Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალს ორივე ფეხი მოტეხილი აქვს, უგონო მდგომარეობაში იპოვეს" - მედიის ცნობით, მიხეილ ხუბუტია მოსკოვში ყოფილ მეგობარ ქალს სასტიკად გაუსწორდა
"ქალს ორივე ფეხი მოტეხილი აქვს, უგონო მდგომარეობაში იპოვეს" - მედიის ცნობით, მიხეილ ხუბუტია მოსკოვში ყოფილ მეგობარ ქალს სასტიკად გაუსწორდა

მოს­კო­ვის ოლ­ქის ვაჭ­რო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ბიზ­ნეს­მე­ნი მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია ყო­ფილ მე­გო­ბარ ქალ იუ­ლია ვა­ნი­ზე სას­ტიკ თავ­დას­ხმა­ში

იუ­ლია ვანი არის ჩაის სახლ Van Tea-ს მფლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ოდინ­ცო­ვოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ტრე­ხგორ­კა­ში. ტე­ლეგ­რამ-არხ Mash-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმა გვი­ან სა­ღა­მოს მოხ­და, რო­დე­საც სახ­ლში მათი სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და.

  • რა არის ცნო­ბი­ლი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ?

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია იუ­ლია ვა­ნის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში მოს­კო­ვის დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით, 23:00 სა­ათ­ზე შე­იჭ­რა და ქალს იმ დროს და­ეს­ხა თავს, რო­დე­საც ბავ­შვს მე­ზო­ბელ ოთახ­ში ეძი­ნა. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ თავ­დას­ხმის შე­დე­გად ქალ­მა ორი­ვე ფეხ­ზე მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ყო­ფი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კი მას ად­რეც ემუქ­რე­ბო­და. ეუბ­ნე­ბო­და, რომ ბავ­შვსა და ქო­ნე­ბას ჩა­მო­არ­თმევ­და და თა­ვად ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სებ­და.

მე­დი­ის ცნო­ბით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვის ძი­ძამ ნახა, რო­მელ­მაც მა­შინ­ვე გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცია და ახ­ლობ­ლებს აც­ნო­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მის­ვლის დროს მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია უკვე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­მა­ლუ­ლი იყო. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხი ამ­ტკი­ცებს, რომ თავ­დას­ხმის დროს ხუ­ბუ­ტი­ამ შე­საძ­ლოა, ცივი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნა – სა­ვა­რა­უ­დოდ ჩა­ქუ­ჩი ან ცული. იუ­ლია ვანი "პრაქ­ტი­კუ­ლად უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში“ იპო­ვეს, ხოლო ოთა­ხი სის­ხლით იყო და­ფა­რუ­ლი. მას ორი­ვე ფეხ­ზე მო­ტე­ხი­ლო­ბა აქვს.

ამ­ჟა­მად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. პო­ლი­ცია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის და­სად­გე­ნად და მომ­ხდა­რის ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბის გა­სარ­კვე­ვად ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რებს.

  • ვინ არის მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია: მტვირ­თა­ვი­დან-მი­ლი­ო­ნე­რამ­დე

მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტი­ამ თა­ვი­სი კა­რი­ე­რა მოს­კოვ­ში 1980-იან წლებ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა ქა­ლა­ქის მკვიდ­რი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გა­იწ­ვი­ეს მოს­კო­ვის ოლ­ქის ხიმ­კი­ში. ხუ­ბუ­ტი­ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია ბიზ­ნეს­ში. მას მეტ­სა­ხე­ლად "ია­რა­ღის ბა­რო­ნი“ უწო­დეს.

მის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მე­წარ­მის ცხოვ­რე­ბას ფუ­ფუ­ნე­ბა ყო­ველ­თვის არ ახ­ლდა თან.

მოს­კო­ვის პლე­ხა­ნო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­ხალ­ხო მე­ურ­ნე­ო­ბის ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლის დროს მას და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა უწევ­და, მათ შო­რის ღა­მით ვა­გო­ნე­ბის ჩა­მოტვირ­თვა.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნგრე­ვის წლებ­ში ხუ­ბუ­ტი­ამ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად და­ა­არ­სა კო­ო­პე­რა­ტი­ვი, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში სა­ვაჭ­რო კომ­პა­ნი­ად გა­და­კეთ­და. მისი საქ­მი­ა­ნო­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა ნა­დი­რო­ბა გახ­და. პირ­ვე­ლი მა­ღა­ზია ხუ­ბუ­ტი­ამ ყა­ზა­ნის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­თან გახ­სნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მან ია­რა­ღის შე­სა­ხებ ახა­ლი კა­ნო­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა და­ი­წყო.

შვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბა

2018 წელს მოს­კოვ­ში, მა­ლა­ია ბრონ­ნა­ი­ას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბი­ნა­ში იპო­ვეს 26 წლის ნი­კო­ლოზ ხუ­ბუ­ტი­ას ცხე­და­რი. რო­გორც მე­დია იუ­წყე­ბო­და, გარ­დაც­ვლი­ლი ია­ტაკ­ზე პირ­ქვე იწვა, გვერ­დით კი სა­ნა­დი­რო თოფი ედო, რო­მე­ლიც მის მა­მა­ზე იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი დამ­ლა­გე­ბელ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მელ­საც ბი­ნა­ში მი­სულს ბი­ჭის ცხე­და­რი დახ­ვდა. სახ­ლი შიგ­ნი­დან იყო ჩა­კე­ტი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად ძა­ლა­დო­ბის ვერ­სია გა­მო­ი­რი­ცხა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ქალს ორივე ფეხი მოტეხილი აქვს, უგონო მდგომარეობაში იპოვეს" - მედიის ცნობით, მიხეილ ხუბუტია მოსკოვში ყოფილ მეგობარ ქალს სასტიკად გაუსწორდა

"ქალს ორივე ფეხი მოტეხილი აქვს, უგონო მდგომარეობაში იპოვეს" - მედიის ცნობით, მიხეილ ხუბუტია მოსკოვში ყოფილ მეგობარ ქალს სასტიკად გაუსწორდა

მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილი მინისტრი, ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია ეჭვმიტანილია ყოფილ მეგობარ ქალ იულია ვანიზე სასტიკ თავდასხმაში

იულია ვანი არის ჩაის სახლ Van Tea-ს მფლობელი, რომელიც ოდინცოვოს რაიონის სოფელ ტრეხგორკაში. ტელეგრამ-არხ Mash-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, თავდასხმა გვიან საღამოს მოხდა, როდესაც სახლში მათი საერთო ქალიშვილი იმყოფებოდა.

  • რა არის ცნობილი მომხდარის შესახებ?

წყაროს ინფორმაციით, მიხეილ ხუბუტია იულია ვანის საცხოვრებელში მოსკოვის დროით დაახლოებით, 23:00 საათზე შეიჭრა და ქალს იმ დროს დაესხა თავს, როდესაც ბავშვს მეზობელ ოთახში ეძინა. რუსული მედია წერს, რომ თავდასხმის შედეგად ქალმა ორივე ფეხზე მძიმე დაზიანება მიიღო. დაზარალებულის ახლობლების თქმით, ყოფილი ჩინოვნიკი მას ადრეც ემუქრებოდა. ეუბნებოდა, რომ ბავშვსა და ქონებას ჩამოართმევდა და თავად ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსებდა.

მედიის ცნობით, დაზარალებული ბავშვის ძიძამ ნახა, რომელმაც მაშინვე გამოიძახა პოლიცია და ახლობლებს აცნობა. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მისვლის დროს მიხეილ ხუბუტია უკვე შემთხვევის ადგილიდან მიმალული იყო. დაზარალებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ თავდასხმის დროს ხუბუტიამ შესაძლოა, ცივი იარაღი გამოიყენა – სავარაუდოდ ჩაქუჩი ან ცული. იულია ვანი "პრაქტიკულად უგონო მდგომარეობაში“ იპოვეს, ხოლო ოთახი სისხლით იყო დაფარული. მას ორივე ფეხზე მოტეხილობა აქვს.

ამჟამად დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. პოლიცია ეჭვმიტანილის ადგილსამყოფლის დასადგენად და მომხდარის ყველა გარემოების გასარკვევად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.

  • ვინ არის მიხეილ ხუბუტია: მტვირთავიდან-მილიონერამდე

მიხეილ ხუბუტიამ თავისი კარიერა მოსკოვში 1980-იან წლებში დაიწყო, როდესაც საქართველოს პატარა ქალაქის მკვიდრი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს მოსკოვის ოლქის ხიმკიში. ხუბუტიამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ბიზნესში. მას მეტსახელად "იარაღის ბარონი“ უწოდეს.

მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მეწარმის ცხოვრებას ფუფუნება ყოველთვის არ ახლდა თან.

მოსკოვის პლეხანოვის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტში სწავლის დროს მას დამატებითი სამუშაოს შესრულება უწევდა, მათ შორის ღამით ვაგონების ჩამოტვირთვა.

საბჭოთა კავშირის ნგრევის წლებში ხუბუტიამ თანამოაზრეებთან ერთად დააარსა კოოპერატივი, რომელიც შემდგომში სავაჭრო კომპანიად გადაკეთდა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ნადირობა გახდა. პირველი მაღაზია ხუბუტიამ ყაზანის რკინიგზის სადგურთან გახსნა. მოგვიანებით, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული განათლების მიღების შემდეგ, მან იარაღის შესახებ ახალი კანონის შემუშავება დაიწყო.

შვილის თვითმკვლელობა

2018 წელს მოსკოვში, მალაია ბრონნაიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში იპოვეს 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ცხედარი. როგორც მედია იუწყებოდა, გარდაცვლილი იატაკზე პირქვე იწვა, გვერდით კი სანადირო თოფი ედო, რომელიც მის მამაზე იყო რეგისტრირებული. ახალგაზრდა მამაკაცი დამლაგებელმა აღმოაჩინა, რომელსაც ბინაში მისულს ბიჭის ცხედარი დახვდა. სახლი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, შესაბამისად ძალადობის ვერსია გამოირიცხა.