ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მეტოქე ცნობილია - ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ საპასუხო მატჩში "არსენალმა“ "რეალი“ გასვლაზე დაამარცხა, ანგარიშით 2:1 და ნახევარფინალში ისტორიაში მესამედ გავიდა - 16 წლის შემდეგ კი პირველად.
ლონდონში 0:3 წაგების შემდეგ "სამეფო გუნდი“ ურთულეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა მისმა მწვრთნელმა ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო. სტუმრებს დებიუტშივე მიეცათ შესანიშნავი შანსი, მაგრამ საკას შესრულებული პენალტი კურტუამ მოიგერია. მერე მსაჯმა თერთმეტმეტრიანი რაიას კარში დანიშნა, კარგა ხანი ეპიზოდის გადამოწმებას VAR-ი მოუნდა, საბოლოოდ არბიტრმა ვიდეოგამეორება ნახა, მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და პირველი ტაიმი 0:0 ისე დასრულდა, მასპინძლებს მეტოქის კარში ბურთი არ დაურტყამთ.
65-ე წუთზე საკამ "მეთოფეები“ დააწინაურა, თუმცა ვინისიუსმა მალევე აღადგინა თანაფარდობა. 75-ე წუთზე ტრავმირებული მბაპე დიასმა შეცვალა. კომპენსირებულ დროში კი კურტუას კარი მარტინელიმ დალაშქრა და ინგლისურმა გუნდმა გაიმარჯვა.
"არსენალი“ 1/2-ფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდება - 29 აპრილს ლონდონში, ხოლო 7 მაისს პარიზში.
მ