რუსთავის N 26 -ე საჯარო სკოლის ოფიციალურ მეილზე შევიდა მუქარის შემცველი წერილი, შენობაში არსებული ბომბის შესახებ.
აღნიშნულის გამო, სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და მოსწავლეების, მასწავლებლების და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.
“ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და მოკვლევას აწარმოებენ. ისინი შიდა და გარე პერიმეტრზე მუშაობენ.
აქამდე ჩვენს სკოლაში მსგავსი შეტყობინება არ შემოსულა,“ - აცხადებს დირექტორი.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.