პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემო ირაკლი, ის, რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე, ჰკითხე მაგ საქციელს რა ჰქვია" - ანდრო ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს
"ჩემო ირაკლი, ის, რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე, ჰკითხე მაგ საქციელს რა ჰქვია" - ანდრო ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს

ჩემი სო­ლი­და­რო­ბა უღირ­სე­უ­ლეს მე­გო­ბარს, დათო დო­ი­აშ­ვილს. დოი, ყვე­ლა­ფე­რი წინ არის, - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე მის­მა კო­ლე­გებ­მა და მე­გობ­რებ­მა წა­ი­კი­თხეს.

  • ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე წე­რი­ლით ასე­ვე კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ თი­ნა­თინ რუ­ხა­ძეს მი­მარ­თავს:

„რა დღე­ში ჩა­გიგ­დია თავი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ცოტა ის­ტო­რია გე­ცო­დი­ნე­ბათ და თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რა­მეს ხომ არ გახ­სე­ნებთ ისევ ჩვე­ნი ის­ტო­რი­ი­დან? დათო დო­ი­აშ­ვი­ლი თა­ვის სათ­ქმელს ყვე­ლა სივ­რცი­დან იტყვის და ხალ­ხი მის სათ­ქმელს და­ე­ლო­დე­ბა იმი­ტომ, რომ მარ­თა­ლია, ნი­ჭი­ე­რია, ნამ­დვი­ლია და ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია.

წე­სით ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ვერ უნდა იც­ლი­დეთ. გახ­სე­ნებთ, გე­ლა­თი გენგრე­ვათ. გახ­სე­ნებთ, რომ ხუთი წე­ლია ვერ გა­და­ხუ­რეთ და მარ­ტო თქვე­ნი ბრა­ლია, რაც გე­ლათს ჭირს. სვე­ტი­ცხო­ველ­ში ტაშ­ტე­ბის შე­შუ­დე­ბის მეტს ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ვხე­დავთ. რის­თვის იც­ლით, უხერ­ხუ­ლო­ბა ოდ­ნავ მა­ინც არ გა­წუ­ხებთ?“, - წერს ჭი­ჭი­ნა­ძე წე­რილ­ში.

  • ასე­ვე მსა­ხი­ო­ბი მი­მარ­თავს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს.

"რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს. გუ­შინ­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი იკად­რა, ჯერ თავ­დას­ხმა­ში და­მა­და­ნა­შა­უ­ლა და მერე პი­რა­დად ჩემს ოჯახს შე­ე­ხო, რო­მე­ლიც ყვე­ლა რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და, მათ შო­რის წინა მთავ­რო­ბის დროს. ჩემო ირაკ­ლი, ის, რაც გა­ა­კე­თე, ვინ­მე თუ გყავს კაცი გვერ­დზე ჰკი­თხე, მაგ საქ­ცი­ელს რა ჰქვია. პი­რის­პირ თუ აღ­მოვ­ჩნდე­ბით, შეძ­ლებ ჩემ­თვის იმა­ვეს გა­მე­ო­რე­ბას? არა მგო­ნია“, - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"ჩემო ირაკლი, ის, რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე, ჰკითხე მაგ საქციელს რა ჰქვია" - ანდრო ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს

"ჩემო ირაკლი, ის, რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე, ჰკითხე მაგ საქციელს რა ჰქვია" - ანდრო ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს

ჩემი სოლიდარობა უღირსეულეს მეგობარს, დათო დოიაშვილს. დოი, ყველაფერი წინ არის, - ამის შესახებ მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძის წერილშია აღნიშნული, რომელიც კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა წაიკითხეს.

  • ანდრო ჭიჭინაძე წერილით ასევე კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძეს მიმართავს:

„რა დღეში ჩაგიგდია თავი. სავარაუდოდ, ცოტა ისტორია გეცოდინებათ და თქვენი გადაწყვეტილება რამეს ხომ არ გახსენებთ ისევ ჩვენი ისტორიიდან? დათო დოიაშვილი თავის სათქმელს ყველა სივრციდან იტყვის და ხალხი მის სათქმელს დაელოდება იმიტომ, რომ მართალია, ნიჭიერია, ნამდვილია და ღირსეული ადამიანია.

წესით ამ ყველაფრისთვის ვერ უნდა იცლიდეთ. გახსენებთ, გელათი გენგრევათ. გახსენებთ, რომ ხუთი წელია ვერ გადახურეთ და მარტო თქვენი ბრალია, რაც გელათს ჭირს. სვეტიცხოველში ტაშტების შეშუდების მეტს ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავთ. რისთვის იცლით, უხერხულობა ოდნავ მაინც არ გაწუხებთ?“, - წერს ჭიჭინაძე წერილში.

  • ასევე მსახიობი მიმართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

"რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს. გუშინდელ ინტერვიუში, სადაც ყველაფერი იკადრა, ჯერ თავდასხმაში დამადანაშაულა და მერე პირადად ჩემს ოჯახს შეეხო, რომელიც ყველა რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, მათ შორის წინა მთავრობის დროს. ჩემო ირაკლი, ის, რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე ჰკითხე, მაგ საქციელს რა ჰქვია. პირისპირ თუ აღმოვჩნდებით, შეძლებ ჩემთვის იმავეს გამეორებას? არა მგონია“, - ნათქვამია წერილში.