პარტნიორები:
    ავტორი:

    თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ

    თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ

    აქციის მონაწილეები, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა მშობლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სანთლებითა და დროშებით ხელში, ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ.

    ხალხი იმყოფება როგორც რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე, ასევე ქაშვეთის ტაძარსა და მის ეზოში. ისინი ერთმანეთს აღდგომის დღესასწაულს ულოცავენ.

    ტაძრის ეზოში ისმის გალობა და შეძახილები, "ქრისტე აღსდგა"! "ჭეშმარიტად"!