პარლამენტთან, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა. პოლიციას აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გადაჰყავს.
მანამდე, საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, თუმცა მოქალაქეები ამ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
კერძოდ, საავტომობილო გზაზე გადაადგილება მას შემდეგ აღდგა, რაც პოლიციამ გზის სავალი ნაწილიდან აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით გადაიყვანა.