მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3 შეწყვეტილი ფეხმძიმობა მქონდა, შარშან აკვნით ხელში ავედი მოსალოცად და 7-წლიანი უნაყოფობის შემდეგ დაიბადა ლუკა" - "წაჩხურობის" სასწაული
"3 შეწყვეტილი ფეხმძიმობა მქონდა, შარშან აკვნით ხელში ავედი მოსალოცად და 7-წლიანი უნაყოფობის შემდეგ დაიბადა ლუკა" - "წაჩხურობის" სასწაული

ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის ხუთ­შა­ბათს დღე­სას­წა­უ­ლი "წა­ჩხუ­რო­ბა" აღი­ნიშ­ნე­ბა. ამ დღეს წა­ჩხუ­რუს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში მო­სა­ლო­ცად სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან ჩა­მო­დი­ან.

მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, მომ­ლოც­ვე­ლებ­მა გზა ტაძ­რამ­დე ფე­ხით უნდა გა­ი­ა­რონ. შვი­ლის მომ­ლო­დი­ნე მორ­წმუ­ნე­ებს თან პა­ტა­რა აკ­ვნე­ბი და სხვა­დას­ხვა შე­სა­წი­რი მი­აქვთ.

  • ერთ-ერთ- მომ­ლოც­ვე­ლი, რო­მე­ლიც გა­სულ წელს სა­ლო­ცავ­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ავი­და, თიკო სი­რა­ძეა. AMBEBI.GE-ს თიკო უყ­ვე­ბა, რომ 7 წე­ლია, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. შარ­შან გა­და­წყვი­ტეს წა­ჩხუ­რუს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია მო­ე­ლო­ცათ და 1 წლის შემ­დეგ მოხ­და სას­წა­უ­ლი, და­ი­ბა­და ლუკა.

"7 წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვარ, 7-წლი­ა­ნი უნა­ყო­ფო­ბა იყო... მე­დი­ცი­ნაც იყო ჩა­რე­უ­ლი, 3 შე­წყვე­ტი­ლი ფეხ­მძი­მო­ბა მქონ­და მა­ნამ­დე, გუ­ლის ცემა უწყდე­ბო­და ნა­ყოფს, წა­ჩხუ­რო­ბა შარ­შან მო­ვი­ლო­ცეთ და და­ი­ბა­და ლუკა, წელს კი ლუ­კას­თან ერ­თად მო­ვი­ლო­ცეთ" - გვე­უბ­ნე­ბა თიკო.

"შარ­შან აკ­ვნით ხელ­ში და ძა­ლი­ან დიდი იმე­დით მო­ვი­ლო­ცეთ წა­ჩხუ­რის დღე­სას­წა­უ­ლი! წელს კი სა­მად­ლობ­ლად შვი­ლით ხელ­ში უამ­რა­ვი წყვი­ლის სა­ი­მე­დოდ მო­ვი­ლო­ცეთ წა­ჩხუ­რო­ბა!

მად­ლო­ბა უფა­ლოო ლუ­კას­თვის, ჩემი შვი­ლის­თვის და უდი­დე­სი სას­წა­უ­ლის­თვის რაც ამ 1 წელ­ში ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მო­ახ­დი­ნე! მად­ლო­ბა რომ შე­მაძ­ლე­ბი­ნე ჩემი 2 თვის შვი­ლით და­უღ­ლე­ლად მევ­ლო და­უს­რუ­ლე­ბე­ლი გზა, ავ­დარ­ში, ნისლში და კო­კის­პი­რულ წვი­მა­ში!" - ამ­ბობს თიკო სი­რა­ძე.

ამ უძ­ვე­ლეს სა­ლო­ცავ­ზე ლე­გენ­და ამ­ბობს: ერთხელ, სოფ­ლის ახ­ლოს, ყა­ნა­ში გლეხს ცოლ­მა სა­დი­ლი მი­უ­ტა­ნა. გლეხ­მა თა­ვის მწირ ტრა­პეზ­ზე უც­ნო­ბი მგზავ­რი მი­ი­პა­ტი­ჟა. ცოტა ხან­ში მას­პინ­ძელ­მა შე­ამ­ჩნია, რომ ღვი­ნო და საჭ­მე­ლი კი არ ილე­ო­და, მრავ­ლდე­ბო­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მგზავ­რმა გლეხს სთხო­ვა, იცეკ­ვეო. ისიც და­თან­ხმდა. ამის შემ­დეგ უც­ნო­ბი თვალ­სა და ხელს შუა გა­უ­ჩი­ნარ­და. გლე­ხი მიხ­ვდა, რომ სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ხილ­ვის ღირ­სი გახ­და... სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის აზ­რით, ლე­გენ­და შე­საძ­ლოა, ან­გე­ლო­ზის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს. იმა­საც ამ­ბო­ბენ, სა­მეგ­რე­ლო­დან სვა­ნეთს მი­მა­ვალ ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბულს ამ ად­გი­ლას ქვის ჯვა­რი აღუ­მარ­თავს, ტა­ძა­რი კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე-7 სა­უ­კუ­ნე­ში აუ­გი­ათ. ჩვე­ნამ­დე გა­ნახ­ლე­ბულ­მა, მე-18 სა­უ­კუ­ნის დარ­ბა­ზულ­მა ეკ­ლე­სი­ამ მო­აღ­წია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"3 შეწყვეტილი ფეხმძიმობა მქონდა, შარშან აკვნით ხელში ავედი მოსალოცად და 7-წლიანი უნაყოფობის შემდეგ დაიბადა ლუკა" - "წაჩხურობის" სასწაული

"3 შეწყვეტილი ფეხმძიმობა მქონდა, შარშან აკვნით ხელში ავედი მოსალოცად და 7-წლიანი უნაყოფობის შემდეგ დაიბადა ლუკა" - "წაჩხურობის" სასწაული

ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს დღესასწაული "წაჩხურობა" აღინიშნება. ამ დღეს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან.

მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანახმად, მომლოცველებმა გზა ტაძრამდე ფეხით უნდა გაიარონ. შვილის მომლოდინე მორწმუნეებს თან პატარა აკვნები და სხვადასხვა შესაწირი მიაქვთ.

  • ერთ-ერთ- მომლოცველი, რომელიც გასულ წელს სალოცავში მეუღლესთან ერთად ავიდა, თიკო სირაძეა. AMBEBI.GE-ს თიკო უყვება, რომ 7 წელია, დაოჯახებულია. შარშან გადაწყვიტეს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია მოელოცათ და 1 წლის შემდეგ მოხდა სასწაული, დაიბადა ლუკა.

"7 წელია დაქორწინებული ვარ, 7-წლიანი უნაყოფობა იყო... მედიცინაც იყო ჩარეული, 3 შეწყვეტილი ფეხმძიმობა მქონდა მანამდე, გულის ცემა უწყდებოდა ნაყოფს, წაჩხურობა შარშან მოვილოცეთ და დაიბადა ლუკა, წელს კი ლუკასთან ერთად მოვილოცეთ" - გვეუბნება თიკო.

"შარშან აკვნით ხელში და ძალიან დიდი იმედით მოვილოცეთ წაჩხურის დღესასწაული! წელს კი სამადლობლად შვილით ხელში უამრავი წყვილის საიმედოდ მოვილოცეთ წაჩხურობა!

მადლობა უფალოო ლუკასთვის, ჩემი შვილისთვის და უდიდესი სასწაულისთვის რაც ამ 1 წელში ჩემს ცხოვრებაში მოახდინე! მადლობა რომ შემაძლებინე ჩემი 2 თვის შვილით დაუღლელად მევლო დაუსრულებელი გზა, ავდარში, ნისლში და კოკისპირულ წვიმაში!" - ამბობს თიკო სირაძე.

ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა... სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია.

წაიკითხეთ ასევე: