საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინას შესაძლოა, მშვიდობის სანაცვლოდ, მიწების დათმობა მოუწიოს..." - ვიტალი კლიჩკო "მტკივნეული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობაზე საუბრობს
"უკრაინას შესაძლოა, მშვიდობის სანაცვლოდ, მიწების დათმობა მოუწიოს..." - ვიტალი კლიჩკო "მტკივნეული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობაზე საუბრობს

კი­ე­ვის მე­რის, ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს თქმით, უკ­რა­ი­ნას შე­საძ­ლოა, მშვი­დო­ბის სა­ნაც­ვლოდ, პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის მხრი­დან ტე­რი­ტო­რი­ულ დათ­მო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მზარ­დი ზე­წო­ლის ფონ­ზე, მი­წის დათ­მო­ბა მო­უ­წი­ოს, რუ­სეთ­თან სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში. ამის შე­სა­ხებ კლი­ჩკომ BBC-ის გა­ნუ­ცხა­და.

  • "ერთ-ერთი სცე­ნა­რია... ტე­რი­ტო­რი­ის დათ­მო­ბა. ეს უსა­მარ­თლოა, მაგ­რამ მშვი­დო­ბის­თვის, დრო­ე­ბი­თი მშვი­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა ეს იყოს დრო­ე­ბი­თი გა­მო­სა­ვა­ლი“, - ამ­ბობს კლი­ჩკო.

კი­ე­ვის მერ­მა BBC-სთან აღ­ნიშ­ნა, რომ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად ზე­ლენ­სკის შე­საძ­ლოა, "მტკივ­ნე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის" მი­ღე­ბა მო­უ­წი­ოს.

მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ას არას­დროს შე­ე­გუ­ე­ბა.

კი­ე­ვის მერ­მა ეს გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ზე სა­ჰა­ე­რო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა. ოკუ­პან­ტე­ბის შე­ტე­ვას 12 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, 80-ზე მეტი კი და­შავ­და. კლი­ჩკო არის ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რან­გის უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­მაც სა­ჯა­როდ მი­ა­ნიშ­ნა, რომ მის ქვე­ყა­ნას შე­საძ­ლოა, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­მო­ბა მო­უ­წი­ოს, თუმ­ცა დრო­ე­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კი­ე­ვის მერი და ზე­ლენ­სკი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი არი­ან. კლი­ჩკომ არა­ერ­თხელ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა პრე­ზი­დენ­ტი და მისი გუნ­დი ქვეყ­ნის ავ­ტო­რი­ტე­ტის შე­ლახ­ვის მცდე­ლო­ბა­ში.

ავტორი:

"უკრაინას შესაძლოა, მშვიდობის სანაცვლოდ, მიწების დათმობა მოუწიოს..." - ვიტალი კლიჩკო "მტკივნეული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობაზე საუბრობს

"უკრაინას შესაძლოა, მშვიდობის სანაცვლოდ, მიწების დათმობა მოუწიოს..." - ვიტალი კლიჩკო "მტკივნეული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობაზე საუბრობს

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, უკრაინას შესაძლოა, მშვიდობის სანაცვლოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირებული მზარდი ზეწოლის ფონზე, მიწის დათმობა მოუწიოს, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. ამის შესახებ კლიჩკომ BBC-ის განუცხადა.

  • "ერთ-ერთი სცენარია... ტერიტორიის დათმობა. ეს უსამართლოა, მაგრამ მშვიდობისთვის, დროებითი მშვიდობის შემთხვევაში, შესაძლოა ეს იყოს დროებითი გამოსავალი“, - ამბობს კლიჩკო.

კიევის მერმა BBC-სთან აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ზელენსკის შესაძლოა, "მტკივნეული გადაწყვეტილების" მიღება მოუწიოს.

მისივე თქმით, უკრაინელი ხალხი რუსულ ოკუპაციას არასდროს შეეგუება.

კიევის მერმა ეს განცხადება გააკეთა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო იერიში მიიტანა. ოკუპანტების შეტევას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 80-ზე მეტი კი დაშავდა. კლიჩკო არის ამ დროისთვის ყველაზე მაღალი რანგის უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელმაც საჯაროდ მიანიშნა, რომ მის ქვეყანას შესაძლოა, ტერიტორიების დათმობა მოუწიოს, თუმცა დროებით.

აღსანიშნავია, რომ კიევის მერი და ზელენსკი პოლიტიკური ოპონენტები არიან. კლიჩკომ არაერთხელ დაადანაშაულა პრეზიდენტი და მისი გუნდი ქვეყნის ავტორიტეტის შელახვის მცდელობაში.