კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძლიერმა ამოფრქვევამ შესაძლოა ზღაპრული სანტორინი გაანადგუროს? - მიწისძვრების სერიის შემდეგ მეცნიერები მორიგ საფრთხეზე საუბრობენ
ძლიერმა ამოფრქვევამ შესაძლოა ზღაპრული სანტორინი გაანადგუროს? - მიწისძვრების სერიის შემდეგ მეცნიერები მორიგ საფრთხეზე საუბრობენ

სან­ტო­რი­ნის ცი­ცა­ბო კლდე­ე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ინ­დუსტრი­აა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მი­ლი­ო­ნებს შე­ად­გენს. მის ქვეშ კი ყოვ­ლის­შემ­ძლე აფეთ­ქე­ბის შიში იმა­ლე­ბა.

ეს ზღაპ­რუ­ლი ბერ­ძნუ­ლი კუნ­ძუ­ლი, უძ­ვე­ლეს­მა ძლი­ერ­მა ამოფრქვე­ვამ შექ­მნა. მან­ვე და­ტო­ვა უზარ­მა­ზა­რი კრა­ტე­რი და ნა­ლის ფორ­მის კიდე. ახლა, პირ­ვე­ლად, მეც­ნი­ე­რე­ბი სწავ­ლო­ბენ, თუ რამ­დე­ნად სა­ში­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­დე­გი დიდი ამოფრქვე­ვა.

  • BBC News-მა ერთი დღე ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო კვლე­ვი­თი ხო­მალ­დის, Discovery-ს, ბორტზე გა­ა­ტა­რა და უამ­რა­ვი სი­ახ­ლე შე­ი­ტყო.

სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, მას შემ­დეგ რაც კუნ­ძულ­ზე მი­წისძვრა მოხ­და, სან­ტო­რი­ნი თით­ქმის ნა­ხე­ვარ­მა მო­სახ­ლემ და­ტო­ვა. ეს შეხ­სე­ნე­ბა იყო იმი­სა, რომ იდი­ლი­უ­რი თეთ­რი სახ­ლე­ბის ქვეშ დე­და­მი­წის ქერ­ქში შე­საძ­ლოა ერ­თმა­ნეთს ორი ტექ­ტო­ნი­კუ­რი ფილა და­ე­ჯა­ხოს.

მი­სი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს დიდი ბრი­ტა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ოკე­ა­ნოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრის მა­ღა­ლი რის­კის წყალ­ქვე­შა ვულ­კა­ნე­ბის ექ­სპერ­ტი, პრო­ფე­სო­რი იზო­ბელ იეო. მისი თქმით, მსოფ­ლი­ოს ვულ­კა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ორი მე­სა­მე­დი წყალ­ქვე­შაა, თუმ­ცა ისი­ნი ძი­რი­თა­დად უკონ­ტრო­ლოა.

იზო­ბელ იეო ამ­ბობს, რომ კვლე­ვა შე­საძ­ლოა მსოფ­ლი­ო­ში წყალ­ქვე­შა ვულ­კა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­როს.

კვლე­ვა, რო­მე­ლიც მი­წისძვრე­ბის შემ­დეგ მა­ლე­ვე ჩა­ტარ­და, მეც­ნი­ე­რებს და­ეხ­მა­რე­ბა იმის გა­გე­ბა­ში, თუ რა ტი­პის სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­დეს ვულ­კა­ნუ­რი ამოფრქვე­ვის გარ­და­უ­ვა­ლო­ბა­ზე.

  • სან­ტო­რი­ნის ბოლო ამოფრქვე­ვა 1950 წელს მოხ­და. თუმ­ცა, რო­გორც იზო­ბე­ლი ამ­ბობს, 2012 წელს “არე­უ­ლო­ბის პე­რი­ო­დი“ იყო. მაგ­მა ვულ­კა­ნურ კა­მე­რებ­ში შე­ვარ­და და კუნ­ძუ­ლე­ბი “აშუშ­ხუნ­და“.

“გემ­ზე, ჩვენს ქვეშ, 300 მეტ­რის სიღ­რმე­ზე, მდუ­ღა­რე ცხე­ლი წყა­რო­ე­ბია. დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბუ­ლი ეს ბზა­რე­ბი ზღვის ფსკერს გა­მოშ­ვე­რი­ლი კლდე­ე­ბი­სა და გა­ზის ღრუბ­ლე­ბის კაშ­კა­შა ნა­რინ­ჯის­ფერ სამ­ყა­როდ აქ­ცევს,“ - წერს გა­მო­ცე­მა და აღ­ნიშ­ნავს იმა­საც, რომ ფსკერ­ზე, გა­ზე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად და კლდის ნა­ტე­ხე­ბის მო­სა­ტე­ხად, რო­ბო­ტი ჩა­ვი­და.

“ჩვენ ვცდი­ლობთ ჰიდ­რო­თერ­მუ­ლი სის­ტე­მის რუ­კა­ზე და­ტა­ნას. ეს ხმე­ლეთ­ზე რუ­კის შექ­მნას არ ჰგავს. ჩვენ დე­და­მი­წის სიღ­რმე­ებ­ში უნდა ჩა­ვი­ხე­დოთ“, - ამ­ბობს მკვლე­ვა­რი, რო­მე­ლიც უკვე ერთი თვეა სან­ტო­რი­ნი­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

  • ისი­ნი სან­ტო­რი­ნის შემ­დეგ კუნ­ძუ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 7 კმ-ში მდე­ბა­რე კო­ლუმ­ბოს­კენ გა­ე­მარ­თე­ბი­ან. ორი­ვე ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ დრო­ის სა­კი­თხია.

მთავ­რო­ბის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ჯგუ­ფის წევ­რის, პრო­ფე­სორ ნო­მი­კუს გან­ცხა­დე­ბით, სწო­რედ ვულ­კან­მა შთა­ა­გო­ნა, რომ გე­ო­ლო­გი გამ­ხდა­რი­ყო. ის სან­ტო­რი­ნი­და­ნაა და ბა­ბუ­ის­გან წარ­სუ­ლი მი­წისძვრე­ბი­სა და ამოფრქვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ის­მენ­და.

პრო­ფე­სო­რი ნო­მი­კუ, რო­მე­ლიც სან­ტო­რი­ნი­ზე და­ი­ბა­და

“ეს კვლე­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, იცოდ­ნენ, რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რია ვულ­კა­ნე­ბი და მო­ნიშ­ნავს იმ ტე­რი­ტო­რი­ებს, რომ­ლე­ბიც ამოფრქვე­ვის დროს აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა“, - ამ­ბობს ის.

გუნ­დმა ვულ­კა­ნის გარ­შე­მო ძა­ლი­ან სუს­ტი მი­წისძვრე­ბი და­ა­ფიქ­სი­რა, რაც სის­ტე­მა­ში სი­თხის გა­და­ად­გი­ლე­ბით და ბზა­რე­ბის წარ­მოქ­მნით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. ისი­ნი აფიქ­სი­რე­ბენ, თუ რო­გორ მოძ­რა­ობს სი­თხე კლდე­ში, რის შე­დე­გა­დაც ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის იმ­პულ­სებს მი­წა­ში აგ­ზავ­ნი­ან. შე­დე­გად მი­ი­ღე­ბა სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი რუკა, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, თუ რო­გორ არის ჰიდ­რო­თერ­მუ­ლი სის­ტე­მა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვულ­კა­ნის მაგ­მურ კა­მე­რას­თან, სა­დაც ამოფრქვე­ვა ხდე­ბა.

ვულ­კა­ნი­დან აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი

“ჩვენ მეც­ნი­ე­რე­ბას ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ვა­კე­თებთ და არა მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის. ჩვენ აქ იმის­თვის ვართ, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა თავი უსაფრ­თხოდ იგ­რძნონ“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი.

სან­ტო­რი­ნი­ში ბოლო დროს მომ­ხდარ­მა მი­წისძვრის კრი­ზის­მა აჩ­ვე­ნა, თუ რამ­დე­ნად და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან კუნ­ძუ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი სე­ის­მუ­რი საფრ­თხე­ე­ბის მი­მართ და რამ­დე­ნად არი­ან ისი­ნი და­მო­კი­დე­ბულ­ნი ტუ­რიზ­მზე.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ძლიერმა ამოფრქვევამ შესაძლოა ზღაპრული სანტორინი გაანადგუროს? - მიწისძვრების სერიის შემდეგ მეცნიერები მორიგ საფრთხეზე საუბრობენ

ძლიერმა ამოფრქვევამ შესაძლოა ზღაპრული სანტორინი გაანადგუროს? - მიწისძვრების სერიის შემდეგ მეცნიერები მორიგ საფრთხეზე საუბრობენ

სანტორინის ციცაბო კლდეები მსოფლიოში ცნობილი ტურისტული ინდუსტრიაა, რომლის ღირებულება მილიონებს შეადგენს. მის ქვეშ კი ყოვლისშემძლე აფეთქების შიში იმალება.

ეს ზღაპრული ბერძნული კუნძული, უძველესმა ძლიერმა ამოფრქვევამ შექმნა. მანვე დატოვა უზარმაზარი კრატერი და ნალის ფორმის კიდე. ახლა, პირველად, მეცნიერები სწავლობენ, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს შემდეგი დიდი ამოფრქვევა.

  • BBC News-მა ერთი დღე ბრიტანეთის სამეფო კვლევითი ხომალდის, Discovery-ს, ბორტზე გაატარა და უამრავი სიახლე შეიტყო.

