მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დიახ! ბევრი მძიმე პაციენტისთვის ეს ღვთიური მანანაა; ვიზალიბერალიზაციის გაუქმება უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება“ - საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი
“დიახ! ბევრი მძიმე პაციენტისთვის ეს ღვთიური მანანაა; ვიზალიბერალიზაციის გაუქმება უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება“ - საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი

საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ექი­მი, რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­საძ­ლო შე­ჩე­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ საფ­რან­გეთ­ში უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი გა­ნი­კურ­ნა.

“სულ არა­ფერ­ში გვჭირ­დე­ბა ან­ტიქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ევ­რო­პის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­აო. ხოდა…

სა­ო­პე­რა­ცი­ო­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი, მო­ბი­ლურ­მა და­რე­კა. მე­ზო­ბელ სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში, ქი­რურ­გებ­თან იქ­ნებ მოხ­ვი­დეთ, ერთი ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტი გვყავს და სა­ნამ და­ვა­ძი­ნებთ, კო­მუ­ნი­კა­ცია გვი­ჭირს და იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­რო­თო. მიჩ­ვე­უ­ლი ვარ მსგავს თხოვ­ნებს, თა­ნაც იქვე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და ცხა­დია მა­შინ­ვე მივ­ბრუნ­დი სა­ო­პე­რა­ციო ბლოკ­ში.

  • მა­მა­კა­ცი, მძი­მე ონ­კო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზით, რო­მელ­საც სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბო­და, სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პირ­და­პირ რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი­დან მო­სუ­ლა ჩვენს კლი­ნი­კა­ში… უკვე ბა­ნა­ლუ­რი (სამ­წუ­ხა­როდ) ის­ტო­რი­აა…
  • რო­დე­საც კო­ლე­გებს ვეხ­მა­რე­ბო­დი ანამ­ნე­ზის შეკ­რე­ბა­ში კი­დევ და­რე­კა მო­ბი­ლურ­მა. ამ­ჯე­რად უშუ­ა­ლოდ ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­რე­კავ­და. ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტი ჰყავ­და მი­ღე­ბა­ზე და ისევ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბის გამო დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და.
  • ქალი, ასე­ვე მძი­მე ონ­კო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზით, სხვა, პე­რი­ფე­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან იყო გა­მოგ­ზავ­ნი­ლი… ეს პა­ცი­ენ­ტი უკვე თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და საფ­რან­გეთ­ში და და­მა­ტე­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცია სჭირ­დე­ბო­და ჩვენ­თან..
  • მი­ღე­ბა მაქვს, პა­ცი­ენტს ვსინ­ჯავ, უცებ კა­რე­ბი იღე­ბა, პირ­და­პირ, (რაც აქ არ ხდე­ბა) ერთი ასა­კო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი შე­მო­დის, ქარ­თუ­ლად მომ­მარ­თავს. ვუ­თხა­რი რომ გა­სუ­ლი­ყო და დამ­ლო­დე­ბო­და.. რო­დე­საც მერე მე თვი­თონ და­ვუ­ძა­ხე, ეგ­რე­ვე გა­მახ­სენ­და რომ უკვე ნა­ნა­ხი მყავ­და ადრე.

მარ­თლაც, და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 წლის წინ მო­ვი­და, ქრო­ნი­კუ­ლი პა­თო­ლო­გი­ის გამო მკურ­ნა­ლობ­და ჩვე­ნი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის რამ­დე­ნი­მე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, უბ­რა­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო სა­ბუ­თე­ბი სჭირ­დე­ბო­და ლტოლ­ვი­ლო­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად, თვი­თონ ვერ გარ­კვე­უ­ლი­ყო რო­მე­ლი სა­ბუ­თი (ფორ­მა 100 ის მსგავ­სი) რას შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და, ვი­ღა­ცის­გან იცო­და ქარ­თვე­ლი ექი­მის შე­სა­ხებ და… ზუს­ტად იგი­ვე თხოვ­ნით მო­ვი­და ამ­ჯე­რა­დაც ჩემ­თან. და­ვუ­ლა­გე და და­ვუ­წე­რე ქარ­თუ­ლად, რა სად მი­ე­ტა­ნა.

  • მი­ღე­ბა­ზე შე­მო­დის ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, უნდა ვთქვა, არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის გამო მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და, ხან­გრძლი­ვი და რთუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა და ამის­თვი­საა დღეს საფ­რან­გეთ­ში.

ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ამ თვე­ში მოხ­და და თით­ქმის ასეა ყო­ველ­თვე, უკვე და­ახ­ლო­ე­ბით 5-8 წე­ლია. კი­დევ სხვა მსგავ­სი, ან კი­დევ უფრო მძი­მე ის­ტო­რი­ე­ბი შე­მიძ­ლია მოვ­ყვე, მაგ­რამ ამ­ჯე­რად საკ­მა­რი­სია… ყო­ველ­თვის უკი­დუ­რე­სად დამ­ძი­მე­ბუ­ლი გან­წყო­ბა მომ­ყვე­ბა მთე­ლი სა­ღა­მო რო­დე­საც ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებს ვნა­ხუ­ლობ.

რაც მთა­ვა­რია და რაც სა­ერ­თოა ამ ხში­რად მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, ამ პა­ცი­ენ­ტებს, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის წყა­ლო­ბით უპ­რობ­ლე­მოდ ჩა­მო­სუ­ლებს, საფ­რან­გეთ­ში ეგ­რე­ვე უტარ­დე­ბა ზუს­ტად ისე­თი­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა, რო­გო­რიც ჩა­უ­ტარ­დე­ბო­და ნე­ბის­მი­ერ საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქეს. მე­რი­ის, სა­მი­ნის­ტროს და სხვა წე­რი­ლე­ბი­სა თუ თან­ხმო­ბე­ბის გა­რე­შე (არ არ­სე­ბობს აქ მსგავ­სი მა­რაზ­მი), სა­ერ­თოდ რა­ი­მე ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის გა­რე­შე, მკურ­ნა­ლო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბი­სა თუ სა­ფა­სუ­რის მი­უ­ხე­და­ვად ამ ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი უფა­სოა!

მე პი­რა­დად ვიც­ნობ ათე­უ­ლო­ბით პა­ცი­ენტს, ვინც ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ევ­რო­პუ­ლი სო­ლი­და­რო­ბის წყა­ლო­ბით ისარ­გებ­ლა ამ უფ­ლე­ბე­ბით (ესაა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი მოქ­მე­დე­ბა­ში) და გა­მო­ჯან­მრთელ­და, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ ყვე­ლა არა. სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბით, ყო­ველ წელს 7- დან 10 ათა­სამ­დე (ან მე­ტიც) პა­ცი­ენ­ტი ჩა­მო­დის სამ­კურ­ნა­ლოდ ევ­რო­პა­ში, რაც 3 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან ბევ­რია.

ესაა ევ­რო­პა, ესაა ევ­რო­პუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა, ესაა სა­გი­ნე­ბე­ლი ლი­ბე­რა­ლიზ­მი და ესაა თუნ­დაც ქრის­ტი­ა­ნო­ბა, რე­ა­ლუ­რი და არა ფა­რი­სევ­ლუ­რი. და მე ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რო­დე­საც საფ­რან­გე­თის მე­დი­ცი­ნა , ერთ ერთი სა­უ­კე­თე­სო მსოფ­ლი­ო­ში, ხში­რად (ყო­ველ­თვის თუ არა) ამარ­თლებს ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის იმე­დებს. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ზოგი მარ­თლა ტერ­მი­ნა­ლურ სტა­დი­ა­ში ჩა­მო­დის… მაგ­რამ ღირ­სე­ულ და ადა­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში მა­ინც ხვდე­ბა ბოლო წა­მებს. არ და­მა­ვი­წყდე­ბა (მთე­ლი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში) რო­გორ და­უ­ფი­ნან­სა ურ­ჯუ­ლო საფ­რან­გეთ­მა ცო­ლი­სა და შვი­ლის აქ ჩა­მოს­ვლა, მის გვერ­დით რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ერთ გან­წი­რულ პა­ცი­ენტს…

ცხა­დია, უფა­სო არა­ფე­რი არ არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში, ჩვე­ნი გა­და­სა­ხე­დე­ბით ფი­ნანსდე­ბა ესეც. დიდი გა­და­სა­ხა­დე­ბია საფ­რან­გეთ­შიო, დიახ ასეა, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი რომ ეს ჩვე­ნი მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნად და სწო­რად იხარ­ჯე­ბა. და ისიც ვიცი ზუს­ტად, ფრან­გე­ბი ამას (სო­ლი­და­რო­ბას) მხარს უჭე­რენ, ლე­პე­ნის მიმ­დევ­რე­ბის გარ­და.

ამ­ჯე­რად უშუ­ა­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო ას­პექ­ტებს, რა­ტომ და რის გამო გა­მორ­ბი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი მა­სი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლო­დან, არ შე­ვე­ხე­ბი.. და ვთვლი რომ, ძა­ლი­ან კარ­გია, რო­დე­საც და­ბა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­ი­ტა­როს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში. ესაა ჩემ­თვის გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ერთ ერთი ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გი.

  • ხოდა, დიახ, ბევ­რი მძი­მე პა­ცი­ენ­ტის­თვის ეს ღვთი­უ­რი მა­ნა­ნაა, ხოლო ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა, სხვა ბევრ და­დე­ბით ას­პექტს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა და ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი 100% - ით რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა და ყვე­ლა­ზე მე­ტად მისი მხარ­დამ­ჭე­რი იქ­ნე­ბა.

ზუს­ტად ვიცი, იმ პა­ცი­ენ­ტებს , ვინც აქ ვნა­ხე, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დარ­ჩე­ნის არა­ნა­ი­რი შან­სი არ ექ­ნე­ბო­დათ (და აქ ექი­მე­ბის ბრა­ლი მი­ნი­მა­ლუ­რია). ასე რომ, რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის მიერ მოკ­ლულ­თა სიას მოკ­ლუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ხე­ლე­ბიც და­ე­მა­ტე­ბა მალე. 65 000 000 ის მომ­პა­რავ წი­ლო­სანს რომ სულ ფე­ხებ­ზე ჰკი­დია ეს , ეგ ვიცი.

და­ნარ­ჩე­ნებს(აც)?“ - წერს რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

“დიახ! ბევრი მძიმე პაციენტისთვის ეს ღვთიური მანანაა; ვიზალიბერალიზაციის გაუქმება უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება“ - საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი

“დიახ! ბევრი მძიმე პაციენტისთვის ეს ღვთიური მანანაა; ვიზალიბერალიზაციის გაუქმება უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება“ - საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ საფრანგეთში უამრავი ქართველი განიკურნა.

“სულ არაფერში გვჭირდება ანტიქრისტიანული ევროპის ვიზალიბერალიზაციაო. ხოდა…

საოპერაციოდან ახალი გამოსული ვიყავი, მობილურმა დარეკა. მეზობელ საოპერაციოში, ქირურგებთან იქნებ მოხვიდეთ, ერთი ქართველი პაციენტი გვყავს და სანამ დავაძინებთ, კომუნიკაცია გვიჭირს და იქნებ დაგვეხმაროთო. მიჩვეული ვარ მსგავს თხოვნებს, თანაც იქვე ვიმყოფებოდი და ცხადია მაშინვე მივბრუნდი საოპერაციო ბლოკში.

  • მამაკაცი, მძიმე ონკოლოგიური დიაგნოზით, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, სულ რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ რკინიგზის სადგურიდან მოსულა ჩვენს კლინიკაში… უკვე ბანალური (სამწუხაროდ) ისტორიაა…
  • როდესაც კოლეგებს ვეხმარებოდი ანამნეზის შეკრებაში კიდევ დარეკა მობილურმა. ამჯერად უშუალოდ ჩემი თანამშრომელი მირეკავდა. ქართველი პაციენტი ჰყავდა მიღებაზე და ისევ კომუნიკაციის პრობლემების გამო დახმარება სჭირდებოდა.
  • ქალი, ასევე მძიმე ონკოლოგიური დიაგნოზით, სხვა, პერიფერიული საავადმყოფოდან იყო გამოგზავნილი… ეს პაციენტი უკვე თვეების განმავლობაში მკურნალობდა საფრანგეთში და დამატებითი კონსულტაცია სჭირდებოდა ჩვენთან..
  • მიღება მაქვს, პაციენტს ვსინჯავ, უცებ კარები იღება, პირდაპირ, (რაც აქ არ ხდება) ერთი ასაკოვანი მამაკაცი შემოდის, ქართულად მომმართავს. ვუთხარი რომ გასულიყო და დამლოდებოდა.. როდესაც მერე მე თვითონ დავუძახე, ეგრევე გამახსენდა რომ უკვე ნანახი მყავდა ადრე.

მართლაც, დაახლოებით 2-3 წლის წინ მოვიდა, ქრონიკული პათოლოგიის გამო მკურნალობდა ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკის რამდენიმე განყოფილებაში, უბრალოდ სამედიცინო საბუთები სჭირდებოდა ლტოლვილობის გასაფორმებლად, თვითონ ვერ გარკვეულიყო რომელი საბუთი (ფორმა 100 ის მსგავსი) რას შეესაბამებოდა, ვიღაცისგან იცოდა ქართველი ექიმის შესახებ და… ზუსტად იგივე თხოვნით მოვიდა ამჯერადაც ჩემთან. დავულაგე და დავუწერე ქართულად, რა სად მიეტანა.

  • მიღებაზე შემოდის ქართველი პაციენტი, რომელსაც საქართველოში ჩატარებული, უნდა ვთქვა, არასწორი მკურნალობის გამო მძიმე გართულებები ჩამოუყალიბდა, ხანგრძლივი და რთული რეაბილიტაცია და მკურნალობა სჭირდება და ამისთვისაა დღეს საფრანგეთში.

ეს ყველაფერი მხოლოდ ამ თვეში მოხდა და თითქმის ასეა ყოველთვე, უკვე დაახლოებით 5-8 წელია. კიდევ სხვა მსგავსი, ან კიდევ უფრო მძიმე ისტორიები შემიძლია მოვყვე, მაგრამ ამჯერად საკმარისია… ყოველთვის უკიდურესად დამძიმებული განწყობა მომყვება მთელი საღამო როდესაც ქართველ პაციენტებს ვნახულობ.

რაც მთავარია და რაც საერთოა ამ ხშირად მსგავს სიტუაციებში, ამ პაციენტებს, ვიზალიბერალიზაციის წყალობით უპრობლემოდ ჩამოსულებს, საფრანგეთში ეგრევე უტარდება ზუსტად ისეთივე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა, როგორიც ჩაუტარდებოდა ნებისმიერ საფრანგეთის მოქალაქეს. მერიის, სამინისტროს და სხვა წერილებისა თუ თანხმობების გარეშე (არ არსებობს აქ მსგავსი მარაზმი), საერთოდ რაიმე ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, მკურნალობის ხანგრძლივობისა თუ საფასურის მიუხედავად ამ ქართველი პაციენტებისთვის ყველაფერი უფასოა!

მე პირადად ვიცნობ ათეულობით პაციენტს, ვინც ვიზალიბერალიზაციისა და ევროპული სოლიდარობის წყალობით ისარგებლა ამ უფლებებით (ესაა ადამიანის უფლებები მოქმედებაში) და გამოჯანმრთელდა, თუმცა სამწუხაროდ ყველა არა. სხვადასხვა წყაროებით, ყოველ წელს 7- დან 10 ათასამდე (ან მეტიც) პაციენტი ჩამოდის სამკურნალოდ ევროპაში, რაც 3 მილიონიანი საქართველოსთვის ძალიან ბევრია.

ესაა ევროპა, ესაა ევროპული სოლიდარობა, ესაა საგინებელი ლიბერალიზმი და ესაა თუნდაც ქრისტიანობა, რეალური და არა ფარისევლური. და მე ძალიან მიხარია, როდესაც საფრანგეთის მედიცინა , ერთ ერთი საუკეთესო მსოფლიოში, ხშირად (ყოველთვის თუ არა) ამართლებს ქართველი პაციენტების იმედებს. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგი მართლა ტერმინალურ სტადიაში ჩამოდის… მაგრამ ღირსეულ და ადამიანურ პირობებში მაინც ხვდება ბოლო წამებს. არ დამავიწყდება (მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული ორგანიზაციაში) როგორ დაუფინანსა ურჯულო საფრანგეთმა ცოლისა და შვილის აქ ჩამოსვლა, მის გვერდით რომ ყოფილიყვნენ, ერთ განწირულ პაციენტს…

ცხადია, უფასო არაფერი არ არსებობს ბუნებაში, ჩვენი გადასახედებით ფინანსდება ესეც. დიდი გადასახადებია საფრანგეთშიო, დიახ ასეა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს ჩვენი მაღალი გადასახადები სამართლიანად და სწორად იხარჯება. და ისიც ვიცი ზუსტად, ფრანგები ამას (სოლიდარობას) მხარს უჭერენ, ლეპენის მიმდევრების გარდა.

ამჯერად უშუალოდ სამედიცინო ასპექტებს, რატომ და რის გამო გამორბიან პაციენტები მასიურად საქართველოდან, არ შევეხები.. და ვთვლი რომ, ძალიან კარგია, როდესაც დაბალი განვითარების ქვეყნის მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა სწორი მკურნალობა ჩაიტაროს განვითარებულ ქვეყანაში. ესაა ჩემთვის გლობალიზაციის ერთ ერთი ყველაზე პოზიტიური შედეგი.

  • ხოდა, დიახ, ბევრი მძიმე პაციენტისთვის ეს ღვთიური მანანაა, ხოლო ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, სხვა ბევრ დადებით ასპექტს რომ თავი დავანებოთ, უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება და ამაზე პასუხისმგებელი 100% - ით რუსული ოცნება და ყველაზე მეტად მისი მხარდამჭერი იქნება.

ზუსტად ვიცი, იმ პაციენტებს , ვინც აქ ვნახე, საქართველოში გადარჩენის არანაირი შანსი არ ექნებოდათ (და აქ ექიმების ბრალი მინიმალურია). ასე რომ, რუსული ოცნების მიერ მოკლულთა სიას მოკლული პაციენტების სახელებიც დაემატება მალე. 65 000 000 ის მომპარავ წილოსანს რომ სულ ფეხებზე ჰკიდია ეს , ეგ ვიცი.

დანარჩენებს(აც)?“ - წერს რევაზ ბოჭორიშვილი.

იხილეთ ასევე: