მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას შეეხებოდა ლევან დავითაშვილის მიერ აშშ-ში გამართული შეხვედრები - ვიცე-პრემიერის კომენტარი
რას შეეხებოდა ლევან დავითაშვილის მიერ აშშ-ში გამართული შეხვედრები - ვიცე-პრემიერის კომენტარი

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში გვქონ­და საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ყვე­ლა ას­პექტს. რა თქმა უნდა, შე­ვე­ხეთ ასე­ვე გა­სულ წლებ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს, რომ­ლე­ბიც ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე, სა­დაც აშშ-ის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ე­ბი სრულ თან­ხვედ­რა­შია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ფი­ნანსთა მი­ნის­ტრთან და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად ვა­შინგტონ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა აღნიშ­ნა, ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი შედ­გა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლი იყო და­ფი­ნან­სე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც, მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში უწყვე­ტად მო­დი­ო­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ფი­ნან­სე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, თუმ­ცა, პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის თქმით, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა ამე­რი­კა­ში ყოფ­ნის დროს ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მჭიდ­რო დი­ა­ლო­გი.

"პა­რა­ლე­ლუ­რად გვაქვს ორ­მხრი­ვი შეხ­ვედ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, კო­ლე­გა უწყე­ბებ­თან, მაგ­რამ ეს შეხ­ვედ­რე­ბი და­ვი­წყეთ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტით იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით გვქონ­დეს საკ­მა­ოდ მკა­ფიო პო­ზი­ცი­ე­ბი - ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბაა სხვა­დას­ხვა სა­ხის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, მათ შო­რის, ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი და მი­ზა­ნია, რომ აა­წყოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა პო­ზი­ტი­ურ დღის წეს­რიგ­ზე და გა­მო­ი­ნა­ხოს ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც ორი­ვე ქვეყ­ნის­თვის იქ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თხელ­საყ­რე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ზუს­ტად ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი უნდა გა­და­ი­თარ­გმნოს შემ­დგომ კონ­კრე­ტულ სა­მოქ­მე­დო გეგ­მებ­ში.

"ამა­ზე იყო სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში, რად­გან ეს არის, ზო­გა­დად, პრე­ზი­დენტ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხედ­ვა და, რა თქმა უნდა, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტიც ამ ხედ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მომ­ხრეა. ძა­ლი­ან ბევრ მი­მარ­თუ­ლე­ბას შე­ვე­ხეთ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში შეხ­ვედ­რის დროს და შემ­დგომ­ში დი­ა­ლო­გი გაგ­რძელ­და უკვე კონ­კრე­ტულ, შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­ში, მათ შო­რის, ეს იყო კო­მერ­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი, სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტი და ა.შ.

გვექ­ნე­ბა ასე­ვე შეხ­ვედ­რე­ბი ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, შემ­დეგ შეხ­ვედ­რებს გა­ვაგ­რძე­ლებთ თეთრ სახ­ლში და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ბევრ წარ­მომ­დგე­ნელ­თან გვექ­ნე­ბა ძა­ლი­ან მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია, ბევრ სა­კითხს დავ­ფა­რავთ", - აღ­ნიშ­ნა პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის თქმით, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ჯერ სამი თვეც არ არის, რაც აშშ-ის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია თეთრ სახ­ლში შე­ვი­და და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი რამ ჯერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­შია, მათ შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო შეხ­ვედ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რას შეეხებოდა ლევან დავითაშვილის მიერ აშშ-ში გამართული შეხვედრები - ვიცე-პრემიერის კომენტარი

რას შეეხებოდა ლევან დავითაშვილის მიერ აშშ-ში გამართული შეხვედრები - ვიცე-პრემიერის კომენტარი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს. რა თქმა უნდა, შევეხეთ ასევე გასულ წლებში არსებულ პრობლემებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობდა, მაგრამ ძირითადი აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის პერსპექტივებზე, სადაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და საქართველოს პოზიციები სრულ თანხვედრაშია, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომელიც ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ვაშინგტონში იმყოფება.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები შედგა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში, სადაც განხილული იყო დაფინანსების პერსპექტივები საქართველოში, რაც, მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში უწყვეტად მოდიოდეს საერთაშორისო დაფინანსებები მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, თუმცა, პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ამის პარალელურად, ასევე საინტერესოა ამერიკაში ყოფნის დროს ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო დიალოგი.

"პარალელურად გვაქვს ორმხრივი შეხვედრები, ძირითადად, კოლეგა უწყებებთან, მაგრამ ეს შეხვედრები დავიწყეთ სახელმწიფო დეპარტამენტით იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით გვქონდეს საკმაოდ მკაფიო პოზიციები - ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა სხვადასხვა სახის თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ინტერესი და მიზანია, რომ ააწყოს თანამშრომლობა პოზიტიურ დღის წესრიგზე და გამოინახოს ისეთი მიმართულებები, სადაც ორივე ქვეყნისთვის იქნება ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა. მინისტრის განცხადებით, ზუსტად ეს მიმართულებები უნდა გადაითარგმნოს შემდგომ კონკრეტულ სამოქმედო გეგმებში.

"ამაზე იყო სრული მხარდაჭერა, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტში, რადგან ეს არის, ზოგადად, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ხედვა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტიც ამ ხედვის განხორციელების მომხრეა. ძალიან ბევრ მიმართულებას შევეხეთ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის დროს და შემდგომში დიალოგი გაგრძელდა უკვე კონკრეტულ, შესაბამის უწყებებში, მათ შორის, ეს იყო კომერციის დეპარტამენტი, სახაზინო დეპარტამენტი და ა.შ.

გვექნება ასევე შეხვედრები ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან, შემდეგ შეხვედრებს გავაგრძელებთ თეთრ სახლში და ადმინისტრაციის ბევრ წარმომდგენელთან გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, ბევრ საკითხს დავფარავთ", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დავითაშვილის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯერ სამი თვეც არ არის, რაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თეთრ სახლში შევიდა და აქედან გამომდინარე, ბევრი რამ ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, მათ შორის, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, რაც აღნიშნული იყო შეხვედრების ყველა ეტაპზე.