Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოსდის 70 წლის ადამიანს კოსმოსში 220 დღის გატარების შემდეგ? - NASA-ს უხუცესი მოქმედი ასტრონავტი დედამიწაზე დაბრუნდა (ფოტოები)
რა მოსდის 70 წლის ადამიანს კოსმოსში 220 დღის გატარების შემდეგ? - NASA-ს უხუცესი მოქმედი ასტრონავტი დედამიწაზე დაბრუნდა (ფოტოები)

სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე (ISS) 220 დღის გა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, დონ პე­ტი­ტი, NASA-ს უხუ­ცე­სი მოქ­მე­დი ას­ტრო­ნავ­ტი, სა­ბო­ლო­ოდ დე­და­მი­წა­ზე დაბ­რუნ­და.

  • პე­ტიტ­მა 70 წლის იუ­ბი­ლე კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დით დე­და­მი­წის­კენ სწრა­ფი მოძ­რა­ო­ბით აღ­ნიშ­ნა, რი­თაც 7-თვი­ა­ნი მი­სია და­ას­რუ­ლა.

ას­ტრო­ნავ­ტი და ორი რუსი კოს­მო­ნავ­ტი კაფ­სუ­ლა Soyuz-ით კვი­რას ყა­ზა­ხეთ­ში და­ეშ­ვნენ. დაშ­ვე­ბა პე­ტი­ტის სა­ი­უ­ბი­ლეო და­ბა­დე­ბის დღეს და­ემ­თხვა.

და­ა­დას­ტუ­რა რა წარ­მა­ტე­ბუ­ლი დაშ­ვე­ბა, NASA-მ X-ზე და­წე­რა: “სახ­ლი, ტკბი­ლი ჰი­უს­ტო­ნი. ნა­სას ას­ტრო­ნავ­ტი, დონ პე­ტი­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რად სახ­ლში დაბ­რუნ­და, კოს­მო­სურ სად­გურ­ზე მისი მე­ო­თხე კოს­მო­სუ­რი ფრე­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ. მან კოს­მოს­ში ჯამ­ში 590 დღე გა­ა­ტა­რა. ეს იდე­ა­ლუ­რი მი­სი­აა”.

პე­ტიტ­მა და ეკი­პა­ჟის სხვა წევ­რებ­მა 3,520-ჯერ შე­მო­უ­ა­რეს დე­და­მი­წას და მათი მი­სი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში 93.3 მი­ლი­ონ მი­ლი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა და­ას­რუ­ლეს.

რო­გორც ჩანს, ბოლო პე­რი­ოდ­მა პე­ტი­ტის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, რად­გან ას­ტრო­ნავ­ტი შე­სამ­ჩნე­ვად უფრო გამ­ხდა­რი და სუს­ტი ჩან­და, ვიდ­რე დე­და­მი­წის და­ტო­ვე­ბი­სას.

X-ზე ას­ტრო­ნომ­მა ჯო­ნა­თან მაკ­და­უ­ელ­მა პე­ტი­ტის გამო შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა და და­წე­რა, რომ ის “არც თუ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა”.

"შე­სა­ნიშ­ნა­ვი დონ პე­ტი­ტი, რო­მელ­საც დღეს 70 წელი შე­უს­რულ­და, კაფ­სუ­ლი­დან ამოყ­ვა­ნი­სას მთლად კარ­გად არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და - იმე­დია, სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რია, მაგ­რამ მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი ნე­ბის­მი­ერ გა­ნახ­ლე­ბას მისი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ”, - აღ­ნიშ­ნა მან.

  • თა­ვი­სი 29-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, პე­ტიტ­მა ორ­ბი­ტა­ზე 18 თვე­ზე მეტი გა­ა­ტა­რა, უკა­ნას­კნე­ლი კოს­მო­სუ­რი ფრე­ნა კი მის­თვის მე­ო­თხე იყო. თუმ­ცა, ის არ არის უხუ­ცე­სი ადა­მი­ა­ნი, ვინც ოდეს­მე ორ­ბი­ტა­ზე გაფ­რე­ნი­ლა - ჯონ გლე­ნი, რო­მე­ლიც 2016 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, NASA-ს მი­სი­ით კოს­მოს­ში 1998 წელს გაფ­რინ­და, რო­დე­საც ის 77 წლის იყო.

NASA ამ­ტკი­ცებს, რომ პე­ტი­ტი კარ­გად არის.

“დაშ­ვე­ბის ად­გილ­ზე მყო­ფი NASA-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ის კარ­გად არის და იმის შე­სა­ფე­რი­სად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც დე­და­მი­წა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი" - და­წე­რა NASA-მ.

NASA-ს გან­ცხა­დე­ბით, ISS-ზე ყოფ­ნის დროს, ას­ტრო­ნავ­ტებ­მა კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს ისეთ სფე­რო­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა წყლის სა­ნი­ტა­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია, მცე­ნა­რე­თა ზრდა სხვა­დას­ხვა პი­რო­ბებ­ში და ცე­ცხლის ქცე­ვა მიკ­როგ­რა­ვი­ტა­ცი­ა­ში.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, მათ კოს­მოს­ში 286 დღე გა­ა­ტა­რეს - 278 დღით მეტი, ვიდ­რე თავ­და­პირ­ვე­ლად გეგ­მავ­დნენ.

თავ­და­პირ­ვე­ლად შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ით­ქვა მათი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ, რად­გან მიკ­როგ­რა­ვი­ტა­ცი­ა­ში ყოფ­ნის დროს ას­ტრო­ნავ­ტე­ბი კუნ­თე­ბის ატრო­ფი­ი­სა და ძვლის მა­სის და­კარ­გვის სე­რი­ო­ზულ რისკს აწყდე­ბი­ან, რა­მაც შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა, დე­და­მი­წა­ზე სი­ა­რუ­ლი გა­არ­თუ­ლოს.

თუმ­ცა, წყვი­ლი ახლა ამ­ბობს, რომ NASA-ს სა­მეც­ნი­ე­რო ცოდ­ნის წყა­ლო­ბით მათ თით­ქმის წარ­მო­უდ­გენ­ლად სწრა­ფი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გა­ი­ა­რეს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

რა მოსდის 70 წლის ადამიანს კოსმოსში 220 დღის გატარების შემდეგ? - NASA-ს უხუცესი მოქმედი ასტრონავტი დედამიწაზე დაბრუნდა (ფოტოები)

რა მოსდის 70 წლის ადამიანს კოსმოსში 220 დღის გატარების შემდეგ? - NASA-ს უხუცესი მოქმედი ასტრონავტი დედამიწაზე დაბრუნდა (ფოტოები)

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) 220 დღის გატარების შემდეგ, დონ პეტიტი, NASA-ს უხუცესი მოქმედი ასტრონავტი, საბოლოოდ დედამიწაზე დაბრუნდა.

  • პეტიტმა 70 წლის იუბილე კოსმოსური ხომალდით დედამიწისკენ სწრაფი მოძრაობით აღნიშნა, რითაც 7-თვიანი მისია დაასრულა.

ასტრონავტი და ორი რუსი კოსმონავტი კაფსულა Soyuz-ით კვირას ყაზახეთში დაეშვნენ. დაშვება პეტიტის საიუბილეო დაბადების დღეს დაემთხვა.

დაადასტურა რა წარმატებული დაშვება, NASA-მ X-ზე დაწერა: “სახლი, ტკბილი ჰიუსტონი. ნასას ასტრონავტი, დონ პეტიტი ოფიციალურად სახლში დაბრუნდა, კოსმოსურ სადგურზე მისი მეოთხე კოსმოსური ფრენის დასრულების შემდეგ. მან კოსმოსში ჯამში 590 დღე გაატარა. ეს იდეალური მისიაა”.

პეტიტმა და ეკიპაჟის სხვა წევრებმა 3,520-ჯერ შემოუარეს დედამიწას და მათი მისიის განმავლობაში 93.3 მილიონ მილიანი მოგზაურობა დაასრულეს.

როგორც ჩანს, ბოლო პერიოდმა პეტიტის ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინა, რადგან ასტრონავტი შესამჩნევად უფრო გამხდარი და სუსტი ჩანდა, ვიდრე დედამიწის დატოვებისას.

X-ზე ასტრონომმა ჯონათან მაკდაუელმა პეტიტის გამო შეშფოთება გამოხატა და დაწერა, რომ ის “არც თუ კარგად გამოიყურება”.

"შესანიშნავი დონ პეტიტი, რომელსაც დღეს 70 წელი შეუსრულდა, კაფსულიდან ამოყვანისას მთლად კარგად არ გამოიყურებოდა - იმედია, სერიოზული არაფერია, მაგრამ მოუთმენლად ველოდები ნებისმიერ განახლებას მისი მდგომარეობის შესახებ”, - აღნიშნა მან.

  • თავისი 29-წლიანი კარიერის განმავლობაში, პეტიტმა ორბიტაზე 18 თვეზე მეტი გაატარა, უკანასკნელი კოსმოსური ფრენა კი მისთვის მეოთხე იყო. თუმცა, ის არ არის უხუცესი ადამიანი, ვინც ოდესმე ორბიტაზე გაფრენილა - ჯონ გლენი, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა, NASA-ს მისიით კოსმოსში 1998 წელს გაფრინდა, როდესაც ის 77 წლის იყო.

NASA ამტკიცებს, რომ პეტიტი კარგად არის.

“დაშვების ადგილზე მყოფი NASA-ს წარმომადგენლების თქმით, ის კარგად არის და იმის შესაფერისად გამოიყურება, როგორც დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ იყო მოსალოდნელი" - დაწერა NASA-მ.

NASA-ს განცხადებით, ISS-ზე ყოფნის დროს, ასტრონავტებმა კვლევა ჩაატარეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა წყლის სანიტარული ტექნოლოგია, მცენარეთა ზრდა სხვადასხვა პირობებში და ცეცხლის ქცევა მიკროგრავიტაციაში.

მთლიანობაში, მათ კოსმოსში 286 დღე გაატარეს - 278 დღით მეტი, ვიდრე თავდაპირველად გეგმავდნენ.

თავდაპირველად შეშფოთება გამოითქვა მათი ჯანმრთელობის შესახებ, რადგან მიკროგრავიტაციაში ყოფნის დროს ასტრონავტები კუნთების ატროფიისა და ძვლის მასის დაკარგვის სერიოზულ რისკს აწყდებიან, რამაც შემდეგ შეიძლება, დედამიწაზე სიარული გაართულოს.

თუმცა, წყვილი ახლა ამბობს, რომ NASA-ს სამეცნიერო ცოდნის წყალობით მათ თითქმის წარმოუდგენლად სწრაფი რეაბილიტაცია გაიარეს.

წყარო