მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში სტილისტს რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით, 5 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯეს - მას მეზობელმა უჩივლა
რუსეთში სტილისტს რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით, 5 წლითა და 2  თვით პატიმრობა მიუსაჯეს - მას მეზობელმა უჩივლა

პე­ტერ­ბურ­გელ სტი­ლისტს, ანა ალექ­სან­დრო­ვას, რუ­სე­თის არ­მი­ის შე­სა­ხებ ყალ­ბი ამ­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ბრალ­დე­ბით, ხუთი წლი­თა და ორი თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ალექ­სან­დრო­ვას მე­ზო­ბელ­მა იჩივ­ლა და ამ­ტკი­ცებ­და, რომ სტი­ლის­ტმა მის ქა­ლიშ­ვილს უკ­რა­ი­ნა­ში ომის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­უგ­ზავ­ნა. რუ­სულ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ კი შემ­დეგ და­ად­გი­ნა, რომ ქალი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც აქ­ვეყ­ნებ­და პოს­ტებს, სა­დაც ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია იყო რუ­სუ­ლი არ­მი­ის შე­სა­ხებ.

  • თა­ვად ალექ­სან­დრო­ვა უარ­ყოფს ბრალ­დე­ბას და ამ­ბობს, რომ მისი მე­ზობ­ლის ქცე­ვა მი­წის ნაკ­ვეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ვით არის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და რომ მას არა­ვის­თვის არა­ფე­რი გა­უგ­ზავ­ნია.

ანა ალექ­სან­დრო­ვა 47 წლის არის და ორი შვი­ლის დე­დაა. ის თავ­და­პირ­ვე­ლად 2023 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ა­კა­ვეს მას შემ­დეგ რაც გა­ა­ზი­ა­რა რვა პოს­ტი ორი ანო­ნი­მუ­რი ან­გა­რი­ში­დან რუ­სულ სო­ცი­ა­ლურ ქსელ Vkontakte-ში. რო­დე­საც BBC-ის რუ­სუ­ლი ბი­უ­როს რე­დაქ­ტო­რი, სა­სა­მარ­თლოს ეწ­ვია, ალექ­სან­დრო­ვას ად­ვო­კატ­მა უთხრა, რომ საქ­მე თავ­და­პირ­ვე­ლად მი­წის გამო და­ვას უკავ­შირ­დე­ბო­და.

  • "ერთი მხა­რე წა­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში, მაგ­რამ ვე­რა­ფერს მი­აღ­წია და საქ­მე აღიძ­რა მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც გაჩ­ნდა ბრალ­დე­ბა "ჯა­რის შე­სა­ხებ ყალ­ბი ამ­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ზე", - თქვა ად­ვო­კატ­მა ანას­ტა­სია პი­ლი­პენ­კომ.

გა­ირ­კვა, რომ ანა ალექ­სან­დრო­ვა და მისი მე­ზო­ბე­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად ერთ მხა­რეს იყ­ვნენ და ისი­ნი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ ტყე­ე­ბის გა­ჩე­ხას პე­ტერ­ბურ­გის სამ­ხრე­თით, ერთ-ერთ სო­ფელ­ში. მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ისი­ნი სხვა­დას­ხვა მხა­რეს აღ­მოჩ­ნდნენ და და­პი­რის­პი­რე­ბა უფრო და უფრო მწვავ­დე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ კი, რო­დე­საც მი­წას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ვის გამო საქ­მე არ აღიძ­რა, მე­ზო­ბელ­მა იჩივ­ლა ჯა­რის შე­სა­ხებ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის.

ცნო­ბის­თვის, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია და სამ­ხედ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ ყალ­ბი ამ­ბე­ბის გან­ზრახ გავ­რცე­ლე­ბა, რუ­სეთ­ში და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბა. ომის და­წყე­ბის დღი­დან კრემ­ლმა გა­აძ­ლი­ე­რა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბის შე­ზღუდ­ვა, და­ა­კა­ვა ასო­ბით ოპო­ნენ­ტი და კრი­ტი­კო­სი, გა­ა­ჩუ­მა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რუსეთში სტილისტს რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით, 5 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯეს - მას მეზობელმა უჩივლა

რუსეთში სტილისტს რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით, 5 წლითა და 2  თვით პატიმრობა მიუსაჯეს - მას მეზობელმა უჩივლა

პეტერბურგელ სტილისტს, ანა ალექსანდროვას, რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით, ხუთი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურატურაში ალექსანდროვას მეზობელმა იჩივლა და ამტკიცებდა, რომ სტილისტმა მის ქალიშვილს უკრაინაში ომის ამსახველი ფოტოები გაუგზავნა. რუსულმა გამოძიებამ კი შემდეგ დაადგინა, რომ ქალი სოციალურ ქსელშიც აქვეყნებდა პოსტებს, სადაც ყალბი ინფორმაცია იყო რუსული არმიის შესახებ.

  • თავად ალექსანდროვა უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ მისი მეზობლის ქცევა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავით არის მოტივირებული და რომ მას არავისთვის არაფერი გაუგზავნია.

ანა ალექსანდროვა 47 წლის არის და ორი შვილის დედაა. ის თავდაპირველად 2023 წლის ნოემბერში დააკავეს მას შემდეგ რაც გააზიარა რვა პოსტი ორი ანონიმური ანგარიშიდან რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-ში. როდესაც BBC-ის რუსული ბიუროს რედაქტორი, სასამართლოს ეწვია, ალექსანდროვას ადვოკატმა უთხრა, რომ საქმე თავდაპირველად მიწის გამო დავას უკავშირდებოდა.

  • "ერთი მხარე წავიდა პოლიციაში, მაგრამ ვერაფერს მიაღწია და საქმე აღიძრა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაჩნდა ბრალდება "ჯარის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაზე", - თქვა ადვოკატმა ანასტასია პილიპენკომ.

გაირკვა, რომ ანა ალექსანდროვა და მისი მეზობელი თავდაპირველად ერთ მხარეს იყვნენ და ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ტყეების გაჩეხას პეტერბურგის სამხრეთით, ერთ-ერთ სოფელში. მაგრამ საბოლოოდ, ისინი სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ და დაპირისპირება უფრო და უფრო მწვავდებოდა. საბოლოოდ კი, როდესაც მიწასთან დაკავშირებული დავის გამო საქმე არ აღიძრა, მეზობელმა იჩივლა ჯარის შესახებ ყალბი ინფორმაციების გავრცელებისთვის.

ცნობისთვის, შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია და სამხედროების შესახებ ყალბი ამბების განზრახ გავრცელება, რუსეთში დანაშაულად ითვლება. ომის დაწყების დღიდან კრემლმა გააძლიერა განსხვავებული აზრების შეზღუდვა, დააკავა ასობით ოპონენტი და კრიტიკოსი, გააჩუმა დამოუკიდებელი მედია.