მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ არის ერთი ადამიანის მოხსნა, ეს არის თეატრის დახურვა..." - როგორ ეხმაურება თეატრალური საზოგადოება დავით დოიაშვილს გათავისუფლებას?
"ეს არ არის ერთი ადამიანის მოხსნა, ეს არის თეატრის დახურვა..." - როგორ ეხმაურება თეატრალური საზოგადოება დავით დოიაშვილს გათავისუფლებას?

გუ­შინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი. სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თე­ატ­რში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სის ხან­გრძლი­ვი შე­ფერ­ხე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან უწყვე­ტი და­ფი­ნან­სე­ბი­სა.

უწყე­ბა ხაზს უს­ვამს, რომ სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია და ვალ­დე­ბუ­ლია შე­ას­რუ­ლოს მის­თვის და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბი, რაც უწყვეტ შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს. არა­ერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­ას­რუ­ლა, რის გა­მოც სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ, ერთ სა­ათ­ში,თე­ატ­რის წინ, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ, მათ შო­რის იყ­ვნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი და რე­ჟი­სო­რე­ბი სხვა­დას­ხვა თე­ატ­რე­ბი­დან. და­ვით დო­ი­აშ­ვილ­მა ახა­ლი თე­ატ­რის წინ შეკ­რე­ბილ მხარ­დამ­ჭე­რებს მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. მისი თქმით, თე­ატ­რი სცე­ნა­ზე არ დაბ­რუნ­დე­ბო­და, სა­ნამ მსა­ხი­ო­ბი ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და, რა­მაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. დო­ი­აშ­ვილ­მა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით კი­დევ ერთხელ მი­მარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

“მე წა­ვალ თუ მო­ვალ, მთა­ვა­რი არ არის, მთა­ვა­რი არის, რომ რომ გა­მო­უშ­ვით პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი, გა­მო­უშ­ვით სას­წრა­ფოდ!” - თქვა და­ვით დო­ი­აშ­ვილ­მა, როცა ახალ თე­ატრთან შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თავ­და. (წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად)

"არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კა და არ­სე­ბობს კი­დევ ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის მო­მა­ვა­ლი. და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი იყო ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი წინ მიჰ­ყავ­და, სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რი იყო ქარ­თველ რე­ჟი­სო­რებს შო­რის. მისი ასე გა­დაგ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ვინ­მეს რა­ღა­ცა არ მოს­წონს, ეს არის და­ნა­შა­უ­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის წი­ნა­შე. პო­ლი­ტი­კა შე­იც­ვლე­ბა, გა­ივ­ლის ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ კულ­ტუ­რის და­ღუპ­ვა და მკვლე­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა“, - ეს გან­ცხა­დე­ბა რე­ჟი­სორ ლე­ვან წუ­ლა­ძეს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც გუ­შინ სა­ღა­მოს აქ­ცი­ას ეს­წრე­ბო­და.

  • და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ წყდე­ბა მე­ო­რე დღეა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ო­ბე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი მომ­ხდარს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თა­ვენ

"ეს არაა ერთი ადა­მი­ა­ნის მოხ­სნა, ესაა თე­ატ­რის და­ხურ­ვა. დოი არ და­ი­კარ­გე­ბა, ჩემი თე­ატ­რის კა­რიც ღიაა მის­თვის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი სხვა თე­ატ­რიც გა­უ­ღებს კარს. მაგ­რამ ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი რომ და­ი­ხუ­რა ეს ფაქ­ტია", - წერს "თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის" დი­რექ­ტო­რი, რე­ჟი­სო­რი ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლი.

"კა­რის მე­ზო­ბე­ლი და დიდი ხნის მე­გო­ბა­რი, შე­უმ­დგა­რი ადა­მი­ა­ნი უშ­ვებს პრო­ფე­სი­ო­ნალ, გამ­ბე­დავ, ახალ­გაზ­რდე­ბის მოყ­ვა­რულ­სა და უნი­ჭი­ე­რეს ადა­მი­ანს თე­ატ­რი­დან. ასე­თია რე­ჟი­მი. მა­გი­ტომ მოგ­წონთ. მორ­ჩა...“ - ეს გან­ცხა­დე­ბა ცნო­ბილ პი­ა­ნისტ გი­ორ­გი გი­გაშ­ვილს ეკუთ­ვნის და თა­ვის სტა­ტუს­ში კულ­ტუ­რის ამ­ჟა­მინ­დელ მი­ნისტრს თი­ნა­თინ რუ­ხა­ძეს მი­მარ­თავს.

"დათო დო­ი­აშ­ვი­ლის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არას­წო­რია! არას­წო­რი!“ - წერს რე­ჟი­სო­რი ქეთი დო­ლი­ძე, რო­მე­ლიც დღემ­დე ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრედ მი­იჩ­ნე­ვა.

დო­ი­აშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სხვა­დას­ხვა თე­ატ­რე­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. მათ შო­რის არი­ან, თა­ვი­სუ­ფა­ლი, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის და თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რე­ბის და­სის წევ­რე­ბი.

"დოი ჩემი დიდი ხნის მე­გო­ბა­რია, ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რი, ჩვენ ერ­თად ვსწავ­ლობ­დით მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ჯგუფ­ში და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა გა­ვი­ა­რეთ ბევ­რი ქარ­ცე­ცხლი­თა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბით. ჩემი პირ­ვე­ლი, მე­ო­რე, მე­სა­მე და მე­ო­თხე სპექ­ტაკ­ლე­ბი სწო­რედ მას უკავ­შირ­დე­ბა, მას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბას და ფე­ხის ად­გმას ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში, ამი­ტომ - მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი მისი სიყ­ვა­რუ­ლი თე­ატ­რი­სად­მი, მისი სიყ­ვა­რუ­ლი და თავ­გან­წირ­ვა პრო­ფე­სი­ი­სად­მი, მისი უზო­მო შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, და­უ­ღა­ლა­ვი და ოპ­ტი­მიზ­მით სავ­სე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დღეს ამ უღირ­სე­ბის მიერ იქნა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თე­ატ­რი­დან! ეს შუ­რის­ძი­ე­ბაა, მაგ­რამ ამით ვე­რა­ვის ვერ შე­ა­ში­ნებთ, უბ­რა­ლოდ გრცხვე­ნო­დეთ!!! არა­ვინ გა­ბე­დოს აქ რა­ი­მე ქოც­თა- გა­მარ­თლე­ბის არ­გუ­მენ­ტე­ბით შე­მო­ვარ­დნა!

გა­უ­მარ­ჯოს დოის, რო­მე­ლიც კი­დევ ბევ­რჯერ იტყვის თა­ვის სი­ტყვას ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ეს ნა­ძი­რა­ლე­ბი კი დარ­ჩე­ბი­ან, რო­გორც ღო­რე­ბი ტა­ლახ­ში!!!“ - ნა­ნუ­კა ლი­თა­ნიშ­ვი­ლი (თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი).

"არა­და,რო­გორ გა­მი­ხარ­და "სე­ი­ლე­მის პრო­ცე­სის" რე­პე­ტი­ცი­ე­ბი რომ და­ი­წყო! ვუ­თხა­რი კი­დეც, რა მა­გა­რია, მუ­შა­ო­ბა რომ და­ი­წყე... თან ასეთ მა­გარ პი­ე­სა­ზე-მეთ­ქი. და უცებ, ძა­ლი­ან სევ­დი­ან­მა, (თუმ­ცა, ჩვე­უ­ლი იუ­მო­რით) მი­პა­სუ­ხა: ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ გემი იძი­რე­ბა და მე ამ გემ­ზე მა­ინც "დაკ­ვრას" გან­ვაგ­რძო­ბო. არა­და, რო­გორ გა­მი­ხარ­და... სა­დღაც.. მა­ინც... მე­გო­ნა...“ - ეკა ჩხე­ი­ძე (მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი).

"16 აპ­რი­ლი ღა­ლა­ტის დღე! დღე ქრის­ტეს 30 ვერ­ცხლად გა­ყიდ­ვი­სა! ასე გა­ი­ყი­და ეს ქვე­ყა­ნაც! ჯვარ­ცმა ახ­ლოვ­დე­ბა, რა­საც გარ­და­უ­ვა­ლი აღ­დგო­მა მოს­დევს თან, რაც მა­რა­დი­ულ სი­ცო­ცხლეს ნიშ­ნავს“ - ნანა ბუ­თხუ­ზი (ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რი).

"ნა­მუ­სი რომ გე­ყო­ფა, გა­ბე­დავ და დო­ი­ზე იტყვი “თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას ვერ ას­რუ­ლებ­დაო!..“ - ანკა ვა­სა­ძე (მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი).

"აბა, რო­გორ ხართ ჯიგ­რე­ბო?! დო­ი­კოს, რომ გა­ი­ძა­ხო­დით და გე­ა­მა­ყე­ბო­დათ მას­თან “ბლი­ჟ­ნი” მე­გობ­რო­ბა. 12 წლი­დან გიც­ნობ. ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­დი შენი ნი­ჭით, ერ­თგუ­ლე­ბით და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბით! კი­დევ ბევ­რი ღირ­სე­ბა გაქვს და ეს იცის ყვე­ლამ ვი­საც შენ­თან უმუ­შა­ვია ან თუნ­დაც ერთხელ მა­ინც შეგ­ხვედ­რია! ხო და შენ გა­გი­მარ­ჯოს, ჩემო მე­გო­ბა­რო! მიყ­ვარ­ხართ დო­ი­აშ­ვი­ლე­ბო!“ - ეკა ნი­ჟა­რა­ძე (მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი).

"ხომ ბევ­რს გა­გი­ხარ­დათ?! ჰოდა, დრო­ნი მე­ფო­ბენ…! თქვენც ფრთხი­ლად იყა­ვით! მა­ინც!“ - მაია დო­ბორჯგი­ნი­ძე (თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რი).

ზურა ყიფ­ში­ძე, მა­ი­კო გე­ლო­ვა­ნი, ნა­ნუ­კა ლი­თა­ნიშ­ვი­ლი - ფოტო სპექ­ტაკ­ლი­დან "მეფე ლირი“

"რისი ეში­ნია რე­ჟიმს ყვე­ლა­ზე მე­ტად? თა­ვი­სუ­ფა­ლი, ნი­ჭი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ერ­თგუ­ლი, მებ­რძო­ლი და და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის! ასეთ ადა­მი­ა­ნებს ებ­რძვი­ან, და სა­მა­გა­ლი­თოდ სჯი­ან, ამის მა­გა­ლი­თია რე­ჟი­მის ტყვე­ე­ბი, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ვინც სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ასე მო­ექ­ცნენ თე­მურ ჩხე­ი­ძის სა­ხე­ლოს­ნოს, დღეს დოის და ახალ თე­ატრს! ჩემი სო­ლი­და­რო­ბა მათ!!! არ შე­ვე­გუ­ე­ბით“, - მა­ი­კო გე­ლო­ვა­ნი (თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი).

და­სას­რულ, მარ­თა­ლია, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზად სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან თე­ატ­რში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სის შე­ფერ­ხე­ბა და­სა­ხელ­და, მაგ­რამ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თა­ვად რე­ჟი­სო­რის და თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებს უკავ­ში­რებს. ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დო­ი­აშ­ვილს არ­სად უშ­ვე­ბენ. რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი და ვინ და­ი­კა­ვებს დო­ი­აშ­ვი­ლის სა­ვარ­ძელს კან­დი­და­ტებ­ზე ჯერ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო არ სა­უბ­რობს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ეს არ არის ერთი ადამიანის მოხსნა, ეს არის თეატრის დახურვა..." - როგორ ეხმაურება თეატრალური საზოგადოება დავით დოიაშვილს გათავისუფლებას?

"ეს არ არის ერთი ადამიანის მოხსნა, ეს არის თეატრის დახურვა..." - როგორ ეხმაურება თეატრალური საზოგადოება დავით დოიაშვილს გათავისუფლებას?

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრომ მოულოდნელად გაათავისუფლა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილი. სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება თეატრში შემოქმედებითი პროცესის ხანგრძლივი შეფერხებით არის განპირობებული, მიუხედავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან უწყვეტი დაფინანსებისა.

უწყება ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო თეატრი ანგარიშვალდებულია და ვალდებულია შეასრულოს მისთვის დასახული მიზნები, რაც უწყვეტ შემოქმედებით საქმიანობას გულისხმობს. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, თეატრის ხელმძღვანელობამ ეს ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ, ერთ საათში,თეატრის წინ, დავით დოიაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ მსახიობები და რეჟისორები სხვადასხვა თეატრებიდან. დავით დოიაშვილმა ახალი თეატრის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ მისი გათავისუფლება მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, თეატრი სცენაზე არ დაბრუნდებოდა, სანამ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე არ გათავისუფლდებოდა, რამაც, სავარაუდოდ, მისი გათავისუფლება გამოიწვია. დოიაშვილმა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა საზოგადოებას.

“მე წავალ თუ მოვალ, მთავარი არ არის, მთავარი არის, რომ რომ გამოუშვით პოლიტპატიმრები, გამოუშვით სასწრაფოდ!” - თქვა დავით დოიაშვილმა, როცა ახალ თეატრთან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავდა. (წაიკითხეთ სრულად)

"არსებობს პოლიტიკა და არსებობს კიდევ ქართული თეატრის მომავალი. დავით დოიაშვილი იყო ის ადამიანი, ვისაც ქართული თეატრი წინ მიჰყავდა, საუკეთესო რეჟისორი იყო ქართველ რეჟისორებს შორის. მისი ასე გადაგდება იმიტომ, რომ ვინმეს რაღაცა არ მოსწონს, ეს არის დანაშაული ქართული კულტურის წინაშე. პოლიტიკა შეიცვლება, გაივლის ყველაფერი, მაგრამ კულტურის დაღუპვა და მკვლელობა არ შეიძლება“, - ეს განცხადება რეჟისორ ლევან წულაძეს ეკუთვნის, რომელიც გუშინ საღამოს აქციას ესწრებოდა.

  • დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე გამოხმაურება არ წყდება მეორე დღეა. სოციალურ ქსელში მსახიობები, რეჟისორები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მომხდარს აპროტესტებენ და ხელისუფლებას მიმართავენ

"ეს არაა ერთი ადამიანის მოხსნა, ესაა თეატრის დახურვა. დოი არ დაიკარგება, ჩემი თეატრის კარიც ღიაა მისთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვა თეატრიც გაუღებს კარს. მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ქართული თეატრი რომ დაიხურა ეს ფაქტია", - წერს "თავისუფალი თეატრის" დირექტორი, რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი.

"კარის მეზობელი და დიდი ხნის მეგობარი, შეუმდგარი ადამიანი უშვებს პროფესიონალ, გამბედავ, ახალგაზრდების მოყვარულსა და უნიჭიერეს ადამიანს თეატრიდან. ასეთია რეჟიმი. მაგიტომ მოგწონთ. მორჩა...“ - ეს განცხადება ცნობილ პიანისტ გიორგი გიგაშვილს ეკუთვნის და თავის სტატუსში კულტურის ამჟამინდელ მინისტრს თინათინ რუხაძეს მიმართავს.

"დათო დოიაშვილის განთავისუფლება არასწორია! არასწორი!“ - წერს რეჟისორი ქეთი დოლიძე, რომელიც დღემდე ამჟამინდელი ხელისუფლების მომხრედ მიიჩნევა.

დოიაშვილის გათავისუფლებას სხვადასხვა თეატრების მსახიობები ეხმაურებიან. მათ შორის არიან, თავისუფალი, მარჯანიშვილის და თუმანიშვილის თეატრების დასის წევრები.

"დოი ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ძალიან ახლო მეგობარი, ჩვენ ერთად ვსწავლობდით მიშა თუმანიშვილის ჯგუფში და საკმაოდ საინტერესო ცხოვრება გავიარეთ ბევრი ქარცეცხლითა და თავგადასავლებით. ჩემი პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სპექტაკლები სწორედ მას უკავშირდება, მასთან ერთად მუშაობას და ფეხის ადგმას ჩემს პროფესიაში, ამიტომ - მე ძალიან კარგად ვიცი მისი სიყვარული თეატრისადმი, მისი სიყვარული და თავგანწირვა პროფესიისადმი, მისი უზომო შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი, დაუღალავი და ოპტიმიზმით სავსე ადამიანი, რომელიც დღეს ამ უღირსების მიერ იქნა გათავისუფლებული თეატრიდან! ეს შურისძიებაა, მაგრამ ამით ვერავის ვერ შეაშინებთ, უბრალოდ გრცხვენოდეთ!!! არავინ გაბედოს აქ რაიმე ქოცთა- გამართლების არგუმენტებით შემოვარდნა!

