მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინა წელთან შედარებით 9.9 ათასით მეტია" - რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა?
"წინა წელთან შედარებით 9.9 ათასით მეტია" - რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა?

სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2025 წლის 1-ელი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხოვ­ნო­ბამ 3 704.5 ათა­სი კაცი შე­ად­გი­ნა, რაც წინა წლის შე­სა­ბა­მი­სი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით 9.9 ათა­სი კა­ცით მე­ტია.

  • რო­გორც „საქსტა­ტის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2024 წელს და­ფიქ­სირ­და უარ­ყო­ფი­თი ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბა (-4 488) და და­დე­ბი­თი მიგ­რა­ცი­უ­ლი სალ­დო (14 386).

"2025 წლის 1-ელი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 61.5% ცხოვ­რობს სა­ქა­ლა­ქო და­სახ­ლე­ბებ­ში. ამას­თან, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მე­სა­მედ­ზე მეტს შე­ად­გენს.

2025 წლის 1-ელი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, 0-14 წლის მო­სახ­ლე­ო­ბის წილი მთელ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში 19.2%-ს შე­ად­გენს, შრო­მი­სუ­ნა­რი­ან ასაკ­ში მყო­ფი მო­სახ­ლე­ო­ბის წილი (15-64 წლის ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი) – 64.2%-ს, ხოლო 65 წლის და უფ­რო­სი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბის წილი − 16.6%-ს. 2025 წლის 1-ელი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, კა­ცე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბამ 1 780.6 ათა­სი შე­ად­გი­ნა, ხოლო ქა­ლე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბამ – 1 923.9 ათა­სი. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 48% კაცი, ხოლო 52% – ქა­ლია. სქეს­თა რა­ო­დე­ნობ­რი­ვი თა­ნა­ფარ­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 93-ს შე­ად­გენს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ 100 ქალ­ზე 93 კაცი მო­დის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 40 წლამ­დე ასაკ­ში კა­ცე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბა ქა­ლე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბას, ხოლო 40 წლის ასა­კი­დან სა­ხე­ზე გვაქვს სა­პი­რის­პი­რო სუ­რა­თი, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია კა­ცებ­თან შე­და­რე­ბით ქა­ლე­ბის უფრო მა­ღა­ლი სი­ცო­ცხლის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ხან­გრძლი­ვო­ბით. წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, 2024 წელს სი­ცო­ცხლის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ხან­გრძლი­ვო­ბა თით­ქმის უც­ვლე­ლი დარ­ჩა და 74.9 წელი შე­ად­გი­ნა, მათ შო­რის კა­ცე­ბი­სათ­ვის – 70.5 წელი, ხოლო ქა­ლე­ბი­სათ­ვის – 79.3 წელი. 2025 წლის 1-ელი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მე­დი­ა­ნუ­რი ასა­კი შე­ად­გენს 39 წელს.

2024 წელს, ემიგ­რან­ტე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბამ 121 425 კაცი შე­ად­გი­ნა, რაც წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 50.5%-ით ნაკ­ლე­ბია, ხოლო იმიგ­რან­ტე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა 34.0%-ით შემ­ცირ­და და 135 811 კაცი შე­ად­გი­ნა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, იმიგ­რან­ტე­ბის 85.6% და ემიგ­რან­ტე­ბის 85.8% შრო­მი­სუ­ნა­რი­ან ასაკ­ში მყოფ მო­სახ­ლე­ო­ბას (15-64 წლის ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი) წარ­მო­ად­გე­ნენ.

2024 წელს, იმიგ­რან­ტე­ბის 48.2 პრო­ცენტს, ხოლო ემიგ­რან­ტე­ბის 53.2 პრო­ცენტს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"წინა წელთან შედარებით 9.9 ათასით მეტია" - რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა?

"წინა წელთან შედარებით 9.9 ათასით მეტია" - რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9.9 ათასი კაცით მეტია.

  • როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 488) და დადებითი მიგრაციული სალდო (14 386).

"2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.5% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.

2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.2%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.2%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.6%-ს. 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 780.6 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 923.9 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 93-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. წინა წელთან შედარებით, 2024 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა თითქმის უცვლელი დარჩა და 74.9 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.3 წელი. 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 39 წელს.

2024 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 121 425 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 50.5%-ით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 34.0%-ით შემცირდა და 135 811 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.6% და ემიგრანტების 85.8% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

2024 წელს, იმიგრანტების 48.2 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 53.2 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში