პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით-გარეჯში აქამდე უჩინარი, კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინეს - "ჩამოშლილ მიწაში ვნახეთ ადამიანის ძვლების ნაშთებიც"
დავით-გარეჯში აქამდე უჩინარი, კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინეს - "ჩამოშლილ მიწაში ვნახეთ ადამიანის ძვლების ნაშთებიც"

ალ­ბათ, ვე­რა­სო­დეს ჩავ­წვდე­ბით, რა ძა­ლით შრო­მობ­დნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ქვეყ­ნის­თვის. მათი გარ­ჯის კვალს დღეს მის­ტი­კუ­რი ძალა აქვს, რო­გორც კარ­ნახს, რომ ეს ნა­ა­მა­გა­რი, ნა­ოფ­ლა­რი ქვე­ყა­ნა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და არა­სო­დეს დავ­ნებ­დეთ. XXI სა­უ­კუ­ნის ხმა­ურ­ში წი­ნა­პარ­თა ამ დიდი მის­ტი­კის კი­დევ ერთი ნი­შაა აღ­მო­ჩე­ნი­ლი: და­ვით­გა­რე­ჯა­ში აქამ­დე უჩი­ნა­რი, კი­დევ ერთი კლდე­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი ყო­ფი­ლა.

და­ახ­ლო­ე­ბით 80 კვკმ-იანი ეკ­ლე­სია 30 მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლის კლდე­შია შე­მა­ლუ­ლი და იქამ­დე მხო­ლოდ თო­კე­ბით შე­იძ­ლე­ბა მიღ­წე­ვა. მკვლე­ვარ ან­ზორ მჭედ­ლიშ­ვი­ლის ექ­სპე­დი­ცი­ა­მაც სწო­რედ თო­კე­ბით მი­აღ­წია ტაძ­რამ­დე.

- ბა­ტო­ნო ან­ზორ, თქვე­ნი ექ­სპე­დი­ცი­ის თეთ­რი შუ­რი­თაც კი უნდა შურ­დეს კაცს: უკე­თე­სი რა უნდა აკე­თოთ ქვეყ­ნის­თვის, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უმე­ტე­სად უსას­ყიდ­ლოდ ეძებ­დით უც­ნობ ქარ­თულ ტაძ­რებს და ახლა კი­დევ ერთი მას­შტა­ბუ­რი კომ­პლექ­სი აღ­მო­ა­ჩი­ნეთ.

- ის ად­გი­ლი სო­ფელ ქვე­მო ბოდ­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 26 კი­ლო­მეტ­რით არის და­შო­რე­ბუ­ლი, ყა­ჯი­რის მთა­ზეა. ამ მი­და­მო­ებ­ში სამი წლის წინ დაზ­ვერ­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს კლდე­ებ­ში რამ­დე­ნი­მე ქვა­ბუ­ლი შევ­ნიშ­ნეთ. ზოგი ქვა­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვია და არა ხე­ლით ნაკ­ვე­თი. ამას აერ­ო­ფო­ტო­გა­და­ღე­ბე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით. ჩვე­ნი შემ­ჩნე­უ­ლი ქვა­ბუ­ლე­ბი­დან ერთ-ერთი სწო­რედ ხე­ლით გა­მოკ­ვე­თი­ლი ჩან­და. თუმ­ცა საქ­მე რთუ­ლად იყო: ქვა­ბუ­ლი იმ სი­მაღ­ლე­ზეა, იქამ­დე ას­ვლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ალ­პი­ნის­ტუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, ალ­პი­ნის­ტის დახ­მა­რე­ბის და სა­ერ­თოდ, ექ­სპე­დი­ცი­ის ყვე­ლა ნი­უ­ან­სის დად­გე­ნის გა­რე­შე. ამი­ტომ და­ვი­ცა­დეთ, ქვა­ბულ­ში წელს ავე­დით და სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სიც დაგ­ვხვდა.

- წარ­მო­მიდ­გე­ნია, რამ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლია: იდუ­მა­ლი ნა­გე­ბო­ბა, რო­მელ­შიც დიდი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი, სა­უ­კუ­ნე­ე­ბია იქ ადა­მი­ანს ფეხი არ და­უდ­გამს და იმავდრო­უ­ლად, ჩვე­ნი წი­ნაპ­რის კვა­ლია შე­ნა­ხუ­ლი.

- მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ექ­სპე­დი­ცი­ას ხელი შე­უ­წყო და რაც მთა­ვა­რია, ცნო­ბილ ალ­პი­ნისტს ბა­ტონ ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძეს. თო­კე­ბით და­კი­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი თა­ვად ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა შე­ვი­და ქვა­ბულ­ში.

- ალ­ბათ, იმ გან­ცდას არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა, რო­დე­საც გა­მოქ­ვა­ბულ­ში შე­დი­ხარ და იქ კლდე­ში ამოჭ­რი­ლი დარ­ბა­ზე­ბი გხვდე­ბა, თა­ნაც რო­გორ: ალ­ბათ, იდ­გნენ და საჭ­რეთ­ლით კლდეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭრიდ­ნენ.

- სა­ვა­რა­უ­დოდ. თა­ნაც, სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი კარ­გად არის ჩა­მა­ლუ­ლი ხევ­ში. სა­ნამ კლდო­ვა­ნი ხე­ვის სიღ­რმე­ში არ შეხ­ვალ, ვერც და­ი­ნა­ხავ. ალ­ბათ, ასე­თი მდე­ბა­რე­ო­ბა სა­გან­გე­ბოდ შე­არ­ჩი­ეს, რათა სა­მო­ნას­ტრო მოღ­ვა­წე­ო­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი პი­რო­ბე­ბი ჰქო­ნო­დათ.

მარ­თლაც დიდი შრო­მა გა­უ­წე­ვი­ათ. ორი დარ­ბა­ზია: ერთი და­ახ­ლო­ე­ბით 20, ხოლო მე­ო­რე 40 კვმ-ის, სატ­რა­პე­ზო და სხვა დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბი.სა­თავ­სე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა თა­ღე­ბით, კა­რე­ბით და თა­რო­ე­ბით.…ბევ­რი სა­თავ­სის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას ახლა ვე­ღარ გა­არ­ჩევ, მაგ­რამ, ცხა­დია, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და, ქვა­ბუ­ლის გა­სა­ნა­თე­ბელ ჭრა­ქებ­საც ხომ თა­ვი­სი ად­გი­ლი სჭირ­დე­ბო­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

დავით-გარეჯში აქამდე უჩინარი, კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინეს - "ჩამოშლილ მიწაში ვნახეთ ადამიანის ძვლების ნაშთებიც"

დავით-გარეჯში აქამდე უჩინარი, კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინეს - "ჩამოშლილ მიწაში ვნახეთ ადამიანის ძვლების ნაშთებიც"

ალბათ, ვერასოდეს ჩავწვდებით, რა ძალით შრომობდნენ ჩვენი წინაპრები ქვეყნისთვის. მათი გარჯის კვალს დღეს მისტიკური ძალა აქვს, როგორც კარნახს, რომ ეს ნაამაგარი, ნაოფლარი ქვეყანა შევინარჩუნოთ და არასოდეს დავნებდეთ. XXI საუკუნის ხმაურში წინაპართა ამ დიდი მისტიკის კიდევ ერთი ნიშაა აღმოჩენილი: დავითგარეჯაში აქამდე უჩინარი, კიდევ ერთი კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი ყოფილა.

დაახლოებით 80 კვკმ-იანი ეკლესია 30 მეტრამდე სიმაღლის კლდეშია შემალული და იქამდე მხოლოდ თოკებით შეიძლება მიღწევა. მკვლევარ ანზორ მჭედლიშვილის ექსპედიციამაც სწორედ თოკებით მიაღწია ტაძრამდე.

- ბატონო ანზორ, თქვენი ექსპედიციის თეთრი შურითაც კი უნდა შურდეს კაცს: უკეთესი რა უნდა აკეთოთ ქვეყნისთვის, წლების განმავლობაში უმეტესად უსასყიდლოდ ეძებდით უცნობ ქართულ ტაძრებს და ახლა კიდევ ერთი მასშტაბური კომპლექსი აღმოაჩინეთ.

- ის ადგილი სოფელ ქვემო ბოდბიდან დაახლოებით 26 კილომეტრით არის დაშორებული, ყაჯირის მთაზეა. ამ მიდამოებში სამი წლის წინ დაზვერვითი სამუშაოების დროს კლდეებში რამდენიმე ქვაბული შევნიშნეთ. ზოგი ქვაბული ბუნებრივია და არა ხელით ნაკვეთი. ამას აეროფოტოგადაღებებით ვაკვირდებით. ჩვენი შემჩნეული ქვაბულებიდან ერთ-ერთი სწორედ ხელით გამოკვეთილი ჩანდა. თუმცა საქმე რთულად იყო: ქვაბული იმ სიმაღლეზეა, იქამდე ასვლა წარმოუდგენელი იყო ალპინისტური აღჭურვილობის, ალპინისტის დახმარების და საერთოდ, ექსპედიციის ყველა ნიუანსის დადგენის გარეშე. ამიტომ დავიცადეთ, ქვაბულში წელს ავედით და სამონასტრო კომპლექსიც დაგვხვდა.

- წარმომიდგენია, რამხელა სიხარულია: იდუმალი ნაგებობა, რომელშიც დიდი შრომაა ჩადებული, საუკუნეებია იქ ადამიანს ფეხი არ დაუდგამს და იმავდროულად, ჩვენი წინაპრის კვალია შენახული.

- მადლობა ყველას, ვინც ექსპედიციას ხელი შეუწყო და რაც მთავარია, ცნობილ ალპინისტს ბატონ ბიძინა გუჯაბიძეს. თოკებით დაკიდებული პირველი თავად ბატონი ბიძინა შევიდა ქვაბულში.

- ალბათ, იმ განცდას არაფერი შეედრება, როდესაც გამოქვაბულში შედიხარ და იქ კლდეში ამოჭრილი დარბაზები გხვდება, თანაც როგორ: ალბათ, იდგნენ და საჭრეთლით კლდეს წლების განმავლობაში ჭრიდნენ.

- სავარაუდოდ. თანაც, სამონასტრო კომპლექსი კარგად არის ჩამალული ხევში. სანამ კლდოვანი ხევის სიღრმეში არ შეხვალ, ვერც დაინახავ. ალბათ, ასეთი მდებარეობა საგანგებოდ შეარჩიეს, რათა სამონასტრო მოღვაწეობისთვის შესაფერისი პირობები ჰქონოდათ.

მართლაც დიდი შრომა გაუწევიათ. ორი დარბაზია: ერთი დაახლოებით 20, ხოლო მეორე 40 კვმ-ის, სატრაპეზო და სხვა დამხმარე ნაგებობები.სათავსები დაკავშირებული ყოფილა თაღებით, კარებით და თაროებით.…ბევრი სათავსის დანიშნულებას ახლა ვეღარ გაარჩევ, მაგრამ, ცხადია, ყველაფერს თავისი დანიშნულება ჰქონდა, ქვაბულის გასანათებელ ჭრაქებსაც ხომ თავისი ადგილი სჭირდებოდა...წაიკითხეთ სრულად