ევროპა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში "ლიონი" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება. მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება.
როგორც ვიდეოში გიორგი ამბობს, ის მატჩს ირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.
"ვიწყებ, ვიტან და ვიგებთ", - ამბობს მიქაუტაძე.
ცნობისთვის, მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა ლიონში შედგა და ის მატჩი ანგარიშით 2-2 დასრულდა. მართალია, გიორგი მიქაუტაძეს გოლი არ გაუტანია, თუმცა საგოლე გადაცემა მიითვალა.