მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"12 საათი უწყვეტად მატარა მილანიდან-ბუდაპეშტისკენ..." - ალექსანდრა პაიჭაძე წერს, რომ დავით კოდუამ უნგრეთში ფერარით ჩაიყვანა, სადაც ერეკლე კოდუას მეუღლეს შეხვდა
"12 საათი უწყვეტად მატარა მილანიდან-ბუდაპეშტისკენ..." - ალექსანდრა პაიჭაძე წერს, რომ დავით კოდუამ უნგრეთში ფერარით ჩაიყვანა, სადაც ერეკლე კოდუას მეუღლეს შეხვდა

12 სა­ა­თი გზა­ში მი­ლა­ნი­დან-ბუ­და­პეშ­ტში წი­თე­ლი ფერ­ა­რით - ეს ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძის გუ­შინ­დე­ლი მარ­შრუ­ტია, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის გა­საც­ნო­ბად გა­ი­ა­რა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა მო­დის დე­და­ქა­ლაქ მი­ლან­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ო­ცე­ბას არ წყვეტს და ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში რჩე­ბა.

მო­დელს მი­ლან­ში ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ დათო კო­დუ­ამ წი­თე­ლი ფერ­ა­რით მი­ა­კი­თხა და წყვილ­მა ერ­თად 12 სა­ა­თი იმ­გზავ­რა უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლა­ქამ­დე.

"მე, როცა 12 სა­ა­თი უწყვე­ტად მა­ტა­რა მი­ლა­ნი­დან-ბუ­და­პეშ­ტის­კენ... სამ­ჯერ პო­ლი­ცი­ას და სამ­ჯერ Pitstop-ს თუ არ ჩავ­თვლით. თვი­თონ ბედ­ნი­ე­რია, გიჟი, 12 სა­ა­თი გზა­ში,“ - წერს ალექ­სან­დრა კო­დუ­ა­ზე.

ბუ­და­პეშ­ტში ჩა­სულ­მა პა­ი­ჭა­ძე რამ­დე­ნი ფოტო და ვი­დეო ერეკ­ლე კო­დუ­ას მე­უღ­ლეს­თან, კა­ტა­ლი­ნა დი­დას­თან ერ­თად გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას ყო­ფი­ლი და ახ­ლან­დე­ლი რძლე­ბი, ღია კა­ფე­ში ჩი­ლიმს ეწე­ვი­ან. კო­მენ­ტა­რებ­ში დას­მულ კი­თხვა­ზე, არი­ან თუ არა ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის რძლე­ბი, ალექ­სან­დრა გა­მომ­წერს უპა­სუ­ხა, რომ - არა. შე­გახ­სე­ნებთ, ცოტა ხნის წინ, ambebi.ge-სთან კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ დათო კო­დუ­ას და­შორ­და.

"კო­დუ­ას ან­გე­ლო­ზე­ბი“ , - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში ალექ­სან­დრას გა­მომ­წე­რე­ბი.

კა­ტა­ლი­ნა დიდა, კო­დუ­ე­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოჯა­ხის ერთ-ერთი რძა­ლია. ის ერეკ­ლე კო­დუ­ას მე­სა­მე ცო­ლია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მთავ­რო­ბის ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა, "ოც­ნე­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. მას და­უს­წრებ­ლად აქვს მის­ჯი­ლი 9 წელი ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის საქ­მე­ზე და ორი წელი 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია “იმედ­ში” უკა­ნო­ნოდ შეჭ­რის და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დარ­ბე­ვის ფაქ­ტზე. კო­დუ­ას მე­ო­რე მე­უღ­ლე ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი გახ­ლდათ, თუმ­ცა მისი სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წელ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვი­ლი და­შორ­და. 2016 წელს კო­დუა უკ­რა­ი­ნელ კა­ტა­ლი­ნა დი­დას­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. წყვი­ლი წლე­ბია, რაც ბუ­და­პეშ­ტში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ისი­ნი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა, ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძეს, მისი და დათო კო­დუ­ას "ლავ­სთო­რის" შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი, როცა ალექ­სან­დრამ სა­ჯა­როდ თქვა, რომ ბიზ­ნეს­მე­ნის­გან შვილს ელო­დე­ბო­და და მათ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­დათ. წყვილს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. მშო­ბი­ა­რო­ბას თა­ვად კო­დუ­აც და­ეს­წრო.

გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, მო­დელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ და­თოს და­შორ­და, თუმ­ცა წყვი­ლი მას შემ­დეგ არა­ერ­თხელ გა­მოჩ­ნდა ერ­თად. ამ­ბობ­დნენ, რომ კო­დუა-პა­ი­ჭა­ძის წყვი­ლის და­შო­რე­ბა, ალექ­სან­დრა­სა და ნაკ­რე­ბის მე­კა­რის გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო რო­მან­მა გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა, ამის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი კი­დევ ერთხელ გა­ფან­ტა მო­დელ­მა, რო­დე­საც ერთი კვი­რის წინ მი­ლა­ნი­დან მოგ­ვწე­რა:

"არა, არა­ფერ შუ­ა­შია და­თოს­თან და­შო­რე­ბა მო­გო­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან. სა­ერ­თო ნული კავ­ში­რია "მა­მარ­დას­თან".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"12 საათი უწყვეტად მატარა მილანიდან-ბუდაპეშტისკენ..." - ალექსანდრა პაიჭაძე წერს, რომ დავით კოდუამ უნგრეთში ფერარით ჩაიყვანა, სადაც ერეკლე კოდუას მეუღლეს შეხვდა

"12 საათი უწყვეტად მატარა მილანიდან-ბუდაპეშტისკენ..." - ალექსანდრა პაიჭაძე წერს, რომ დავით კოდუამ უნგრეთში ფერარით ჩაიყვანა, სადაც ერეკლე კოდუას მეუღლეს შეხვდა

12 საათი გზაში მილანიდან-ბუდაპეშტში წითელი ფერარით - ეს ალექსანდრა პაიჭაძის გუშინდელი მარშრუტია, რომელიც ყოფილი მეუღლის ნათესავების გასაცნობად გაიარა.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრა პაიჭაძე უკვე რამდენიმე თვეა მოდის დედაქალაქ მილანში გადავიდა საცხოვრებლად, საზოგადოების გაოცებას არ წყვეტს და ქართული მედიის ყურადღების ცენტრში რჩება.

მოდელს მილანში ყოფილმა მეუღლემ დათო კოდუამ წითელი ფერარით მიაკითხა და წყვილმა ერთად 12 საათი იმგზავრა უნგრეთის დედაქალაქამდე.

"მე, როცა 12 საათი უწყვეტად მატარა მილანიდან-ბუდაპეშტისკენ... სამჯერ პოლიციას და სამჯერ Pitstop-ს თუ არ ჩავთვლით. თვითონ ბედნიერია, გიჟი, 12 საათი გზაში,“ - წერს ალექსანდრა კოდუაზე.

ბუდაპეშტში ჩასულმა პაიჭაძე რამდენი ფოტო და ვიდეო ერეკლე კოდუას მეუღლესთან, კატალინა დიდასთან ერთად გამოაქვეყნა. ლაურა ღაჭავას ყოფილი და ახლანდელი რძლები, ღია კაფეში ჩილიმს ეწევიან. კომენტარებში დასმულ კითხვაზე, არიან თუ არა ისინი ერთმანეთის რძლები, ალექსანდრა გამომწერს უპასუხა, რომ - არა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ambebi.ge-სთან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დათო კოდუას დაშორდა.

"კოდუას ანგელოზები“ , - წერენ კომენტარებში ალექსანდრას გამომწერები.

კატალინა დიდა, კოდუების მრავალრიცხოვანი ოჯახის ერთ-ერთი რძალია. ის ერეკლე კოდუას მესამე ცოლია. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალების" მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, "ოცნების" მოსვლის შემდეგ საქართველო დატოვა. მას დაუსწრებლად აქვს მისჯილი 9 წელი ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე და ორი წელი 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე. კოდუას მეორე მეუღლე ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გახლდათ, თუმცა მისი საქართველოდან წასვლის შემდეგ, რამდენიმე წელში ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაშორდა. 2016 წელს კოდუა უკრაინელ კატალინა დიდასთან ერთად გამოჩნდა. წყვილი წლებია, რაც ბუდაპეშტში ცხოვრობს, თუმცა ისინი ბევრს მოგზაურობენ.

რაც შეეხება, ალექსანდრა პაიჭაძეს, მისი და დათო კოდუას "ლავსთორის" შესახებ რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი, როცა ალექსანდრამ საჯაროდ თქვა, რომ ბიზნესმენისგან შვილს ელოდებოდა და მათ დიდი სიყვარული აკავშირებდათ. წყვილს გოგონა შეეძინა. მშობიარობას თავად კოდუაც დაესწრო.

გასული წლის შემოდგომაზე, მოდელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დათოს დაშორდა, თუმცა წყვილი მას შემდეგ არაერთხელ გამოჩნდა ერთად. ამბობდნენ, რომ კოდუა-პაიჭაძის წყვილის დაშორება, ალექსანდრასა და ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესაძლო რომანმა გამოიწვია, თუმცა, ამის შესახებ ჭორები კიდევ ერთხელ გაფანტა მოდელმა, როდესაც ერთი კვირის წინ მილანიდან მოგვწერა:

"არა, არაფერ შუაშია დათოსთან დაშორება მოგონილ ინფორმაციასთან. საერთო ნული კავშირია "მამარდასთან".

წაიკითხეთ ასევე: