Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აიღო ფრედი მერკურის "განდეგილმა" ცოლმა კონტროლი მის მილიონებზე - "ლეგენდის და საგანძურის დაბრუნებას ინკოგნიტოდ ცდილობს"
როგორ აიღო ფრედი მერკურის "განდეგილმა" ცოლმა კონტროლი მის მილიონებზე - "ლეგენდის და საგანძურის დაბრუნებას ინკოგნიტოდ ცდილობს"

მუ­სი­კა­ლუ­რი ლე­გენ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან თით­ქმის 35 წლის შემ­დეგ, ფრე­დი მერ­კუ­რის ოჯახ­მა უკან და­იბ­რუ­ნა ლე­გენ­დის ფას­და­უ­დე­ბე­ლი სა­გან­ძუ­რი - თუმ­ცა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მათ ისი­ნი აუქ­ცი­ონ­ზე ფა­რუ­ლად, მისი ყო­ფი­ლი საყ­ვარ­ლის­გან შე­ი­ძი­ნეს.

რო­გორც ამ­ბო­ბენ ვარ­სკვლა­ვის დამ, ქაშ­მი­რა ბულ­სა­რამ, 3 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი გა­და­ი­ხა­და, რათა Queen-ის ფრონტმე­ნის პი­რა­დი ნივ­თე­ბი ბულ­სა­რას ოჯახ­ში და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის შე­ე­ნა­ხა.

ფრე­დი მერ­კუ­რის და, ქაშ­მი­რა ბულ­სა­რა

  • ფრე­დი მერ­კუ­რის უძ­ვირ­ფა­სე­სი ნივ­თე­ბი აუქ­ცი­ონ­ზე გა­მო­ი­ტა­ნა ქალ­მა, რო­მე­ლიც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მომ­ღერ­ლის ქო­ნე­ბის დიდ ნა­წილს მკაც­რად აკონ­ტრო­ლებ­და.

ქალ­მა, რო­მელ­საც ფრე­დი “ცოლს“ უწო­დებ­და, ლე­გენ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მისი ქო­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო.

ფრე­დის ყო­ფილ­მა სა­ცო­ლემ მერი ოს­ტინ­მა, 1991 წელს, მომ­ღერ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მისი ქო­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო. ფრე­დი მერ­კუ­რი შიდსით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და მისი ერთ-ერთი გარ­თუ­ლე­ბით, პნევ­მო­ნი­ით გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ ლე­გენ­დის ფერ­ფლიც კი მერი ოს­ტინ­მა გა­და­ი­ბა­რა.

ფრე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, მე­რიმ ჯიმ ჰა­ტონს მოს­თხო­ვა და­ე­ცა­ლა კენ­სინგტონ­ში მდე­ბა­რე 30 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი სტერ­ლინ­გის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გე­ორ­გი­ა­ნუ­ლი სტი­ლის სა­სახ­ლე. იქ ფრე­დი მერ­კუ­რი მის საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან ერ­თად 1985 წლი­დან- გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცხოვ­რობ­და.

სა­სახ­ლე, სა­ი­და­ნაც მერი ოს­ტინ­მა ფრე­დი მერ­კუ­რის პარტნი­ო­რი გა­ა­სახ­ლა

  • რო­გორც მე­დია წერს, ფრე­დის დისა და მისი ძმის­შვი­ლის - ჯა­მალ ზუ­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პოპ ვარ­სკვლა­ვის ქო­ნე­ბა აუქ­ცი­ონ­ზე ანო­ნი­მუ­რად შე­ეს­ყი­დათ, მე­ტყვე­ლებს მე­რი­სა და გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ცივ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

“ქაშ­მი­რა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი ძმის ამ­დე­ნი ნივ­თი ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო შე­სა­ძე­ნად. რა თქმა უნდა, ქაშ­მი­რას ეს­მის, თუ რო­გორ აღ­მერ­თე­ბენ ფრე­დის მთელ მსოფ­ლი­ო­ში, მაგ­რამ მას სევ­დის მომ­გვრე­ლად მო­ეჩ­ვე­ნა, რომ ძმის ზო­გი­ერ­თი სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი ნივ­თი მის საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან არ იყო,“ - გა­ნუ­ცხა­და წყა­რომ The Sun-ს აუქ­ცი­ო­ნის შე­სა­ხებ.

მერი, რო­მე­ლიც დღეს 74 წლი­საა ძა­ლი­ან ახლო ადა­მი­ა­ნი იყო ფრე­დი მერ­კუ­რის­თვის. სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ის Queen-ის ფრონტმე­ნის 200 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტის ოდე­ნო­ბის ქო­ნე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი გახ­და. პლუს მი­ი­ღო მი­ლი­ო­ნო­ბით სხვა ჰო­ნო­რა­რი მომ­დევ­ნო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მერი ოს­ტი­ნი. 2019 წლის ფოტო

გა­სულ წელს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მან 187.5 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი სტერ­ლინ­გის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო Sony-სთან Queen-ის ჩა­ნა­წე­რე­ბის კა­ტა­ლო­გის გა­ყიდ­ვით.

