის გამართვას ვახერხებდით, წელს კი „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით მოგვეცა საშუალება, შვიდი კონცერტი ჩავატაროთ და ჯანსუღ კახიძის საიუბილეო საღამო რეგიონებშიც ჩავიტანოთ.

ზოგადად, ბიზნესის მხარდაჭერა ყველა სფეროს სჭირდება. მისასალმებელია, რომ „თეგეტა“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უამრავ მნიშვნელოვან პროექტს უდგას გვერდით“.

„თეგეტა ჰოლდინგისა“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის თანამშრომლობა 15 წელს ითვლის. სახელოვნებო მიმართულების მხარდაჭერა კომპანიისთვის წლებია, პრიორიტეტია.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „თეგეტასა“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრს უკვე წლებია მყარად ჩამოყალიბებული პარტნიორობა აკავშირებთ. ეს თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კახიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეულია თავისი მასშტაბითა და გემოვნებიანი მუსიკით. ეს არ არის მხოლოდ კონცერტების სერია, პროექტი ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსებს შეუძლიათ ჩაერთონ, გაეცნონ განსხვავებულ კულტურას და პროფესიონალი მუსიკოსები ინსპირაციის წყაროდ აქციონ.

ჩვენთვის, როგორც მომავალზე ორიენტირებული ჰოლდინგისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. გვჯერა, რომ კულტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების განვითარებაში. მუსიკის მხარდაჭერით კი ვუხსნით სივრცეს განათლებას, ინოვაციას და ახალ თაობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხარისხიან კონტენტს ქმნის, გრძელვადიან გავლენას ახდენს და ჩვენს ღირებულებებთან თანხვედრაშია“.

„თეგეტა ჰოლდინგისა“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის თანამშრომლობით უკვე არაერთი მუსიკალური საღამო შედგა. გასულ წელს კომპანიის მხარდაჭერით, ფესტივალი „შემოდგომის თბილისი 2024“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კამერული, სიმფონიური, საგუნდო და ჯაზ-პოპ მუსიკის კონცერტები ჩატარდა.

R