Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი, ამ რადიკალებთან შეხვედრას რამდენად აქვს აზრი" - კალაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრაზე
"არ ვიცი, ამ რადიკალებთან შეხვედრას რამდენად აქვს აზრი" - კალაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრაზე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეუთო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ფე­რი­დუნ სი­ნირ­ლი­ოღ­ლუს მიერ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვის აზრს ვერ ხე­დავს.

  • მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი იმ გან­ცხა­დე­ბებს აჟ­ღე­რე­ბენ, რა­საც გა­რე­დან და­ა­ვა­ლე­ბენ.

"არ ვიცი, ამ რა­დი­კა­ლებ­თან შეხ­ვედ­რას რამ­დე­ნად აქვს აზრი, თუმ­ცა ეს მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ პრო­ცეს­ში იმარ­თე­ბა და მიმ­დი­ნა­რე­ობს. მა­გა­ლი­თად: ვიცე-პრე­მი­ე­რი, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ეუთო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ფე­რი­დუნ სი­ნირ­ლი­ოღ­ლუ სა­ქარ­თვე­ლო­შია ჩა­მო­სუ­ლი. ის გუ­შინ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შეხ­ვდა და ასე­ვე, სხვა­დას­ხვა ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბი იმარ­თე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ას, ისი­ნი სა­ერ­თოდ არ აღი­ა­რე­ბენ, თუნ­დაც ეუთო/ოდი­რის დას­კვნა გა­ვიხ­სე­ნოთ და ასე­ვე, ის გან­ცხა­დე­ბე­ბიც გა­ვიხ­სე­ნოთ, რაც ამ დას­კვნის მი­მართ კეთ­დე­ბო­და. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ ეს არის რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მელ­თაც თა­ვი­ან­თი ხედ­ვა არ გა­აჩ­ნი­ათ. გა­რე­დან ეტყვი­ან, რომ ასე უნდა გა­ა­კე­თონ და აკე­თე­ბენ. ეტყვი­ან: „გა­აჟ­ღე­რეთ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ იღებთ”, მერე ისი­ნი ამას აჟ­ღე­რე­ბენ. შემ­დეგ გა­რე­დან ეტყვი­ან, რომ [არ­ჩევ­ნებ­ში] მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ი­ღოთ, ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ. მათ სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ. ჯერ ერ­თმა­ნეთს ლან­ძღავ­დნენ - ერ­თმა­ნეთს დე­დას აგი­ნებ­დნენ, მერე უცებ ერ­თი­ან­დე­ბი­ან. არა­ნა­ი­რი პრინ­ცი­პე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ, ეს კი­დევ ერთი მა­ნიშ­ნე­ბე­ლია იმი­სა, რომ ისი­ნი იმარ­თე­ბი­ან გა­რე­დან, მათ თა­ვი­ან­თი პატ­რო­ნე­ბი ჰყავთ. რო­დე­საც შენ ხარ აგენ­ტი, კი­თხვის დას­მის უფ­ლე­ბაც არ გაქვს, რა­საც ეტყვი­ან, იმას აკე­თე­ბენ”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, კა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, არა­ნა­ირ ოპო­ზი­ცი­უ­რი პლატ­ფორ­მე­ბის და ფან­ჩა­ტუ­რე­ბის შექ­მნას აზრი არ აქვს, რად­გან მისი შე­ფა­სე­ბით, რო­დე­საც “პირი სამ­შობ­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­დის, მას ვე­რა­ნა­ი­რი პლატ­ფორ­მა ვერ უშ­ვე­ლის”.

“არა­ნა­ირ პლატ­ფორ­მებს აზრი არ აქვს. ჩვენ ხომ ნა­ნა­ხი გვაქვს ასე­თი პლატფ­რო­მე­ბიც, ფან­ჩა­ტუ­რე­ბიც. გა­ვიხ­სე­ნოთ “შა­ლი­კოს ფან­ჩა­ტუ­რი” და სხვე­ბი, არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს. შენ რო­დე­საც აგენ­ტი ხარ და შენი ქმე­დე­ბე­ბით მი­დი­ხარ ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, სამ­შობ­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, რა თქმა უნდა, ვე­რა­ნა­ი­რი პლატ­ფორ­მა ვერ გიშ­ვე­ლის. რა­დი­კა­ლიზ­მი და მარ­გი­ნა­ლე­ბი ყო­ველ­თვის და­მარ­ცხდე­ბი­ან და მარ­ცხის­თვის გან­წი­რუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ეუთო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან, ფე­რი­დუნ სი­ნირ­ლი­ოღ­ლუს­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს.

შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და კო­ა­ლი­ცია „ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტი­ას - „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ეუთო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან შეხ­ვედ­რა დღეს უკვე გა­მარ­თეს, ხოლო ეუთო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან შეხ­ვედ­რას არ აპი­რე­ბენ „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"არ ვიცი, ამ რადიკალებთან შეხვედრას რამდენად აქვს აზრი" - კალაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრაზე

"არ ვიცი, ამ რადიკალებთან შეხვედრას რამდენად აქვს აზრი" - კალაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრაზე

"ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს მიერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის გამართვის აზრს ვერ ხედავს.

  • მისივე თქმით, ოპოზიური პარტიები იმ განცხადებებს აჟღერებენ, რასაც გარედან დაავალებენ.

"არ ვიცი, ამ რადიკალებთან შეხვედრას რამდენად აქვს აზრი, თუმცა ეს მაღალი დონის შეხვედრები ჩვეულებრივ პროცესში იმართება და მიმდინარეობს. მაგალითად: ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ეუთო-ს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოშია ჩამოსული. ის გუშინ პრემიერ-მინისტრს შეხვდა და ასევე, სხვადასხვა ტიპის შეხვედრები იმართება.

რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი საერთოდ არ აღიარებენ, თუნდაც ეუთო/ოდირის დასკვნა გავიხსენოთ და ასევე, ის განცხადებებიც გავიხსენოთ, რაც ამ დასკვნის მიმართ კეთდებოდა. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელთაც თავიანთი ხედვა არ გააჩნიათ. გარედან ეტყვიან, რომ ასე უნდა გააკეთონ და აკეთებენ. ეტყვიან: „გააჟღერეთ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებთ”, მერე ისინი ამას აჟღერებენ. შემდეგ გარედან ეტყვიან, რომ [არჩევნებში] მონაწილეობა უნდა მიიღოთ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ. მათ საკუთარი პრინციპები არ გააჩნიათ. ჯერ ერთმანეთს ლანძღავდნენ - ერთმანეთს დედას აგინებდნენ, მერე უცებ ერთიანდებიან. არანაირი პრინციპები არ გააჩნიათ, ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ისინი იმართებიან გარედან, მათ თავიანთი პატრონები ჰყავთ. როდესაც შენ ხარ აგენტი, კითხვის დასმის უფლებაც არ გაქვს, რასაც ეტყვიან, იმას აკეთებენ”, - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძის განმარტებით, არანაირ ოპოზიციური პლატფორმების და ფანჩატურების შექმნას აზრი არ აქვს, რადგან მისი შეფასებით, როდესაც “პირი სამშობლოს წინააღმდეგ მიდის, მას ვერანაირი პლატფორმა ვერ უშველის”.

“არანაირ პლატფორმებს აზრი არ აქვს. ჩვენ ხომ ნანახი გვაქვს ასეთი პლატფრომებიც, ფანჩატურებიც. გავიხსენოთ “შალიკოს ფანჩატური” და სხვები, არანაირი აზრი არ აქვს. შენ როდესაც აგენტი ხარ და შენი ქმედებებით მიდიხარ ქვეყნის წინააღმდეგ, სამშობლოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ვერანაირი პლატფორმა ვერ გიშველის. რადიკალიზმი და მარგინალები ყოველთვის დამარცხდებიან და მარცხისთვის განწირულები იქნებიან”, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

რაც შეეხება პარტიას - „გახარია საქართველოსთვის“, არსებული ინფორმაციით, მისმა წარმომადგენლებმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა დღეს უკვე გამართეს, ხოლო ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას არ აპირებენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები