მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მორიგი ავია ინციდენტი აშშ-ში: თვითმფრინავი ავარიულად მას მერე დაჯდა, რაც ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა - ამის მიზეზი კურდღელი გახდა
მორიგი ავია ინციდენტი აშშ-ში: თვითმფრინავი ავარიულად მას მერე დაჯდა, რაც ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა - ამის მიზეზი კურდღელი გახდა

აშშ-ში, დენ­ვერ­ში United Airlines-ის თვითმფრი­ნა­ვი ავა­რი­უ­ლად და­ეშ­ვა. მგზავ­რებ­ში პა­ნი­კა მოჰ­ყვა ჯერ უც­ნა­ურ ხმას, რაც სა­ლონ­ში გა­ის­მა, ცოტა ხან­ში კი ერთ ერთი ფრთის ქვეშ გა­მო­ჩე­ნილ ცე­ცხლს. ABC News-ის ცნო­ბით, ბორტზე 153 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის ექ­ვსი წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. Boeing 737-800 დენ­ვე­რი­დან ედ­მონ­ტონ­ში მიფ­რი­ნავ­და.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზი გახ­და, ერთ-ერთ ძრა­ვა­ში მოხ­ვედ­რი­ლი კურ­დღე­ლი, შე­დე­გად აფ­რე­ნი­დან მა­ლე­ვე, თვითმფრი­ნა­ვის ერთ-ერთ ძრავს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა, რის გა­მოც ეკი­პაჟ­მა აე­რო­პორ­ტში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, დენ­ვერ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ თვითმფრი­ნავ­ზე, დაშ­ვე­ბის შემ­დეგ ძლი­ე­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, რაც რო­გორც უკვე ით­ქვა, ძრა­ვა­ში შე­წო­ვილ­მა კურ­დღელ­მა გა­მო­იწ­ვია.

United Airlines-ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ თვითმფრი­ნა­ვი დენ­ვერ­ში დაბ­რუნ­და "ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის თავ­დას­ხმის“ გამო. კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ არ­ცერ­თი მგზავ­რი არ და­შა­ვე­ბუ­ლა, ისი­ნი ედ­მონ­ტონ­ში სხვა რე­ი­სით გაგ­ზავ­ნეს.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა აშშ-ის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­ა­ვი­ა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და­ი­წყო. დე­პარ­ტა­მენ­ტში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ინ­ცი­დენ­ტი ტურ­ბი­ნა­ში კურ­დღლის მოხ­ვედ­რის მე­ო­თხე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მორიგი ავია ინციდენტი აშშ-ში: თვითმფრინავი ავარიულად მას მერე დაჯდა, რაც ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა - ამის მიზეზი კურდღელი გახდა

მორიგი ავია ინციდენტი აშშ-ში: თვითმფრინავი ავარიულად მას მერე დაჯდა, რაც ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა - ამის მიზეზი კურდღელი გახდა

აშშ-ში, დენვერში United Airlines-ის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. მგზავრებში პანიკა მოჰყვა ჯერ უცნაურ ხმას, რაც სალონში გაისმა, ცოტა ხანში კი ერთ ერთი ფრთის ქვეშ გამოჩენილ ცეცხლს. ABC News-ის ცნობით, ბორტზე 153 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. Boeing 737-800 დენვერიდან ედმონტონში მიფრინავდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა შემთხვევის მიზეზი გახდა, ერთ-ერთ ძრავაში მოხვედრილი კურდღელი, შედეგად აფრენიდან მალევე, თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც ეკიპაჟმა აეროპორტში დაბრუნება გადაწყვიტა.

საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, დენვერში დაბრუნებულ თვითმფრინავზე, დაშვების შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რაც როგორც უკვე ითქვა, ძრავაში შეწოვილმა კურდღელმა გამოიწვია.

United Airlines-ში განაცხადეს, რომ თვითმფრინავი დენვერში დაბრუნდა "ველური ბუნების თავდასხმის“ გამო. კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ არცერთი მგზავრი არ დაშავებულა, ისინი ედმონტონში სხვა რეისით გაგზავნეს.

მომხდარზე გამოძიება აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ დაიწყო. დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ინციდენტი ტურბინაში კურდღლის მოხვედრის მეოთხე დაფიქსირებული შემთხვევაა.