ამა­სო­ბა­ში, ქაშ­მი­რამ, რო­მე­ლიც მას­ზე ექ­ვსი წლით უმ­ცრო­სი იყო, სა­კუთ­რე­ბის 25% მი­ი­ღო. რო­გორც ამ­ბო­ბენ მე­რის არ აქვს რე­გუ­ლა­რუ­ლი კონ­ტაქ­ტი Queen-ის ოჯა­ხის წევ­რებ­თან.

  • რო­გორ მო­ა­ხერ­ხა მე­რიმ ფრე­დის გუ­ლის მო­გე­ბა?

ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნეთს 1970 წელს შეხ­ვდნენ, რო­დე­საც ის ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდა და უც­ნო­ბი მუ­სი­კო­სი იყო. მათ მალე შე­უყ­ვარ­დნენ ერ­თმა­ნე­თი და ერ­თად ცხოვ­რე­ბა და­ი­წყეს. 1973 წელს და­ი­ნიშნ­ნენ, თუმ­ცა სამი წლის შემ­დეგ ფრე­დიმ მე­რის გა­უმ­ხი­ლა, რომ ბი­სექ­სუ­ა­ლი იყო.

მერი და ფრე­დი კა­ნო­ნი­ე­რად არას­დროს ყო­ფი­ლან და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა ვარ­სკვლა­ვი მას “ცოლს“ უწო­დებ­და.

“ჩემი საყ­ვარ­ლე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან, თუ რა­ტომ არ შე­უძ­ლი­ათ მათ მე­რის ჩა­ნაც­ვლე­ბა, მაგ­რამ ეს უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია... ერ­თა­დერ­თი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მყავს არის მერი და სხვა არა­ვინ მჭირ­დე­ბა. ჩემ­თვის ის ჩემი ქორ­წი­ნე­ბის ცოლი იყო. ჩემ­თვის ეს ქორ­წი­ნე­ბა იყო. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის გვჯე­რა. ეს ჩემ­თვის საკ­მა­რი­სია. ვე­რას­დროს შევ­ძლებ მა­მა­კა­ცის ისე შეყ­ვა­რე­ბას, რო­გორც მერი შე­მიყ­ვარ­და,“ - გა­ნა­ცხა­და ფრე­დი მერ­კუ­რიმ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­რი­ზე სა­უბ­რი­სას. მა­შინ ისი­ნი უკვე დიდი ხნის მან­ძილ­ზე ერ­თად აღარ ცხოვ­რობ­დნენ.

კენ­სინგტო­ნის მე­ზობ­ლე­ბი 74 წლის მე­რის “გან­დე­გილ“ პი­როვ­ნე­ბად აღ­წე­რენ, რო­მელ­საც მხო­ლოდ თა­ვის ძველ მერ­სე­დეს­ში ხე­დავ­დნენ.

გა­სუ­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში მე­რიმ სახ­ლი, რო­მელ­შიც ფრე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ცხოვ­რობ­და, 30 მი­ლი­ონ ფუნტ სტერ­ლინ­გად გა­სა­ყი­დად გა­მო­ი­ტა­ნა.

  • ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან თით­ქმის 35 წლის შემ­დეგ, რო­გორც ჩანს ოჯახს მტკი­ცედ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, ლე­გენ­დის ქო­ნე­ბა და­იბ­რუ­ნოს.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის წი­ნას­წარ კერ­ძო დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას და­ეს­წრო, შემ­დეგ კი მისი სა­ხე­ლით Sotheby's-ზე პი­რა­დი ასის­ტენ­ტი გაგ­ზავ­ნა, რო­მელ­მაც მომ­ღერ­ლის პი­რა­დი ნივ­თე­ბი შე­ი­ძი­ნა.

ნათ­ქვა­მია, რომ ქაშ­მი­რას მიერ შე­ძე­ნილ ნივ­თებს შო­რის იყო 139 700 ფუნტ სტერ­ლინ­გად ღი­რე­ბუ­ლი ჟი­ლე­ტი, რო­მელ­ზეც ფრე­დის ექ­ვსი კა­ტის სუ­რა­თე­ბი იყო ამოტვიფ­რუ­ლი.

ფრე­დი მერ­კუ­რი კა­ტე­ბი­ა­ნი ჟი­ლე­ტით

“The Sun“ ასე­ვე იტყო­ბი­ნე­ბა, რომ მან 406,400 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი გა­და­ი­ხა­და მუ­სი­კა­ლურ ავ­ტო­მატ Wurlitzer Model 850-ში და 279,400 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი Queen-ის 1974 წლის ჰი­ტის, Killer Queen-ის, ტექ­სტის რვა გვერ­დის­თვის.

ამ­ბო­ბენ, რომ მან ყვე­ლა­ზე მეტი ფული სამ­ხედ­რო ქურ­თუკ­ში და­ხარ­ჯა, რო­მე­ლიც მისი ძმის 39-ე და­ბა­დე­ბის დღის­თვის იყო შე­კე­რი­ლი - 457,200 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი.

სხვა გა­ყი­დულ ნივ­თებს შო­რის იყო 22 860 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ლამ­პა, 40 640 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გის ღი­რე­ბუ­ლე­ბის Nike-ის სვი­ტე­რი და 19 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კუ­ბუ­რი ყი­ნუ­ლის ვედ­რო.

მე­რიმ ადრე, 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, Sotheby's-ის აუქ­ცი­ონ­ზე ფრე­დის 1400-ზე მეტი ნივ­თი გა­ყი­და, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 12,172,290 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი შე­ად­გი­ნა.

2023 წელს, მე­რის მიერ, აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­დუ­ლი ფრე­დის საყ­ვა­რე­ლი რო­ი­ა­ლი

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

როგორ აიღო ფრედი მერკურის "განდეგილმა" ცოლმა კონტროლი მის მილიონებზე - "ლეგენდის და საგანძურის დაბრუნებას ინკოგნიტოდ ცდილობს"

როგორ აიღო ფრედი მერკურის "განდეგილმა" ცოლმა კონტროლი მის მილიონებზე - "ლეგენდის და საგანძურის დაბრუნებას ინკოგნიტოდ ცდილობს"

მუსიკალური ლეგენდის გარდაცვალებიდან თითქმის 35 წლის შემდეგ, ფრედი მერკურის ოჯახმა უკან დაიბრუნა ლეგენდის ფასდაუდებელი საგანძური - თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ისინი აუქციონზე ფარულად, მისი ყოფილი საყვარლისგან შეიძინეს.

როგორც ამბობენ ვარსკვლავის დამ, ქაშმირა ბულსარამ, 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, რათა Queen-ის ფრონტმენის პირადი ნივთები ბულსარას ოჯახში დაებრუნებინათ და მომავალი თაობებისთვის შეენახა.

ფრედი მერკურის და, ქაშმირა ბულსარა

  • ფრედი მერკურის უძვირფასესი ნივთები აუქციონზე გამოიტანა ქალმა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ, მომღერლის ქონების დიდ ნაწილს მკაცრად აკონტროლებდა.

ქალმა, რომელსაც ფრედი “ცოლს“ უწოდებდა, ლეგენდის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების დიდი ნაწილი მემკვიდრეობით მიიღო.

ფრედის ყოფილმა საცოლემ მერი ოსტინმა, 1991 წელს, მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონების დიდი ნაწილი მემკვიდრეობით მიიღო. ფრედი მერკური შიდსით იყო დაავადებული და მისი ერთ-ერთი გართულებით, პნევმონიით გარდაიცვალა. დაკრძალვის შემდეგ ლეგენდის ფერფლიც კი მერი ოსტინმა გადაიბარა.

ფრედის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, მერიმ ჯიმ ჰატონს მოსთხოვა დაეცალა კენსინგტონში მდებარე 30 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების გეორგიანული სტილის სასახლე. იქ ფრედი მერკური მის საყვარელ მამაკაცთან ერთად 1985 წლიდან- გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.

სასახლე, საიდანაც მერი ოსტინმა ფრედი მერკურის პარტნიორი გაასახლა

  • როგორც მედია წერს, ფრედის დისა და მისი ძმისშვილის - ჯამალ ზუკის გადაწყვეტილება, პოპ ვარსკვლავის ქონება აუქციონზე ანონიმურად შეესყიდათ, მეტყველებს მერისა და გარდაცვლილის ოჯახის წევრების ცივ ურთიერთობაზე.

“ქაშმირა გაბრაზებული და განაწყენებული იყო, როდესაც დაინახა, რომ მისი საყვარელი ძმის ამდენი ნივთი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო შესაძენად. რა თქმა უნდა, ქაშმირას ესმის, თუ როგორ აღმერთებენ ფრედის მთელ მსოფლიოში, მაგრამ მას სევდის მომგვრელად მოეჩვენა, რომ ძმის ზოგიერთი სენტიმენტალური ნივთი მის საყვარელ ადამიანებთან არ იყო,“ - განუცხადა წყარომ The Sun-ს აუქციონის შესახებ.

მერი, რომელიც დღეს 74 წლისაა ძალიან ახლო ადამიანი იყო ფრედი მერკურისთვის. სწორედ ამან განაპირობა, რომ ის Queen-ის ფრონტმენის 200 მილიონი ფუნტის ოდენობის ქონების ყველაზე დიდი ბენეფიციარი გახდა. პლუს მიიღო მილიონობით სხვა ჰონორარი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.

მერი ოსტინი. 2019 წლის ფოტო

გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან 187.5 მილიონი ფუნტი სტერლინგის შემოსავალი მიიღო Sony-სთან Queen-ის ჩანაწერების კატალოგის გაყიდვით.

ამასობაში, ქაშმირამ, რომელიც მასზე ექვსი წლით უმცროსი იყო, საკუთრების 25% მიიღო. როგორც ამბობენ მერის არ აქვს რეგულარული კონტაქტი Queen-ის ოჯახის წევრებთან.

  • როგორ მოახერხა მერიმ ფრედის გულის მოგება?

ყოფილი შეყვარებულები პირველად ერთმანეთს 1970 წელს შეხვდნენ, როდესაც ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა და უცნობი მუსიკოსი იყო. მათ მალე შეუყვარდნენ ერთმანეთი და ერთად ცხოვრება დაიწყეს. 1973 წელს დაინიშნნენ, თუმცა სამი წლის შემდეგ ფრედიმ მერის გაუმხილა, რომ ბისექსუალი იყო.

მერი და ფრედი კანონიერად არასდროს ყოფილან დაქორწინებულები, თუმცა ვარსკვლავი მას “ცოლს“ უწოდებდა.

“ჩემი საყვარლები მეკითხებიან, თუ რატომ არ შეუძლიათ მათ მერის ჩანაცვლება, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია... ერთადერთი მეგობარი, რომელიც მყავს არის მერი და სხვა არავინ მჭირდება. ჩემთვის ის ჩემი ქორწინების ცოლი იყო. ჩემთვის ეს ქორწინება იყო. ჩვენ ერთმანეთის გვჯერა. ეს ჩემთვის საკმარისია. ვერასდროს შევძლებ მამაკაცის ისე შეყვარებას, როგორც მერი შემიყვარდა,“ - განაცხადა ფრედი მერკურიმ ერთ-ერთ ინტერვიუში მერიზე საუბრისას. მაშინ ისინი უკვე დიდი ხნის მანძილზე ერთად აღარ ცხოვრობდნენ.

კენსინგტონის მეზობლები 74 წლის მერის “განდეგილ“ პიროვნებად აღწერენ, რომელსაც მხოლოდ თავის ძველ მერსედესში ხედავდნენ.

გასული წლის თებერვალში მერიმ სახლი, რომელშიც ფრედის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა, 30 მილიონ ფუნტ სტერლინგად გასაყიდად გამოიტანა.

  • ძმის გარდაცვალებიდან თითქმის 35 წლის შემდეგ, როგორც ჩანს ოჯახს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ლეგენდის ქონება დაიბრუნოს.

როგორც ამბობენ, ის წინასწარ კერძო დათვალიერებას დაესწრო, შემდეგ კი მისი სახელით Sotheby's-ზე პირადი ასისტენტი გაგზავნა, რომელმაც მომღერლის პირადი ნივთები შეიძინა.

ნათქვამია, რომ ქაშმირას მიერ შეძენილ ნივთებს შორის იყო 139 700 ფუნტ სტერლინგად ღირებული ჟილეტი, რომელზეც ფრედის ექვსი კატის სურათები იყო ამოტვიფრული.

ფრედი მერკური კატებიანი ჟილეტით

“The Sun“ ასევე იტყობინება, რომ მან 406,400 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა მუსიკალურ ავტომატ Wurlitzer Model 850-ში და 279,400 ფუნტი სტერლინგი Queen-ის 1974 წლის ჰიტის, Killer Queen-ის, ტექსტის რვა გვერდისთვის.

ამბობენ, რომ მან ყველაზე მეტი ფული სამხედრო ქურთუკში დახარჯა, რომელიც მისი ძმის 39-ე დაბადების დღისთვის იყო შეკერილი - 457,200 ფუნტი სტერლინგი.

სხვა გაყიდულ ნივთებს შორის იყო 22 860 ფუნტი სტერლინგის ღირებულების ლამპა, 40 640 ფუნტი სტერლინგის ღირებულების Nike-ის სვიტერი და 19 000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების კუბური ყინულის ვედრო.

მერიმ ადრე, 2023 წლის სექტემბერში, Sotheby's-ის აუქციონზე ფრედის 1400-ზე მეტი ნივთი გაყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 12,172,290 ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

2023 წელს, მერის მიერ, აუქციონზე გაყიდული ფრედის საყვარელი როიალი

წყარო

იხილეთ ასევე: