პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ ემზადებიან საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად - ჩვენ ვემზადებით, რომ არჩევნებზე დავანგრიოთ "ქართული ოცნება“ - ალეკო ელისაშვილი
"სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ ემზადებიან საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად - ჩვენ ვემზადებით, რომ არჩევნებზე დავანგრიოთ "ქართული ოცნება“ - ალეკო ელისაშვილი

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ემ­ზა­დე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის ერ­თდრო­უ­ლად ჩა­სა­ტა­რებ­ლად, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ძა­ლი­ან სან­დო ინ­ფორ­მა­ცია მაქვს , - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "თა­ვი­სუ­ფა­ლი სტუ­დია“ გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, თუ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­თან ერ­თად და­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცია მზად უნდა იყოს არ­ჩევ­ნე­ბის­თვის.

"ძა­ლი­ან მკა­ფიო პო­ზი­ცია გვაქვს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით - ახლა რაზე უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ?! "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თავს კი იკა­ტუ­ნებს, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად ხვდე­ბი­ან, რომ ამაზ­რზე­ნად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ცალ­კა­რა პარ­ლა­მენ­ტი. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ემ­ზა­დე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის ერ­თდრო­უ­ლად ჩა­სა­ტა­რებ­ლად, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან სან­დო ინ­ფორ­მა­ცია მაქვს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამის­თვის ემ­ზა­დე­ბა და მთე­ლი მათი შტა­ბე­ბი გა­და­სუ­ლია აქ­ტი­ურ სა­არ­ჩევ­ნო სამ­ზა­დის­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, თუ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­თან ერ­თად და­ნიშ­ნეს, მზად არ უნდა ვი­ყოთ? პარ­ტი­ის არსი არის ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სას­ვლე­ლად უნდა ემ­ზა­დე­ბო­დეს.

პირ­ველ რიგ­ში, ვფიქ­რობთ ტყვე­ე­ბი რო­გორ გა­მო­ვიდ­ნენ და მე­ო­რე რიგ­ში, არ­ჩევ­ნებს რომ და­ვა­ნიშ­ვნი­ნებთ, იმ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზად ვი­ყოთ და მო­ვი­გოთ...და­ვა­ნიშ­ვნი­ნოთ არ­ჩევ­ნე­ბი, ჩა­ტარ­დეს მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­მარ­თლი­ა­ნი წე­სე­ბით და და­ვან­გრი­ოთ იმ არ­ჩევ­ნებ­ში”, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, ელი­საშ­ვილ­მა ეუ­თოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ერი­დუნ სი­ნირ­ლი­ოღ­ლუს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტ­ზე და მას­თან მისი კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე ისა­უბ­რა.

რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, გუნ­დის პო­ზი­ცია იყო, რომ ეუ­თოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, მხო­ლოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რებს არ უნდა შეხ­ვედ­რო­და.

"ეუ­თოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი არ არის პა­ტა­რა თა­ნამ­დე­ბო­ბის ადა­მი­ა­ნი და რო­დე­საც აქ ჩა­მო­დის, ისე არ უნდა გვექ­ნა, რომ მისი ვი­ზი­ტი მხო­ლოდ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ შეხ­ვედ­რა ყო­ფი­ლი­ყო, ეს იყო ჩვე­ნი გუნ­დის პო­ზი­ცია. გვინ­დო­და პი­რა­დად გვეთ­ქვა მის­თვის რე­ა­ლო­ბა, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წყა­ლო­ბით.

ეუთო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ჩა­მოს­ვლა, არა­ფერს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ აძ­ლი­ე­რებს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, მაგ­რამ თუ რამე არ მოგ­წონს, ჯო­ბია მიხ­ვი­დე და პი­რა­დად უთხრა და არა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ით ელა­პა­რა­კო. თბი­ლის­ში ეუთო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს ყო­ველ­დღე ვერ შეხ­ვდე­ბი. ჩვენ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, რაც სათ­ქმე­ლი იყო, ყვე­ლა­ფე­რი უთხრეს”, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ასე­ვე, გა­და­ცე­მა­ში, ელი­საშ­ვი­ლი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კი­თხსაც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ცდი­ლობს, წეს­რი­გი და­ამ­ყა­როს თა­ვის გარ­შე­მო და "თა­ვი­სი ხალ­ხი და­ნიშ­ნოს“ .

"კო­ბა­ხი­ძემ დღეს მი­ნის­ტრი შეც­ვა­ლა. ქარ­სე­ლა­ძე კო­რუფ­ცი­ა­ში იყო ჩამ­ხრჩვა­ლი. იმის ნაც­ვლად, რომ ცი­ხე­ში იჯ­დეს და რაც მო­პა­რუ­ლი აქვს უკან და­აბ­რუ­ნე­ბი­ნონ, თვალ­ზე კურ­ცხლით გა­ა­ცი­ლეს.

ლი­ლუ­აშ­ვი­ლი გა­აგ­დეს. ყვე­ლა­ზე ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა იყო სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ნის­ტრი. გა­აგ­დეს იმი­ტომ, რომ ბა­ჩი­აშ­ვი­ლი გა­ე­პა­რა. ყვე­ლა­ზე მე­ტად, ვინც არ უნდა გა­პარ­ვო­დათ, ის გა­ე­პა­რათ. არც გო­მე­ლა­ურს აქვს კარ­გად საქ­მე და არც ლი­ლუ­აშ­ვილს ჰქონ­და.

კო­ბა­ხი­ძე ცდი­ლობს წეს­რი­გი და­ამ­ყა­როს თა­ვის გარ­შე­მო და თა­ვი­სი ხალ­ხი და­ნიშ­ნოს. ფაქ­ტია, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს ჯერ ძვრა ვერ უყო. უშიშ­რო­ე­ბა სა­ერ­თოდ გა­პარ­ტახ­და. შე­იძ­ლე­ბა ასე­თი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და არი­ფი მი­იყ­ვა­ნო?! რა იცის ოხა­ნაშ­ვილ­მა უშიშ­რო­ე­ბის? ვი­თომ, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი რა­ღა­ცას აკე­თებს, ოღონდ ლე­გი­ტი­მა­ცია მი­ე­ნი­ჭოთ, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი რა­ღა­ცაა. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ვინ მი­ნის­ტრი მოხ­სნა და ვინ და­ნიშ­ნა?!. ლი­ლუ­აშ­ვი­ლის მოხ­სნით ძა­ლი­ან ცუდი საქ­მე გა­უ­კე­თეს უშიშ­რო­ე­ბას, ასე თუ ისე გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი კაცი იყო და ისე­თი ქაჯი არ იყო, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნე­ბი. ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, რო­გორც ზარ­ქუ­ე­ბი და სხვა უნა­ხა­ვე­ბი რომ არი­ან, ეგე­თი ტიპი არ იყო“,- გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ ემზადებიან საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად - ჩვენ ვემზადებით, რომ არჩევნებზე დავანგრიოთ "ქართული ოცნება“ - ალეკო ელისაშვილი

"სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ ემზადებიან საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად - ჩვენ ვემზადებით, რომ არჩევნებზე დავანგრიოთ "ქართული ოცნება“ - ალეკო ელისაშვილი

ჩემი ინფორმაციით, "ქართული ოცნება“ ემზადება საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ერთდროულად ჩასატარებლად, ამასთან დაკავშირებით, ძალიან სანდო ინფორმაცია მაქვს , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

  • როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, თუ "ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად დანიშნა, ოპოზიცია მზად უნდა იყოს არჩევნებისთვის.

"ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით - ახლა რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! "ქართული ოცნება“ თავს კი იკატუნებს, მაგრამ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ამაზრზენად გამოიყურება ცალკარა პარლამენტი. ჩემი ინფორმაციით, "ქართული ოცნება“ ემზადება საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ერთდროულად ჩასატარებლად, ამასთან დაკავშირებით ძალიან სანდო ინფორმაცია მაქვს. "ქართული ოცნება“ ამისთვის ემზადება და მთელი მათი შტაბები გადასულია აქტიურ საარჩევნო სამზადისზე. შესაბამისად, თუ საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად დანიშნეს, მზად არ უნდა ვიყოთ? პარტიის არსი არის ის, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად უნდა ემზადებოდეს.

პირველ რიგში, ვფიქრობთ ტყვეები როგორ გამოვიდნენ და მეორე რიგში, არჩევნებს რომ დავანიშვნინებთ, იმ არჩევნებისთვის მზად ვიყოთ და მოვიგოთ...დავანიშვნინოთ არჩევნები, ჩატარდეს მეტ-ნაკლებად სამართლიანი წესებით და დავანგრიოთ იმ არჩევნებში”, - განაცხადა ელისაშვილმა.

გარდა ამისა, ელისაშვილმა ეუთოს გენერალური მდივნის, ერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტზე და მასთან მისი კოალიციის წევრების შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, გუნდის პოზიცია იყო, რომ ეუთოს გენერალური მდივანი, მხოლოდ "ქართული ოცნების“ წევრებს არ უნდა შეხვედროდა.

"ეუთოს გენერალური მდივანი არ არის პატარა თანამდებობის ადამიანი და როდესაც აქ ჩამოდის, ისე არ უნდა გვექნა, რომ მისი ვიზიტი მხოლოდ "ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრა ყოფილიყო, ეს იყო ჩვენი გუნდის პოზიცია. გვინდოდა პირადად გვეთქვა მისთვის რეალობა, რაც ქვეყანაში ხდება ამ ხელისუფლების წყალობით.

ეუთო-ს გენერალური მდივნის ჩამოსვლა, არაფერს განსაკუთრებულად არ აძლიერებს "ქართულ ოცნებას“, მაგრამ თუ რამე არ მოგწონს, ჯობია მიხვიდე და პირადად უთხრა და არა პრესკონფერენციით ელაპარაკო. თბილისში ეუთო-ს გენერალურ მდივანს ყოველდღე ვერ შეხვდები. ჩვენმა წარმომადგენლებმა, რაც სათქმელი იყო, ყველაფერი უთხრეს”, - განაცხადა ელისაშვილმა.

ასევე, გადაცემაში, ელისაშვილი სამთავრობო ცვლილებების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე ცდილობს, წესრიგი დაამყაროს თავის გარშემო და "თავისი ხალხი დანიშნოს“ .

"კობახიძემ დღეს მინისტრი შეცვალა. ქარსელაძე კორუფციაში იყო ჩამხრჩვალი. იმის ნაცვლად, რომ ციხეში იჯდეს და რაც მოპარული აქვს უკან დააბრუნებინონ, თვალზე კურცხლით გააცილეს.

ლილუაშვილი გააგდეს. ყველაზე ხელშეუხებელი თანამდებობა იყო სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი. გააგდეს იმიტომ, რომ ბაჩიაშვილი გაეპარა. ყველაზე მეტად, ვინც არ უნდა გაპარვოდათ, ის გაეპარათ. არც გომელაურს აქვს კარგად საქმე და არც ლილუაშვილს ჰქონდა.

კობახიძე ცდილობს წესრიგი დაამყაროს თავის გარშემო და თავისი ხალხი დანიშნოს. ფაქტია, შინაგან საქმეთა მინისტრს ჯერ ძვრა ვერ უყო. უშიშროება საერთოდ გაპარტახდა. შეიძლება ასეთი არაპროფესიონალი და არიფი მიიყვანო?! რა იცის ოხანაშვილმა უშიშროების? ვითომ, მაკა ბოჭორიშვილი რაღაცას აკეთებს, ოღონდ ლეგიტიმაცია მიენიჭოთ, დაახლოებით ასეთი რაღაცაა. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მინისტრი მოხსნა და ვინ დანიშნა?!. ლილუაშვილის მოხსნით ძალიან ცუდი საქმე გაუკეთეს უშიშროებას, ასე თუ ისე გაწონასწორებული კაცი იყო და ისეთი ქაჯი არ იყო, როგორც დანარჩენები. ლილუაშვილი, როგორც ზარქუები და სხვა უნახავები რომ არიან, ეგეთი ტიპი არ იყო“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.