პარტნიორები:
    ავტორი:

    საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვია

    საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვია

    საქართველოს ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია.

    ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    • მათი ცნობით, ეუთო-ს გენერალური მდივანი 22 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მაკა ბოჭორიშვილი და ფერიდუნ სინირლიოღლუ პრესასთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

    „ასევე, დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

    ვიზიტის ფარგლებში, ფერიდუნ სინირლიოღლუ, ასევე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.