სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეუთო-ს გენერალურ მდივანი საქართველოშია - რა განცხადებები გაკეთდა ერთობლივ პრესკონფერენციაზე
ეუთო-ს გენერალურ მდივანი საქართველოშია - რა განცხადებები გაკეთდა ერთობლივ პრესკონფერენციაზე

სა­ქარ­თვე­ლო ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში სა­გა­რეო ჩა­რე­ვე­ბის ღია მცდე­ლო­ბე­ბის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი გახ­და - მი­უ­ღე­ბე­ლია, ზო­გი­ერ­თი აქ­ტო­რის მხრი­დან ეუთო-ს და­მო­უ­კი­დე­ბელ ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ვიწ­რო - პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, პო­ლი­ტი­კურ ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის რა­ი­მე სა­ხის მცდე­ლო­ბე­ბი - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა, ეუთო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან, ფე­რი­დუნ სი­ნირ­ლი­ოღ­ლუ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო გა­აგ­რძე­ლებს ოდირ-ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

"სა­ქარ­თვე­ლო პა­ტივს სცემს ეუთო-ს და­მო­უ­კი­დე­ბელ ინ­სტი­ტუ­ტებს. ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ზო­გი­ერ­თი აქ­ტო­რის მხრი­დან ამ ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ვიწ­რო, პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, პო­ლი­ტი­კურ ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის რა­ი­მე სა­ხის მცდე­ლო­ბე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო ბოლო პე­რი­ოდ­ში ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში სა­გა­რეო ჩა­რე­ვე­ბის ღია მცდე­ლო­ბე­ბის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი გახ­და.

ხში­რად ვხე­დავთ ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის არას­წო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბებს, რაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის სწო­რედ იმ ფუ­ძემ­დებ­ლურ პრინ­ცი­პებ­თან, რა­საც ეფუძ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გი, რომ­ლის დაც­ვაც უნდა იყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ვალი. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის ეუთო-სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლი და იგი­ვე მო­ლო­დი­ნი აქვს თა­ვი­სი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­და­ნაც.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ერ­თხელ და­უ­დას­ტუ­რე­ბია სა­კუ­თა­რი ნდო­ბა ეუთო-სად­მი. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი გახ­ლდათ ეუთო/ოდირ-ის მოწ­ვე­ვა, გა­სულ წელს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად და მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი ხე­ლის შე­წყო­ბა. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოდირ-ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და მზად ვართ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­ვაგ­რძე­ლოთ მათ შე­სას­რუ­ლებ­ლად“,- გა­ნა­ცხა­და მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

  • მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჭი­როდ მი­აჩ­ნია გა­ლის მე­ქა­ნიზ­მის უპი­რო­ბო გა­ნახ­ლე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ორი რე­გი­ო­ნი: აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი კვლავ არის რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ის ქვეშ და რუ­სე­თის მხრი­დან კვლა­ვაც ირ­ღვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა. თქვენ გექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვად გა­ემ­გზავ­როთ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან, სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლოთ ქვეყ­ნის შუ­ა­გულ­ში გავ­ლე­ბუ­ლი მავ­თულხლარ­თე­ბი და გა­ეც­ნოთ ოკუ­პა­ცი­ის მძი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რულ შე­დე­გებს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა ეუთო-ს ფარ­გლებ­ში უნდა გაგ­რძელ­დეს და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით გა­და­საჭ­რე­ლად. ჩვენ ვა­ფა­სებთ ეუთო-ს ჩარ­თუ­ლო­ბას ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში და ასე­ვე, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ეფექ­ტი­ან ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როდ მიგ­ვაჩ­ნია გა­ლის მე­ქა­ნიზ­მის უპი­რო­ბო გა­ნახ­ლე­ბა. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მიგ­ვაჩ­ნია, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მებ­ზე წვდო­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. სა­ქარ­თვე­ლოს სურს რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ ერთხელ ხაზს ვუს­ვამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სამ­შვი­დო­ბო პო­ლი­ტი­კის სიმ­ტკი­ცეს. აქვე მსურს აღ­ვნიშ­ნო, სა­ქარ­თვე­ლოს გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლი ხელი შე­უ­წყოს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას. მი­ვე­სალ­მე­ბით აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბას და აღ­ვნიშ­ნავ, რომ სა­ქარ­თვე­ლო მზა­დაა სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბის გან­მტკი­ცე­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ, გა­სულ კვი­რას, თბი­ლის­მა უმას­პინ­ძლა სამმხრივ შეხ­ვედ­რას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ებს შო­რის. სა­ქარ­თვე­ლოს სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ებს შო­რის გა­ი­მარ­თა პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა თბი­ლის­ში და იმე­დი მაქვს, ამ ფორ­მატ­ში შევ­ძლებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას რე­გი­ო­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლო დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს რე­გი­ო­ნულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რაც მი­მარ­თუ­ლია ჩვე­ნი რო­ლის კი­დევ უფრო კარ­გად წარ­მო­ჩე­ნის­კენ, ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და პო­ტენ­ცი­ა­ლის კარ­გად ათ­ვი­სე­ბის­კენ და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­კენ. ამ თვალ­საზ­რი­სით, ეუთო-ს ფარ­გლებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

  • რო­გორც ეუთო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, ეუთო მხარს უჭერს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებს.

"მად­ლო­ბას გიხ­დით თქვე­ნი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბი­სათ­ვის. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ დღეს თბი­ლის­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. ეს გახ­ლავთ ჩემი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ეუთო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პოსტზე. მე, რა თქმა უნდა, ერ­თგუ­ლად ვემ­სა­ხუ­რე­ბი ყვე­ლა იმ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი არი­ან. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ეუთო საკ­მა­ოდ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია და ასე­ვე, მხარს ვუ­ჭერთ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე ამ რე­გი­ო­ნის ყვე­ლა ქვე­ყა­ნას.

ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე სა­მო­ცი წლი­საა. ეს გახ­ლავთ ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­მაც არა­ერ­თგზის და­ამ­ტკი­ცა, თუ რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დი­ა­ლო­გის წარ­მო­ე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ რე­გი­ო­ნებ­სა და ქვეყ­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია მე­დი­ა­ცი­ის „მრა­ვალპ­ლა­ნო­ვა­ნი“ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ვი­ყე­ნებთ. ჩვენ უწყვე­ტად ვცდი­ლობთ, რომ ჩა­ვერ­თოთ კონ­ფლიქ­ტე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის საქ­მე­ში. სტა­ბი­ლუ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც მისი ხალ­ხის­თვის, ისე მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, მას­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის დამ­ყა­რე­ბის­თვის. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ვმუ­შა­ობთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. კი­დევ ერთხელ მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, ჩვენ გვინ­და სა­ქარ­თვე­ლოს და­ვუმ­ტკი­ცოთ, რომ ჩვენ მო­წო­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, ჩა­ვერ­თოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი თვალ­საზ­რი­სით და ყვე­ლა იმ სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­აჩ­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ფე­რი­დუნ სი­ნირ­ლი­ოღ­ლუმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ეუთო-ს გენერალურ მდივანი საქართველოშია - რა განცხადებები გაკეთდა ერთობლივ პრესკონფერენციაზე

ეუთო-ს გენერალურ მდივანი საქართველოშია - რა განცხადებები გაკეთდა ერთობლივ პრესკონფერენციაზე

საქართველო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევების ღია მცდელობების თვალსაჩინო მაგალითი გახდა - მიუღებელია, ზოგიერთი აქტორის მხრიდან ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტების ვიწრო - პოლიტიკური ინტერესებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების რაიმე სახის მცდელობები - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს ოდირ-ის რეკომენდაციების შესრულებას.

"საქართველო პატივს სცემს ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. ჩვენთვის მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მხრიდან ამ ინსტიტუტების ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების რაიმე სახის მცდელობები. საქართველო ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევების ღია მცდელობების თვალსაჩინო მაგალითი გახდა.

ხშირად ვხედავთ ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების არასწორად გამოყენების მცდელობებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სწორედ იმ ფუძემდებლურ პრინციპებთან, რასაც ეფუძნება საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვაც უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი. საქართველოს ხელისუფლება არის ეუთო-სა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და იგივე მოლოდინი აქვს თავისი პარტნიორების მხრიდანაც.

ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია საკუთარი ნდობა ეუთო-სადმი. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ ეუთო/ოდირ-ის მოწვევა, გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და მისიის საქმიანობის განხორციელებისთვის მაქსიმალური ხელის შეწყობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოდირ-ის რეკომენდაციები და მზად ვართ თანამშრომლობა გავაგრძელოთ მათ შესასრულებლად“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

  • მისივე თქმით, საქართველოს საჭიროდ მიაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება.

"საქართველოს ორი რეგიონი: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის მხრიდან კვლავაც ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა თავად გაემგზავროთ საოკუპაციო ხაზთან, საკუთარი თვალით იხილოთ ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გაეცნოთ ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს. საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთო-ს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად. ჩვენ ვაფასებთ ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებზე წვდომის უზრუნველყოფა. საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს. აქვე მსურს აღვნიშნო, საქართველოს გულწრფელი სურვილი ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და აღვნიშნავ, რომ საქართველო მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაში. მოხარული ვარ, რომ, გასულ კვირას, თბილისმა უმასპინძლა სამმხრივ შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პირველი შეხვედრა თბილისში და იმედი მაქვს, ამ ფორმატში შევძლებთ თანამშრომლობას რეგიონის კეთილდღეობისთვის. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ თანამშრომლობას, განსაკუთრებით იმ პროექტების განხორციელებას, რაც მიმართულია ჩვენი როლის კიდევ უფრო კარგად წარმოჩენისკენ, ჩვენი შესაძლებლობებისა და პოტენციალის კარგად ათვისებისკენ და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ. ამ თვალსაზრისით, ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

  • როგორც ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ეუთო მხარს უჭერს როგორც საქართველოს, ისე მთლიანად რეგიონის ქვეყნებს.

"მადლობას გიხდით თქვენი სტუმართმოყვარეობისათვის. ძალიან მიხარია, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები. ეს გახლავთ ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში ეუთო-ს გენერალური მდივნის პოსტზე. მე, რა თქმა უნდა, ერთგულად ვემსახურები ყველა იმ ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეუთო საკმაოდ დაინტერესებულია და ასევე, მხარს ვუჭერთ როგორც საქართველოს, ისე ამ რეგიონის ყველა ქვეყანას.

ინციდენტების პრევენციის მექანიზმი, ფაქტობრივად, უკვე სამოცი წლისაა. ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტში იმყოფებიან. ჩვენ გაგვაჩნია მედიაციის „მრავალპლანოვანი“ საშუალებები, რომლებსაც ასეთ შემთხვევებში ვიყენებთ. ჩვენ უწყვეტად ვცდილობთ, რომ ჩავერთოთ კონფლიქტების რეგულირების საქმეში. სტაბილურობა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მისი ხალხისთვის, ისე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის, მასში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად ათეული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ გვინდა საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში ყველანაირი თვალსაზრისით და ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია“, - განაცხადა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.