მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი მის მიერ “პოპკორნის“ ჭამა გახდა
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი მის მიერ “პოპკორნის“ ჭამა გახდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დე­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ცხად­და.

მი­ზე­ზი გვა­რა­მი­ას მიერ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას “პო­პ­კორ­ნის“ ჭამა გახ­და.

მო­სა­მარ­თლე ეკა ბარ­ბა­ქა­ძემ ნიკა გვა­რა­მი­ას სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე წეს­რი­გის­კენ მო­უ­წო­და, რა­ზეც გვა­რა­მი­ას მხრი­დან პა­სუ­ხი მი­ი­ღო, რომ მას დი­ა­ბე­ტი აქვს და იძუ­ლე­ბუ­ლია მი­ირ­თვას. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო მო­სა­მარ­თლემ შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გვა­რა­მი­ას მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, საქ­მე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას. აღ­ნიშ­ნულ კო­მი­სი­ა­ზე გვა­რა­მია არ გა­მო­ცხად­და, რის შემ­დე­გაც, ის ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად მა­გის­ტრატ მო­სა­მარ­თლეს­თან და­ი­ბა­რეს.

ნიკა გვა­რა­მი­ას ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც “სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას" გუ­ლის­ხმობს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.

ფოტო: მა­რი­კა არე­ვა­ძე

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი მის მიერ “პოპკორნის“ ჭამა გახდა

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი მის მიერ “პოპკორნის“ ჭამა გახდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

მიზეზი გვარამიას მიერ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას “პოპკორნის“ ჭამა გახდა.

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომაზე წესრიგისკენ მოუწოდა, რაზეც გვარამიას მხრიდან პასუხი მიიღო, რომ მას დიაბეტი აქვს და იძულებულია მიირთვას. აღნიშნულის გამო მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.

ინფორმაციისთვის, დღევანდელ სხდომაზე გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე გვარამია არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს.

ნიკა გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ფოტო: მარიკა არევაძე