სულ რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ რაც კუნძულზე მიწისძვრა მოხდა, სანტორინი თითქმის ნახევარმა მოსახლემ დატოვა. ეს შეხსენება იყო იმისა, რომ იდილიური თეთრი სახლების ქვეშ დედამიწის ქერქში შესაძლოა ერთმანეთს ორი ტექტონიკური ფილა დაეჯახოს.

მისიას ხელმძღვანელობს დიდი ბრიტანეთის ეროვნული ოკეანოგრაფიის ცენტრის მაღალი რისკის წყალქვეშა ვულკანების ექსპერტი, პროფესორი იზობელ იეო. მისი თქმით, მსოფლიოს ვულკანების დაახლოებით ორი მესამედი წყალქვეშაა, თუმცა ისინი ძირითადად უკონტროლოა.

იზობელ იეო ამბობს, რომ კვლევა შესაძლოა მსოფლიოში წყალქვეშა ვულკანებთან დაკავშირებული საფრთხეების პროგნოზირებაში დაგვეხმაროს.

კვლევა, რომელიც მიწისძვრების შემდეგ მალევე ჩატარდა, მეცნიერებს დაეხმარება იმის გაგებაში, თუ რა ტიპის სეისმური აქტივობა შეიძლება მიუთითებდეს ვულკანური ამოფრქვევის გარდაუვალობაზე.

  • სანტორინის ბოლო ამოფრქვევა 1950 წელს მოხდა. თუმცა, როგორც იზობელი ამბობს, 2012 წელს “არეულობის პერიოდი“ იყო. მაგმა ვულკანურ კამერებში შევარდა და კუნძულები “აშუშხუნდა“.

“გემზე, ჩვენს ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეზე, მდუღარე ცხელი წყაროებია. დედამიწაზე არსებული ეს ბზარები ზღვის ფსკერს გამოშვერილი კლდეებისა და გაზის ღრუბლების კაშკაშა ნარინჯისფერ სამყაროდ აქცევს,“ - წერს გამოცემა და აღნიშნავს იმასაც, რომ ფსკერზე, გაზების შესაგროვებლად და კლდის ნატეხების მოსატეხად, რობოტი ჩავიდა.

“ჩვენ ვცდილობთ ჰიდროთერმული სისტემის რუკაზე დატანას. ეს ხმელეთზე რუკის შექმნას არ ჰგავს. ჩვენ დედამიწის სიღრმეებში უნდა ჩავიხედოთ“, - ამბობს მკვლევარი, რომელიც უკვე ერთი თვეა სანტორინიზე იმყოფება.

  • ისინი სანტორინის შემდეგ კუნძულიდან დაახლოებით 7 კმ-ში მდებარე კოლუმბოსკენ გაემართებიან. ორივე ვულკანის ამოფრქვევა უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი, თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხია.

მთავრობის საგანგებო სიტუაციების ჯგუფის წევრის, პროფესორ ნომიკუს განცხადებით, სწორედ ვულკანმა შთააგონა, რომ გეოლოგი გამხდარიყო. ის სანტორინიდანაა და ბაბუისგან წარსული მიწისძვრებისა და ამოფრქვევების შესახებ ისმენდა.

პროფესორი ნომიკუ, რომელიც სანტორინიზე დაიბადა

“ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, იცოდნენ, რამდენად აქტიურია ვულკანები და მონიშნავს იმ ტერიტორიებს, რომლებიც ამოფრქვევის დროს აკრძალული იქნება“, - ამბობს ის.

გუნდმა ვულკანის გარშემო ძალიან სუსტი მიწისძვრები დააფიქსირა, რაც სისტემაში სითხის გადაადგილებით და ბზარების წარმოქმნით იყო გამოწვეული. ისინი აფიქსირებენ, თუ როგორ მოძრაობს სითხე კლდეში, რის შედეგადაც ელექტრომაგნიტური ველის იმპულსებს მიწაში აგზავნიან. შედეგად მიიღება სამგანზომილებიანი რუკა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ არის ჰიდროთერმული სისტემა დაკავშირებული ვულკანის მაგმურ კამერასთან, სადაც ამოფრქვევა ხდება.

ვულკანიდან აღებული ნიმუშები

“ჩვენ მეცნიერებას ადამიანებისთვის ვაკეთებთ და არა მეცნიერებისთვის. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ“, - ამბობს პროფესორი.

სანტორინიში ბოლო დროს მომხდარმა მიწისძვრის კრიზისმა აჩვენა, თუ რამდენად დაუცველები არიან კუნძულის მაცხოვრებლები სეისმური საფრთხეების მიმართ და რამდენად არიან ისინი დამოკიდებულნი ტურიზმზე.

წყარო

იხილეთ ასევე: