მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლების საკითხზე?
რას აცხადებს განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლების საკითხზე?

პირ­ვე­ლი უცხო­უ­რი ენა, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თვის, არის ინ­გლი­სუ­რი ენა - მე­ო­რე უცხო ენის სწავ­ლე­ბა იწყე­ბა მე-5 კლა­სი­დან და ის შე­იძ­ლე­ბა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი ენა, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე/მშო­ბე­ლი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით აირ­ჩევს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ამ ეტაპ­ზე ჩი­ნუ­რი ენა 15 სკო­ლა­ში, და­მა­ტე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ხით, ის­წავ­ლე­ბა.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ვი­ნა­ი­დან ჩი­ნუ­რის შეს­წავ­ლა­ზე მო­თხოვ­ნა მზარ­დია, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სი­ნო­ლო­გი­ის კა­თედ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, გაც­ნო­ბებთ, რომ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის თა­ნახ­მად, პირ­ვე­ლი უცხო­უ­რი ენა, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თვის და ის­წავ­ლე­ბა პირ­ვე­ლი­დან მე-12 კლა­სის ჩათ­ვლით, არის ინ­გლი­სუ­რი ენა.

მე­ო­რე უცხო ენის სწავ­ლე­ბა იწყე­ბა მე-5 კლა­სი­დან და ის შე­იძ­ლე­ბა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი ენა, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე/მშო­ბე­ლი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით აირ­ჩევს.

სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია მოს­წავ­ლეს ასარ­ჩე­ვად შეს­თა­ვა­ზოს სულ მცი­რე ორი უცხო ენა.

დღეს­დღე­ო­ბით სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, აირ­ჩი­ონ - ფრან­გუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი, იტა­ლი­უ­რი, თურ­ქუ­ლი და სხვა ენე­ბი. ნე­ბის­მი­ე­რი ენის დას­წავ­ლის შემ­თხვე­ვა­ში სა­მი­ნის­ტრო ვალ­დე­ბუ­ლია, მო­ემ­ზა­დოს შე­სა­ბა­მი­სად - და­ამ­ტკი­ცოს პროგ­რა­მე­ბი, შე­ი­მუ­შა­ოს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, გა­და­ამ­ზა­დოს მას­წავ­ლებ­ლე­ბი და უზ­რუნ­ველ­ყოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად წარ­მარ­თვა.

ამ ეტაპ­ზე ჩი­ნუ­რი ენა 15 სკო­ლა­ში, და­მა­ტე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ხით, ის­წავ­ლე­ბა. ვი­ნა­ი­დან მის შეს­წავ­ლა­ზე მო­თხოვ­ნა მზარ­დია, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სი­ნო­ლო­გი­ის კა­თედ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, და­ი­წყე­ბა მუ­შა­ო­ბა შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტის შექ­მნა­ზე.

ჩვე­ნი მი­ზა­ნია, შევ­თა­ვა­ზოთ მოს­წავ­ლე­ებს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი და ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ხელი შე­ვუ­წყოთ მო­ზარ­დებ­ში სულ მცი­რე ორ უცხო ენა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რას აცხადებს განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლების საკითხზე?

რას აცხადებს განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლების საკითხზე?

პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის, არის ინგლისური ენა - მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე/მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ჩინური ენა 15 სკოლაში, დამატებითი მომსახურების სახით, ისწავლება.

სამინისტროს ცნობით, ვინაიდან ჩინურის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე მუშაობა დაიწყება.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის და ისწავლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, არის ინგლისური ენა.

მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე/მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს.

სკოლა ვალდებულია მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს სულ მცირე ორი უცხო ენა.

დღესდღეობით სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ - ფრანგული, გერმანული, იტალიური, თურქული და სხვა ენები. ნებისმიერი ენის დასწავლის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, მოემზადოს შესაბამისად - დაამტკიცოს პროგრამები, შეიმუშაოს სახელმძღვანელოები, გადაამზადოს მასწავლებლები და უზრუნველყოს სასწავლო პროცესის სტანდარტის შესაბამისად წარმართვა.

ამ ეტაპზე ჩინური ენა 15 სკოლაში, დამატებითი მომსახურების სახით, ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე.

ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი არჩევანი და ქართული ენის ცოდნის გაძლიერების პარალელურად, ხელი შევუწყოთ მოზარდებში სულ მცირე ორ უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: