საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ემპი დეველოპმენტმა", თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის ხელშეწყობით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 17.7 მლნ დოლარის ობლიგაციები განათავსა
"ემპი დეველოპმენტმა", თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის ხელშეწყობით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 17.7 მლნ დოლარის ობლიგაციები განათავსა

კომ­პა­ნია „ემპი დე­ვე­ლოპ­მენ­ტმა“, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­ა­გენ­ტოს „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის და გალტ ენდ თა­გარ­ტის მხარ­და­ჭე­რით, 17.7 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის 2-წლი­ა­ნი, არა­სუ­ბორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და არა­უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი გა­მო­უშ­ვა, რო­მელ­თა დაშ­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე იგეგ­მე­ბა.

ემი­სია სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის ბა­ზარ­ზე 2025 წლის პირ­ვე­ლი ტრან­ზაქ­ცი­აა. ტრან­ზაქ­ცია ჯა­მუ­რი 24 მი­ლი­ო­ნი ევ­როს მულ­ტი­სა­ვა­ლუ­ტო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის პროგ­რა­მის მე­სა­მე და ბოლო ტრან­შია, რომ­ლი­თაც 2024 წლის ივ­ლის­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა. მო­ზი­დუ­ლი სახ­სრე­ბის ნა­წილს კომ­პა­ნია არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის რე­ფი­ნან­სი­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს, ნა­წილს კი სა­მო­მავ­ლო პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის, კონ­კრე­ტუ­ლად კი ახა­ლი ობი­ექ­ტე­ბის შე­ძე­ნის­თვის.

2024 წელს კომ­პა­ნი­ამ 5 მლნ დო­ლა­რი­სა და 3 მლნ ევ­როს ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი გა­ნა­თავ­სა, რო­მელ­თა საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი 8.75%-ითა და 7.75%-ით გა­ნი­სა­ზღვრა. 2025 წლის ემი­სი­ის გა­ნაკ­ვე­თი კი, ინ­ვეს­ტორ­თა დიდი მო­თხოვ­ნის შე­დე­გად, 8.5%-ით გა­ნი­სა­ზღვრა.

ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი გან­კუთ­ვნი­ლი იყო რო­გორც იუ­რი­დი­უ­ლი, ასე­ვე რე­ზი­დენ­ტი და არა­რე­ზი­დენ­ტი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სათ­ვის.

„მად­ლო­ბას ვუხ­დით თი­ბი­სი კა­პი­ტალს, გალტ ენდ თა­გარტს და აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბა­ში მხარ­და­ჭე­რის­თვის. ჩვენ­თვის სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ისე­ვე რო­გორც წინა გა­მოშ­ვე­ბა­ზე, ახ­ლაც მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი იყო ინ­ვეს­ტო­რე­ბის მხრი­დან. შე­სა­ბა­მი­სად მო­თხოვ­ნაც იმა­ზე მე­ტია ვიდ­რე ჩვენს მიერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი. ეს გა­სა­გე­ბიც არის ვი­ნა­ი­დან „ემპი დე­ვე­ლოპ­მენ­ტი“ 13 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე და სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი კომ­პა­ნი­აა, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გე­ბიც ხელ­შე­სა­ხე­ბია წლი­დან წლამ­დე, რაც წინა გა­მოშ­ვე­ბი­დან დღემ­დე უკვე და­ი­ნა­ხეს არ­სე­ბულ­მა ობ­ლი­გა­ცი­ო­ნე­რებ­მა და შე­სა­ბა­მი­სად მათ­მა ნა­წილ­მა ამ ემი­სი­ა­ზეც შე­ი­ძი­ნა ჩვე­ნი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი.“ - პა­პუ­ნა კა­ცი­ტა­ძე "ემპი დე­ვე­ლოპ­მენ­ტის“ დი­რექ­ტო­რი.

„მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ „ემპი დე­ვე­ლოპ­მენ­ტის“ კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ფი­ნა­ლუ­რი ტრან­ში ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რით გან­თავ­სდა და მულ­ტი­სა­ვა­ლუ­ტო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბით და­ი­ხუ­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ობ­ლი­გა­ცი­ებ­ზე ინ­ვეს­ტო­რე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სის შე­დე­გად, ბოლო ემი­სი­ის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი გა­უმ­ჯო­ბეს­და. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მულ­ტი­სა­ვა­ლუ­ტო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, რე­ზი­დენტ და არა­რე­ზი­დენტ ფი­ზი­კურ პი­რებს და­ბან­დე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ და სხვა­დას­ხვა ვა­ლუ­ტა­ში დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ვე­ცით”, - ოთარ შა­რი­ქა­ძე, თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის დი­რექ­ტო­რი.

„გალტ ენდ თა­გარ­ტის გუნ­დის­თვის სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ „ემპი დე­ვე­ლოპ­მენტს“ მხარს ვუ­ჭერთ მულ­ტი­სა­ვა­ლუ­ტო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის პროგ­რა­მის ბოლო ტრან­შის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრან­ზაქ­ცია 2025 წელს პირ­ვე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის­თვის და მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ გვქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ამ პრო­ცეს­ში ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვე­ტა­ნა. გალტ ენდ თა­გარ­ტის გუნ­დი გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას, კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის და­ფი­ნან­სე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბულ წყა­რო­ებ­ზე წვდო­მის გა­მარ­ტი­ვე­ბას და ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას“, — გი­ორ­გი კუპ­რაშ­ვი­ლი, გალტ ენდ თა­გარ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

“სა­ა­გენ­ტო „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის სტრუქ­ტუ­რულ რე­ფორ­მა­ში, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ბა­ზარ­ზე ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის სა­ხე­ო­ბის, რა­ო­დე­ნო­ბი­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდას. ასე­ვე, ად­გი­ლობ­რი­ვი კა­პი­ტა­ლის ბა­ზარ­ზე ინ­ვეს­ტორ­თა ბა­ზის გან­ვი­თა­რე­ბას.

კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის მხარ­და­ჭე­რის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა 2024 წლის აპ­რი­ლი­დან ამოქ­მედ­და და მან უკვე დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია კომ­პა­ნი­ებ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პროგ­რა­მის პირ­ველ­მა ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა, „ემპი დე­ვე­ლოპ­მენ­ტმა“, უკვე მე­სა­მე ტრან­ში გა­ნა­თავ­სა. პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს - ამ მდგო­მა­რე­ო­ბით შე­მო­სუ­ლია 16 კომ­პა­ნი­ის 20 გა­ნა­ცხა­დი და მხარ­და­ჭე­რი­ლია 6 კომ­პა­ნი­ის მიერ გან­თავ­სე­ბუ­ლი 8 ემი­სია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ემი­სი­ე­ბით სა­ფონ­დო ბა­ზარ­ზე 241 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე და­მა­ტე­ბი­თი სა­ინ­ვეს­ტი­ციო რე­სურ­სი იქნა მო­ზი­დუ­ლი .“ - ირაკ­ლი გაბ­რი­ა­ძე, სა­ა­გენ­ტო „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

„ემპი დე­ვე­ლოპ­მენ­ტი“ ფლობს და მარ­თავს დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ქო­ნე­ბის პორ­ტფელს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დიდ ქა­ლა­ქებ­ში 13 სა­ვაჭ­რო ცენ­ტრსა და 4 ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურს აერ­თი­ა­ნებს. ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბით მო­ზი­დუ­ლი სახ­სრე­ბის ნა­წი­ლით, კომ­პა­ნია თბი­ლის­ში სა­ინ­ვეს­ტი­ციო ქო­ნე­ბის შე­ძე­ნას გეგ­მავს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ემპი დეველოპმენტმა", თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის ხელშეწყობით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 17.7 მლნ დოლარის ობლიგაციები განათავსა

"ემპი დეველოპმენტმა", თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის ხელშეწყობით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 17.7 მლნ დოლარის ობლიგაციები განათავსა

კომპანია „ემპი დეველოპმენტმა“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის მხარდაჭერით, 17.7 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი, არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

ემისია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე 2025 წლის პირველი ტრანზაქციაა. ტრანზაქცია ჯამური 24 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის მესამე და ბოლო ტრანშია, რომლითაც 2024 წლის ივლისში გამოცხადებული პროგრამა წარმატებით დაასრულა. მოზიდული სახსრების ნაწილს კომპანია არსებული ფინანსური ვალდებულებების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს, ნაწილს კი სამომავლო პროექტების დაფინანსებისთვის, კონკრეტულად კი ახალი ობიექტების შეძენისთვის.

2024 წელს კომპანიამ 5 მლნ დოლარისა და 3 მლნ ევროს ობლიგაციები განათავსა, რომელთა საპროცენტო განაკვეთები 8.75%-ითა და 7.75%-ით განისაზღვრა. 2025 წლის ემისიის განაკვეთი კი, ინვესტორთა დიდი მოთხოვნის შედეგად, 8.5%-ით განისაზღვრა.

ფასიანი ქაღალდები განკუთვნილი იყო როგორც იურიდიული, ასევე რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის.

„მადლობას ვუხდით თიბისი კაპიტალს, გალტ ენდ თაგარტს და აწარმოე საქართველოს ობლიგაციების გამოშვებაში მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ისევე როგორც წინა გამოშვებაზე, ახლაც მაღალი ინტერესი იყო ინვესტორების მხრიდან. შესაბამისად მოთხოვნაც იმაზე მეტია ვიდრე ჩვენს მიერ გამოშვებული ობლიგაციები. ეს გასაგებიც არის ვინაიდან „ემპი დეველოპმენტი“ 13 წლიანი ისტორიის მქონე და სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომლის განვითარების შედეგებიც ხელშესახებია წლიდან წლამდე, რაც წინა გამოშვებიდან დღემდე უკვე დაინახეს არსებულმა ობლიგაციონერებმა და შესაბამისად მათმა ნაწილმა ამ ემისიაზეც შეიძინა ჩვენი ობლიგაციები.“ - პაპუნა კაციტაძე ,,ემპი დეველოპმენტის“ დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ „ემპი დეველოპმენტის“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ობლიგაციების ფინალური ტრანში ჩვენი მხარდაჭერით განთავსდა და მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დაიხურა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე ინვესტორების დიდი ინტერესის შედეგად, ბოლო ემისიის საპროცენტო განაკვეთი გაუმჯობესდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს დაბანდების ალტერნატიულ და სხვადასხვა ვალუტაში დივერსიფიცირების შესაძლებლობა მივეცით”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„გალტ ენდ თაგარტის გუნდისთვის სასიხარულოა, რომ „ემპი დეველოპმენტს“ მხარს ვუჭერთ მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ბოლო ტრანშის წარმატებით განხორციელებაში. აღნიშნული ტრანზაქცია 2025 წელს პირველია საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის და მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ამ პროცესში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. გალტ ენდ თაგარტის გუნდი განაგრძობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის განვითარებას, კომპანიებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე წვდომის გამარტივებას და ინვესტორებისთვის საინტერესო შესაძლებლობების გაზიარებას“, — გიორგი კუპრაშვილი, გალტ ენდ თაგარტის გენერალური დირექტორი.

“სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად ჩაერთო კაპიტალის ბაზრის სტრუქტურულ რეფორმაში, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სახეობის, რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე, ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ბაზის განვითარებას.

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მან უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია კომპანიებში. აღსანიშნავია, რომ პროგრამის პირველმა ბენეფიციარმა, „ემპი დეველოპმენტმა“, უკვე მესამე ტრანში განათავსა. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს - ამ მდგომარეობით შემოსულია 16 კომპანიის 20 განაცხადი და მხარდაჭერილია 6 კომპანიის მიერ განთავსებული 8 ემისია. აღნიშნული ემისიებით საფონდო ბაზარზე 241 მილიონ ლარამდე დამატებითი საინვესტიციო რესურსი იქნა მოზიდული .“ - ირაკლი გაბრიაძე, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე.

„ემპი დეველოპმენტი“ ფლობს და მართავს დივერსიფიცირებული საინვესტიციო ქონების პორტფელს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში 13 სავაჭრო ცენტრსა და 4 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს. ობლიგაციების გამოშვებით მოზიდული სახსრების ნაწილით, კომპანია თბილისში საინვესტიციო ქონების შეძენას გეგმავს.

R