გაუმარჯოს დოის, რომელიც კიდევ ბევრჯერ იტყვის თავის სიტყვას ხელოვნებაში, ეს ნაძირალები კი დარჩებიან, როგორც ღორები ტალახში!!!“ - ნანუკა ლითანიშვილი (თუმანიშვილის თეატრი).

"არადა,როგორ გამიხარდა ,,სეილემის პროცესის" რეპეტიციები რომ დაიწყო! ვუთხარი კიდეც, რა მაგარია, მუშაობა რომ დაიწყე... თან ასეთ მაგარ პიესაზე-მეთქი. და უცებ, ძალიან სევდიანმა, (თუმცა, ჩვეული იუმორით) მიპასუხა: ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გემი იძირება და მე ამ გემზე მაინც "დაკვრას" განვაგრძობო. არადა, როგორ გამიხარდა... სადღაც.. მაინც... მეგონა...“ - ეკა ჩხეიძე (მარჯანიშვილის თეატრი).

"16 აპრილი ღალატის დღე! დღე ქრისტეს 30 ვერცხლად გაყიდვისა! ასე გაიყიდა ეს ქვეყანაც! ჯვარცმა ახლოვდება, რასაც გარდაუვალი აღდგომა მოსდევს თან, რაც მარადიულ სიცოცხლეს ნიშნავს“ - ნანა ბუთხუზი (ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი).

"ნამუსი რომ გეყოფა, გაბედავ და დოიზე იტყვი “თავის მოვალეობას ვერ ასრულებდაო!..“ - ანკა ვასაძე (მარჯანიშვილის თეატრი).

"აბა, როგორ ხართ ჯიგრებო?! დოიკოს, რომ გაიძახოდით და გეამაყებოდათ მასთან “ბლიჟნი” მეგობრობა. 12 წლიდან გიცნობ. ყოველთვის გამოირჩეოდი შენი ნიჭით, ერთგულებით და სამართლიანობით! კიდევ ბევრი ღირსება გაქვს და ეს იცის ყველამ ვისაც შენთან უმუშავია ან თუნდაც ერთხელ მაინც შეგხვედრია! ხო და შენ გაგიმარჯოს, ჩემო მეგობარო! მიყვარხართ დოიაშვილებო!“ - ეკა ნიჟარაძე (მარჯანიშვილის თეატრი).

"ხომ ბევრს გაგიხარდათ?! ჰოდა, დრონი მეფობენ…! თქვენც ფრთხილად იყავით! მაინც!“ - მაია დობორჯგინიძე (თავისუფალი თეატრი).

ზურა ყიფშიძე, მაიკო გელოვანი, ნანუკა ლითანიშვილი - ფოტო სპექტაკლიდან "მეფე ლირი“

"რისი ეშინია რეჟიმს ყველაზე მეტად? თავისუფალი, ნიჭიერი, განათლებული, ერთგული, მებრძოლი და დაუმორჩილებელი ადამიანების! ასეთ ადამიანებს ებრძვიან, და სამაგალითოდ სჯიან, ამის მაგალითია რეჟიმის ტყვეები, უამრავი ადამიანი ვინც სამსახურებიდან გაათავისუფლეს, ასე მოექცნენ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს, დღეს დოის და ახალ თეატრს! ჩემი სოლიდარობა მათ!!! არ შევეგუებით“, - მაიკო გელოვანი (თუმანიშვილის თეატრი).

დასასრულ, მართალია, დავით დოიაშვილის მოულოდნელი გათავისუფლების მიზეზად სამინისტროს მხრიდან თეატრში შემოქმედებითი პროცესის შეფერხება დასახელდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას, თავად რეჟისორის და თეატრალური საზოგადოების დიდი ნაწილი პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები ამბობენ, რომ დოიაშვილს არსად უშვებენ. როგორ განვითარდება პროცესები და ვინ დაიკავებს დოიაშვილის სავარძელს კანდიდატებზე ჯერ კულტურის სამინისტრო არ საუბრობს.

იხილეთ ასევე: