Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამის შემდეგ რაღა უნდა ქნან, რით უნდა დაგვემუქრონ, ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან?" - მდინარაძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე
"ამის შემდეგ რაღა უნდა ქნან, რით უნდა დაგვემუქრონ, ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან?" - მდინარაძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე

ეს [ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა] იქ­ნე­ბა ბოლო ტყვია შან­ტა­ჟის ია­რაღ­ში, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლო შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხად "იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

  • კერ­ძოდ, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ უპა­სუ­ხა წამ­ყვა­ნის კი­თხვას: "თე­ო­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა - მი­ი­ღო ევ­რო­კავ­შირ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ბერ­კე­ტი, ეს ადა­მი­ა­ნებ­ში აღ­ქმუ­ლი იქ­ნე­ბა, ეს გა­სა­გე­ბია, რომ დაგ­ვსა­ჯეს, თუ პი­რი­ქით, ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მწვა­ვე რე­აქ­ცია?".

მდი­ნა­რა­ძის თქმით, შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან "სწო­რად იქ­ნე­ბა აღ­ქმუ­ლი" და გან­მარ­ტა, რა­ტომ აქვს თა­ვად ნაკ­ლე­ბი მო­ლო­დი­ნი, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს.

"ჯერ ერთი აღ­ქმუ­ლი იქ­ნე­ბა სწო­რად, ჩემი აზ­რით, იმი­ტომ, რომ აქამ­დე ყვე­ლა­ფე­რი აღიქ­ვა სწო­რად ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, აქაც სწო­რად აღიქ­ვამს. ახლა, რა­ტომ არ ვე­ლო­დე­ბი მე მა­გა­ლი­თად: შე­იძ­ლე­ბა ხში­რად მით­ქვამს სა­კუ­თარ თავ­ზე და სხვე­ბიც, ვინც მიც­ნობს, ასე მიც­ნო­ბენ, რომ ოპ­ტი­მის­ტი ვარ. რა­ტომ არის ნაკ­ლე­ბი მო­ლო­დი­ნი პი­რა­დად ჩემი აზ­რით, ეს იქ­ნე­ბა ბოლო ტყვია შან­ტა­ჟის ია­რაღ­ში. შან­ტაჟს რომ აზრი ეკარ­გე­ბა, აქამ­დე რო­გორც ასე­თი, შან­ტა­ჟის ავ­ტო­რი არ მი­დის ხოლ­მე. უფრო ზუს­ტად რომ ვთქვა, იმის იქით ბერ­კე­ტი აღარ არ­სე­ბობს მათი მხრი­დან. თუკი ვინ­მე, ევ­რო­კავ­ში­რის იმ­დენ სა­ხელ­მწი­ფოს ისე მო­მარ­თავს, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე მარ­თლა მი­ვიდ­ნენ, ეს ნიშ­ნავს, რომ და­სა­შან­ტა­ჟე­ბე­ლი სვლა მეტი აღარ არ­სე­ბობს.

ესეც თუ გა­და­ი­ტა­ნა ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ, ბო­ლომ­დე მყა­რად რჩე­ბა თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი ბო­ლომ­დე გა­ნამ­ტკი­ცა, უკვე სა­ვაჭ­რო, სა­ლა­პა­რა­კო, და­სა­შან­ტა­ჟე­ბე­ლი.... ომის და­სა­წყე­ბად იქ­ნე­ბა თუ რა­ღა­ცა სხვა, მათ­თვის ბერ­კე­ტე­ბის მი­სა­ცე­მად, სა­სა­მარ­თლოს გა­და­სა­ცე­მად..."აი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ უნდა იყო­სო, ჩვენ უნდა მოგ­ვცე­თო", პრაქ­ტი­კუ­ლად, ეს არის ხომ მე­სი­ჯი გა­რე­დან - "რომ ბერ­კე­ტი გვქონ­დეს, როცა მოგ­ვინ­დე­ბა, მა­შინ აგატ­რი­ა­ლოთ და ა.შ. ავა­ყი­რა­ოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა".

ამის შემ­დეგ რაღა უნდა ქნან, რით უნდა დაგ­ვე­მუქ­რონ, ახლა ხომ იმუქ­რე­ბი­ან ამით, რით უნდა დაგ­ვე­მუქ­რონ, უბ­რა­ლოდ, ბოლო-ბოლო ატო­მურ ბომბს ხომ არ გვეს­ვრი­ან? მეტი გზა და­სა­შან­ტა­ჟებ­ლად აღარ არის. შან­ტაჟს მა­შინ აქვს აზრი, ვიდ­რე კი­დევ რა­ღაც რჩე­ბა, ბოლო კარ­ტის გად­მოგ­დე­ბას ჩემი აზ­რით, ისი­ნი ასე მარ­ტი­ვად არ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ", - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

ავტორი:

"ამის შემდეგ რაღა უნდა ქნან, რით უნდა დაგვემუქრონ, ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან?" - მდინარაძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე

"ამის შემდეგ რაღა უნდა ქნან, რით უნდა დაგვემუქრონ, ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან?" - მდინარაძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე

ეს [ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება] იქნება ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად "იმედის" ეთერში განაცხადა.

  • კერძოდ, მამუკა მდინარაძემ უპასუხა წამყვანის კითხვას: "თეორიული დაშვება - მიიღო ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილება, გამოიყენა პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტი, ეს ადამიანებში აღქმული იქნება, ეს გასაგებია, რომ დაგვსაჯეს, თუ პირიქით, ამან შეიძლება გამოიწვიოს მწვავე რეაქცია?".

მდინარაძის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქართული საზოგადოების მხრიდან "სწორად იქნება აღქმული" და განმარტა, რატომ აქვს თავად ნაკლები მოლოდინი, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღოს.

"ჯერ ერთი აღქმული იქნება სწორად, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ აქამდე ყველაფერი აღიქვა სწორად ქართულმა საზოგადოებამ, აქაც სწორად აღიქვამს. ახლა, რატომ არ ველოდები მე მაგალითად: შეიძლება ხშირად მითქვამს საკუთარ თავზე და სხვებიც, ვინც მიცნობს, ასე მიცნობენ, რომ ოპტიმისტი ვარ. რატომ არის ნაკლები მოლოდინი პირადად ჩემი აზრით, ეს იქნება ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში. შანტაჟს რომ აზრი ეკარგება, აქამდე როგორც ასეთი, შანტაჟის ავტორი არ მიდის ხოლმე. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, იმის იქით ბერკეტი აღარ არსებობს მათი მხრიდან. თუკი ვინმე, ევროკავშირის იმდენ სახელმწიფოს ისე მომართავს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მართლა მივიდნენ, ეს ნიშნავს, რომ დასაშანტაჟებელი სვლა მეტი აღარ არსებობს.

ესეც თუ გადაიტანა ქართულმა სახელმწიფომ, ბოლომდე მყარად რჩება თავის გადაწყვეტილებებში, სუვერენიტეტი ბოლომდე განამტკიცა, უკვე სავაჭრო, სალაპარაკო, დასაშანტაჟებელი.... ომის დასაწყებად იქნება თუ რაღაცა სხვა, მათთვის ბერკეტების მისაცემად, სასამართლოს გადასაცემად..."აი დამოუკიდებელი არ უნდა იყოსო, ჩვენ უნდა მოგვცეთო", პრაქტიკულად, ეს არის ხომ მესიჯი გარედან - "რომ ბერკეტი გვქონდეს, როცა მოგვინდება, მაშინ აგატრიალოთ და ა.შ. ავაყირაოთ ხელისუფლება".

ამის შემდეგ რაღა უნდა ქნან, რით უნდა დაგვემუქრონ, ახლა ხომ იმუქრებიან ამით, რით უნდა დაგვემუქრონ, უბრალოდ, ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან? მეტი გზა დასაშანტაჟებლად აღარ არის. შანტაჟს მაშინ აქვს აზრი, ვიდრე კიდევ რაღაც რჩება, ბოლო კარტის გადმოგდებას ჩემი აზრით, ისინი ასე მარტივად არ უზრუნველყოფენ", - განაცხადა მდინარაძემ.