საზოგადოება
მოზაიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად აგრძელებთ საქმიანობას? რა რეაქცია ჰქონდათ თანაგუნდელებს თქვენს გადაწყვეტილებაზე? რატომ არ ახსენებთ კობახიძეს? - როგორ უპასუხა ღარიბაშვილმა შეკითხვებს
სად აგრძელებთ საქმიანობას? რა რეაქცია ჰქონდათ თანაგუნდელებს თქვენს გადაწყვეტილებაზე? რატომ არ ახსენებთ კობახიძეს? - როგორ უპასუხა ღარიბაშვილმა შეკითხვებს

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან მი­დის. ამის შე­სა­ხებ მან პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"მე­ო­რედ ვტო­ვებ პო­ლი­ტი­კას. მი­მაჩ­ნია, რომ სა­პა­ტიო მი­სია, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას ჯერ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად, შემ­დეგ მე­ო­რედ პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ვნით და ბო­ლოს პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ არ­ჩე­ვით და­მე­კის­რა ჩვე­ნი პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის და გუნ­დის მხრი­დან, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას რომ უკვე შე­ვას­რუ­ლე" - ამ­ბობს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

  • გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებს უპა­სუ­ხა:

სად გა­აგ­რძე­ლებთ საქ­მი­ა­ნო­ბას?

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ის პო­ლი­ტი­კას ტო­ვებს და კერ­ძო სექ­ტორ­ში გა­აგ­რძე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას.

"რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მო­მა­ვალ საქ­მი­ა­ნო­ბას, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი არ მაქვს, მაგ­რამ ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ი­გებს, ეს ძი­რი­თა­დად იქ­ნე­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში საქ­მი­ა­ნო­ბა. მე შე­ვეც­დე­ბი, რომ ამ პო­ზი­ცი­ი­დან მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ამის თა­ო­ბა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გექ­ნე­ბათ სი­ახ­ლე­ე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს კი­თხვას, არ­სე­ბობს თუ არა ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ პო­ლი­ტი­კა­ში კი­დევ დავ­ბრუნ­დე, გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რი არ არის. ჩემი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია არის ის, რომ პო­ლი­ტი­კი­დან გა­ვი­დე, მეტი დრო და­ვუთ­მო ჩემს ოჯახს და და­ნარ­ჩენს ცხოვ­რე­ბა გვიჩ­ვე­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალ თავ­მჯდო­მა­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­ე­ლო­დეთ და გა­ი­გებთ.

მე გი­თხა­რით, რომ მე პო­ლი­ტი­კა­ში ახლა არ ვრჩე­ბი. მე ვრჩე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თგულ ჯა­რის­კა­ცად. მე ვარ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რი და მე ვარ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დის ერ­თგუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი, ჯა­რის­კა­ცი. დღეს მე გა­დავ­წყვი­ტე რომ პო­ლი­ტი­კი­დან გა­ვი­დე, წი­ნას­წარ რა თქმა უნდა, მე არაფ­რის თქმა ახლა არ შე­მიძ­ლია, მო­მი­წევს თუ არა პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა აღარ მო­მი­წი­ოს, შე­იძ­ლე­ბა მო­მი­წი­ოს. წი­ნას­წარ ამა­ზე ნუ ვი­მარ­ჩი­ე­ლებთ. და­ვე­ლო­დოთ, ცხოვ­რე­ბას მივ­ყვეთ! მე ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ.

თუ მე­კი­თხე­ბით იმას, რომ დღეს იმი­ტომ გა­დავ­დე­ქი, რომ რა­ღაც ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია შევ­ქმნა, ეს არის სი­სუ­ლე­ლე და ტყუ­ი­ლი. ძა­ლი­ან გთხოვთ, ამ სი­სუ­ლე­ლე­ებს ყუ­რა­დღე­ბას ნუ მი­აქ­ცევთ“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

გა­დად­გო­მის შემ­დეგ რჩე­ბით თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, რო­გორც ერთ-ერთი პატ­რი­ო­ტი, ყო­ველ­თვის შე­ი­ტანს თა­ვის პა­ტა­რა წვლილს ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში.

"აბა, რა მინ­და სხვა­გან, რა­ტომ უნდა წა­ვი­დე?! რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვრჩე­ბი. მე ეს ქვე­ყა­ნა ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. არც ერთ [სხვა] ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბას არ გან­ვი­ხი­ლავ. ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა­ზე ვი­ფიქ­რო. ეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაა მე­გობ­რე­ბო. ეს არის ჩვე­ნი სამ­შობ­ლო და ჩვენ ყვე­ლამ ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ი­დან უნდა ვი­ფიქ­როთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე და დაც­ვა­ზე. ასე არის. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვინ სად იქ­ნე­ბა და რო­მელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე?! მე ასე ვუ­ყუ­რებ­დი. რო­გორც ერთ-ერთი პატ­რი­ო­ტი, მე, რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის ვი­ოც­ნე­ბებ ვიშ­რო­მებ, ჩემს პა­ტა­რა წვლილს შე­ვი­ტან ჩვე­ნი ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში,“ - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

რა რე­აქ­ცია ჰქონ­დათ თქვენს თა­ნა­გუნ­დე­ლებს თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე?

"ბევ­რმა ახლა გა­ი­გო. მე ლი­დე­რებ­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი, პირ­ველ რიგ­ში სა­უ­ბა­რი მქონ­და პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან. და­ნარ­ჩენ­მა წევ­რებ­მა ახლა გა­ი­გეს. ჩვენ ვართ უზარ­მა­ზა­რი პარ­ტია. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ მათ თქვენ­თან ერ­თად გა­ი­გეს ეს ამ­ბა­ვი" - თქვა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ სი­ტყვა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნეთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე არც ერთხელ - მას­თან შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა გქონ­დათ?

"ჩვენს გუნდში ბევ­რი ლი­დე­რია, ჩემს გან­ცხა­დე­ბა­ში არ ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ, რომ ყვე­ლა ლი­დე­რი ჩა­მო­მეთ­ვა­ლა. მე მინ­და კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დოთ, რომ ნუ ეძებთ სპე­კუ­ლა­ცი­ებს. მე ჩვე­ნი გუნ­დის ყვე­ლა წევ­რს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. გულ­წრფე­ლად მჯე­რა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ლი­დე­რო­ბით, ეს გუნ­დი ქვე­ყა­ნას გა­იყ­ვანს სამ­შვი­დო­ბოს და მი­აღ­წევს დიდ წარ­მა­ტე­ბებს" - გან­მარ­ტა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ჰკი­თხა, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც მად­ლი­ე­რია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, რა ფიქ­რობს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­ზე?!

„უკაც­რა­ვად და, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე იყო პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე, როცა მე გავ­ხდი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. ჩვენ გვქონ­და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. ვე­რა­ვინ და­მი­სა­ხე­ლებს ვერ­ცერთ შემ­თხვე­ვას, რომ ჩვენ რა­ი­მე სა­კი­თხზე გვქონ­და ან შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა, ან შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა. აგერ არის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, აგერ არის გუნ­დი და ჰკი­თხეთ, თუ ერთ ფაქტს გა­იხ­სე­ნე­ბენ ჩემი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის დროს, რომ მე გუნ­დის რო­მე­ლი­მე წევრთან მქონ­და რა­ი­მე შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა, ან რა­ი­მე შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა, ან რა­ი­მე უსი­ა­მოვ­ნე­ბა. მსგავ­სი ფაქ­ტი ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. ასე რომ, თქვენ ნუ ეძებთ, რა­ღაც... პრობ­ლე­მე­ბი ეძე­ბეთ თქვენ გა­ნად­გუ­რე­ბულ ოპო­ზი­ცი­ა­ში. იმე­დი მაქვს, რომ თქვენ თავს და­მა­ნე­ბებთ და აღარ და­ინ­ტე­რეს­დე­ბით ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით“, - მი­მარ­თა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლისტს.

ამას­თან, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სი­სუ­ლე­ლე უწო­და მისი მხრი­დან ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის შექ­მნას.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

სად აგრძელებთ საქმიანობას? რა რეაქცია ჰქონდათ თანაგუნდელებს თქვენს გადაწყვეტილებაზე? რატომ არ ახსენებთ კობახიძეს? - როგორ უპასუხა ღარიბაშვილმა შეკითხვებს

სად აგრძელებთ საქმიანობას? რა რეაქცია ჰქონდათ თანაგუნდელებს თქვენს გადაწყვეტილებაზე? რატომ არ ახსენებთ კობახიძეს? - როგორ უპასუხა ღარიბაშვილმა შეკითხვებს

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მეორედ ვტოვებ პოლიტიკას. მიმაჩნია, რომ საპატიო მისია, რომელიც თავის დროზე პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ თავდაცვის მინისტრად, შემდეგ მეორედ პრემიერად დანიშვნით და ბოლოს პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას რომ უკვე შევასრულე" - ამბობს ღარიბაშვილი.

  • განცხადების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

სად გააგრძელებთ საქმიანობას?

ღარიბაშვილის განმარტებით, ის პოლიტიკას ტოვებს და კერძო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას.

"რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ ამას საზოგადოება გაიგებს, ეს ძირითადად იქნება კერძო სექტორში საქმიანობა. მე შევეცდები, რომ ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ამის თაობაზე მოგვიანებით გექნებათ სიახლეები.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ პოლიტიკაში კიდევ დავბრუნდე, გამორიცხული არაფერი არ არის. ჩემი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ პოლიტიკიდან გავიდე, მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს. რაც შეეხება მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით, დაელოდეთ და გაიგებთ.

მე გითხარით, რომ მე პოლიტიკაში ახლა არ ვრჩები. მე ვრჩები ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი და მე ვარ ბიძინა ივანიშვილის გუნდის ერთგული მხარდამჭერი, ჯარისკაცი. დღეს მე გადავწყვიტე რომ პოლიტიკიდან გავიდე, წინასწარ რა თქმა უნდა, მე არაფრის თქმა ახლა არ შემიძლია, მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება, შეიძლება აღარ მომიწიოს, შეიძლება მომიწიოს. წინასწარ ამაზე ნუ ვიმარჩიელებთ. დაველოდოთ, ცხოვრებას მივყვეთ! მე ყველას წარმატებას გისურვებთ.

თუ მეკითხებით იმას, რომ დღეს იმიტომ გადავდექი, რომ რაღაც ოპოზიციური პარტია შევქმნა, ეს არის სისულელე და ტყუილი. ძალიან გთხოვთ, ამ სისულელეებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გადადგომის შემდეგ რჩებით თუ არა საქართველოში?

ღარიბაშვილის თქმით, როგორც ერთ-ერთი პატრიოტი, ყოველთვის შეიტანს თავის პატარა წვლილს ქვეყნის გაძლიერებაში.

"აბა, რა მინდა სხვაგან, რატომ უნდა წავიდე?! რა თქმა უნდა, საქართველოში ვრჩები. მე ეს ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს. არც ერთ [სხვა] ქვეყანაში ცხოვრებას არ განვიხილავ. ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე ვიფიქრო. ეს ჩვენი ქვეყანაა მეგობრებო. ეს არის ჩვენი სამშობლო და ჩვენ ყველამ ჩვენი პოზიციიდან უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე და დაცვაზე. ასე არის. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად იქნება და რომელ თანამდებობაზე?! მე ასე ვუყურებდი. როგორც ერთ-ერთი პატრიოტი, მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიოცნებებ ვიშრომებ, ჩემს პატარა წვლილს შევიტან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს თანაგუნდელებს თქვენს გადაწყვეტილებაზე?

"ბევრმა ახლა გაიგო. მე ლიდერებთან მქონდა საუბარი, პირველ რიგში საუბარი მქონდა პარტიის დამფუძნებელთან. დანარჩენმა წევრებმა ახლა გაიგეს. ჩვენ ვართ უზარმაზარი პარტია. ბუნებრივია, რომ მათ თქვენთან ერთად გაიგეს ეს ამბავი" - თქვა ღარიბაშვილმა.

გამოსამშვიდობებელ სიტყვაში რამდენჯერმე ახსენეთ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე არც ერთხელ - მასთან შეუთავსებლობა გქონდათ?

"ჩვენს გუნდში ბევრი ლიდერია, ჩემს განცხადებაში არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ყველა ლიდერი ჩამომეთვალა. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ ნუ ეძებთ სპეკულაციებს. მე ჩვენი გუნდის ყველა წევრს წარმატებას ვუსურვებ. გულწრფელად მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ეს გუნდი ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს და მიაღწევს დიდ წარმატებებს" - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, იმ ფონზე, როდესაც მადლიერია ბიძინა ივანიშვილის, რა ფიქრობს ირაკლი კობახიძეზე?!

„უკაცრავად და, ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როცა მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა. ვერავინ დამისახელებს ვერცერთ შემთხვევას, რომ ჩვენ რაიმე საკითხზე გვქონდა ან შეუთავსებლობა, ან შეუთანხმებლობა. აგერ არის ირაკლი კობახიძე, აგერ არის გუნდი და ჰკითხეთ, თუ ერთ ფაქტს გაიხსენებენ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, რომ მე გუნდის რომელიმე წევრთან მქონდა რაიმე შეუთავსებლობა, ან რაიმე შეუთანხმებლობა, ან რაიმე უსიამოვნება. მსგავსი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს. ასე რომ, თქვენ ნუ ეძებთ, რაღაც... პრობლემები ეძებეთ თქვენ განადგურებულ ოპოზიციაში. იმედი მაქვს, რომ თქვენ თავს დამანებებთ და აღარ დაინტერესდებით ჩემი საქმიანობით“, - მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.

ამასთან, ღარიბაშვილმა სისულელე უწოდა მისი მხრიდან ოპოზიციური პარტიის შექმნას.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"