მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასკის "ჰარემი" და "ბავშვების ლეგიონი" - რა არის ცნობილი ადგილზე, სადაც ილონს სურს, რომ მისი შვილების დედებმა ერთად იცხოვრონ
მასკის "ჰარემი" და "ბავშვების ლეგიონი" - რა არის ცნობილი ადგილზე, სადაც ილონს სურს, რომ მისი შვილების დედებმა ერთად იცხოვრონ

ახალ­გაზ­რდა ქალი ეშლი სენტ კლე­რი, რო­მელ­საც მი­ლი­არ­დერ ილონ მას­კის­გან შვი­ლი ჰყავს, ამ­ბობს, რომ მასკმა მას მი­ლი­ო­ნე­ბი შეს­თა­ვა­ზა დუ­მი­ლის სა­ნაც­ვლოდ, რა­საც ქალი არ და­თან­ხმდა..

  • 26 წლის ინფლუ­ენ­სერ­მა თქვა, რომ მას­კის­გან ბავ­შვი მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში გა­ა­ჩი­ნა. მან და­სა­დას­ტუ­რებ­ლად დნმ-ის ტეს­ტის პა­სუ­ხიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

სა­ჯა­როდ ცნო­ბი­ლია, რომ ახალ­შო­ბი­ლი მი­ლა­ირ­დე­რის მე-14 შვი­ლია. თუმ­ცა სხვა­დას­ხვა წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ილონს გა­ცი­ლე­ბით მეტი რა­ო­დე­ნო­ბის შვი­ლი ჰყავს.

სენტ კლე­რის თქმით, ბი­ჭუ­ნას რო­მუ­ლუ­სი და­არ­ქვეს. მასკს სა­ჯა­როდ არას­დროს უღი­ა­რე­ბია, რომ ბავ­შვი მი­სია და წყვილს შო­რის ამ­ჟა­მად სა­სა­მარ­თლო და­ვაა.

  • ქალი DailyMail-თან ამ­ბობს, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვი­სას ის უამ­რავ ფი­ნან­სურ სირ­თუ­ლეს აწყდე­ბა და თა­ვი­სი Tesla-ც კი გა­ყი­და.

კლე­რის თქმით, მასკმა სი­ჩუ­მის სა­ნაც­ვლოდ ერთჯე­რა­დად 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, პლუს თვე­ში 100 000 დო­ლა­რი შეს­თა­ვა­ზა. ილო­ნის სურ­ვი­ლი იყო, რომ ქალს ბავ­შვის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ეთ­ქვა, სა­ნამ ის 21 წლის არ გახ­დე­ბო­და.

  • კლერს მას­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ჯა­რედ ბირ­ჩოლ­მა უთხრა, რომ შე­თან­ხმე­ბე­ბი (გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სის) მასკს თა­ვი­სი სხვა შვი­ლე­ბის დე­დებ­თა­ნაც აქვს, რო­მელ­თა შო­რი­საც არი­ან პოპ-ვარ­სკვლა­ვი გრა­იმ­სი და Neuralink-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ში­ვონ ზი­ლი­სი.

რო­გორც კლე­რი იხ­სე­ნებს, მასკმა მო­ი­თხო­ვა, რომ მას მშო­ბი­ა­რო­ბა სა­კე­ის­რო კვე­თით გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რად­გან ილონს სჯე­რა, რომ ასე და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი უფრო ჭკვი­ა­ნია. სენტ კლერს, რო­მე­ლიც ებ­რა­ე­ლია, ბუ­ნებ­რი­ვად მშო­ბი­ა­რო­ბა უნ­დო­და და ამი­ტომ, ამ მო­თხოვ­ნა­ზე მი­ლი­არ­დერს უარი უთხრა.

წყვილ­მა 2023 წლის გა­ზა­ფხულ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­იც­ნო ერ­თმა­ნე­თი და მასკმა ის X-ის ოფი­სის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად, სან-ფრან­ცის­კო­ში და­პა­ტი­ჟა. სა­ბო­ლო­ოდ, მი­ლი­არ­დერ­მა გო­გო­ნა თა­ვი­სი კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით, როდ-აი­ლენდში წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც ერთ-ერთი შვი­ლი უნდა მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა. მას­კი ხში­რად სა­უბ­რობ­და სენტ კლერ­თან შვი­ლე­ბის ყო­ლა­ზე და რო­გორც ქალი იხ­სე­ნებს, პირ­ვე­ლი სექ­სის შემ­დეგ უკვე ეუბ­ნე­ბო­და, რომ ბავ­შვის სა­ხე­ლი აერ­ჩია. 2024 წელს, ახა­ლი წლის შემ­დეგ, არ­და­დე­გებ­ზე სენტ კლერ­მა მას უთხრა, რომ ოვუ­ლა­ცია ჰქონ­და. მასკმა იკი­თხა: "რას ვე­ლო­დე­ბით?" სენტ კლერ­მა თქვა, რომ რო­მუ­ლუ­სი მა­ლე­ვე ჩა­ი­სა­ხა.

  • ქალი ჰყვე­ბა, რომ მასკმა სცა­და, სენტ კლე­რი ოს­ტი­ნის "კომ­პლექსში" გა­და­ეყ­ვა­ნა, რათა მათ დრო ერ­თად გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ მი­ლი­არ­დე­რის "ბავ­შვე­ბის ლე­გი­ონ­თან" ერ­თად, რო­გორც ის თა­ვად უწო­დებს.

"დე­ი­ლი მე­ი­ლის" ცნო­ბით, მასკს სურს ერ­თსა და იმა­ვე სა­მე­ზობ­ლო­ში რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მო­ა­წყოს, სა­დაც მისი შვი­ლე­ბი და შვი­ლე­ბის დე­დე­ბი ერ­თად იცხოვ­რე­ბენ. მას­კის შვი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი ინ­სა­ი­დე­რე­ბის თქმით, "ბევ­რად მე­ტია", ვიდ­რე ცნო­ბი­ლია.

დე­დე­ბი­დან ერთ-ერთი, ვინც ამ ად­გი­ლას ცხოვ­რობს, ზი­ლი­სია, ამ ად­გილს ზოგ­ჯერ მას­კიც აკი­თხავს. წყა­როს ცნო­ბით, იქ ცხოვ­რე­ბა ილონ­მა გრა­იმსსაც შეს­თა­ვა­ზა, რა­ზეც უარი მი­ი­ღო.

ზი­ლი­სი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც მას­კის "და­მას­ტა­ბი­ლუ­რე­ბე­ლი ძალა", რო­მელ­საც "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი" აქვს მის ცხოვ­რე­ბა­ში. მას­კი მას­თან დროს ატა­რებს და ხში­რად იწ­ვევს მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, მათ შო­რის - თეთრ სახ­ლში.

ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას­კი კვლავ ახა­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი დე­დე­ბის ძი­ე­ბას აგ­რძე­ლებს, მათ შო­რის კი მომ­ხიბ­ვლე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ტი­ფა­ნი ფონ­გია, რო­მელ­საც მასკმა ჰკი­თხა, სურ­და თუ არა მას “ლე­გი­ონ­ში შეს­ვლა”.

ფონ­გმა უარი უთხრა და აღ­ნიშ­ნა, რომ მას უფრო ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხი სურს. მი­სი­ვე თქმით, ის მასკს პი­რა­დად არას­დროს შეხ­ვედ­რია.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

მასკის "ჰარემი" და "ბავშვების ლეგიონი" - რა არის ცნობილი ადგილზე, სადაც ილონს სურს, რომ მისი შვილების დედებმა ერთად იცხოვრონ

მასკის "ჰარემი" და "ბავშვების ლეგიონი" - რა არის ცნობილი ადგილზე, სადაც ილონს სურს, რომ მისი შვილების დედებმა ერთად იცხოვრონ

ახალგაზრდა ქალი ეშლი სენტ კლერი, რომელსაც მილიარდერ ილონ მასკისგან შვილი ჰყავს, ამბობს, რომ მასკმა მას მილიონები შესთავაზა დუმილის სანაცვლოდ, რასაც ქალი არ დათანხმდა..

  • 26 წლის ინფლუენსერმა თქვა, რომ მასკისგან ბავშვი მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში გააჩინა. მან დასადასტურებლად დნმ-ის ტესტის პასუხიც გამოაქვეყნა.

საჯაროდ ცნობილია, რომ ახალშობილი მილაირდერის მე-14 შვილია. თუმცა სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ილონს გაცილებით მეტი რაოდენობის შვილი ჰყავს.

სენტ კლერის თქმით, ბიჭუნას რომულუსი დაარქვეს. მასკს საჯაროდ არასდროს უღიარებია, რომ ბავშვი მისია და წყვილს შორის ამჟამად სასამართლო დავაა.

  • ქალი DailyMail-თან ამბობს, რომ სამართლებრივი დავისას ის უამრავ ფინანსურ სირთულეს აწყდება და თავისი Tesla-ც კი გაყიდა.

კლერის თქმით, მასკმა სიჩუმის სანაცვლოდ ერთჯერადად 15 მილიონი დოლარი, პლუს თვეში 100 000 დოლარი შესთავაზა. ილონის სურვილი იყო, რომ ქალს ბავშვის შესახებ არაფერი ეთქვა, სანამ ის 21 წლის არ გახდებოდა.

  • კლერს მასკის წარმომადგენელმა, ჯარედ ბირჩოლმა უთხრა, რომ შეთანხმებები (განსხვავებული შინაარსის) მასკს თავისი სხვა შვილების დედებთანაც აქვს, რომელთა შორისაც არიან პოპ-ვარსკვლავი გრაიმსი და Neuralink-ის აღმასრულებელი დირექტორი, შივონ ზილისი.

როგორც კლერი იხსენებს, მასკმა მოითხოვა, რომ მას მშობიარობა საკეისრო კვეთით გაეკეთებინა, რადგან ილონს სჯერა, რომ ასე დაბადებული ბავშვი უფრო ჭკვიანია. სენტ კლერს, რომელიც ებრაელია, ბუნებრივად მშობიარობა უნდოდა და ამიტომ, ამ მოთხოვნაზე მილიარდერს უარი უთხრა.

წყვილმა 2023 წლის გაზაფხულზე სოციალურ ქსელში გაიცნო ერთმანეთი და მასკმა ის X-ის ოფისის დასათვალიერებლად, სან-ფრანცისკოში დაპატიჟა. საბოლოოდ, მილიარდერმა გოგონა თავისი კერძო თვითმფრინავით, როდ-აილენდში წაიყვანა, სადაც ერთ-ერთი შვილი უნდა მოენახულებინა. მასკი ხშირად საუბრობდა სენტ კლერთან შვილების ყოლაზე და როგორც ქალი იხსენებს, პირველი სექსის შემდეგ უკვე ეუბნებოდა, რომ ბავშვის სახელი აერჩია. 2024 წელს, ახალი წლის შემდეგ, არდადეგებზე სენტ კლერმა მას უთხრა, რომ ოვულაცია ჰქონდა. მასკმა იკითხა: "რას ველოდებით?" სენტ კლერმა თქვა, რომ რომულუსი მალევე ჩაისახა.

  • ქალი ჰყვება, რომ მასკმა სცადა, სენტ კლერი ოსტინის "კომპლექსში" გადაეყვანა, რათა მათ დრო ერთად გაეტარებინათ მილიარდერის "ბავშვების ლეგიონთან" ერთად, როგორც ის თავად უწოდებს.

"დეილი მეილის" ცნობით, მასკს სურს ერთსა და იმავე სამეზობლოში რამდენიმე საცხოვრებელი მოაწყოს, სადაც მისი შვილები და შვილების დედები ერთად იცხოვრებენ. მასკის შვილების რაოდენობა კი ინსაიდერების თქმით, "ბევრად მეტია", ვიდრე ცნობილია.

დედებიდან ერთ-ერთი, ვინც ამ ადგილას ცხოვრობს, ზილისია, ამ ადგილს ზოგჯერ მასკიც აკითხავს. წყაროს ცნობით, იქ ცხოვრება ილონმა გრაიმსსაც შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

ზილისი განიხილება, როგორც მასკის "დამასტაბილურებელი ძალა", რომელსაც "განსაკუთრებული სტატუსი" აქვს მის ცხოვრებაში. მასკი მასთან დროს ატარებს და ხშირად იწვევს მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, მათ შორის - თეთრ სახლში.

ამ ყველაფრის ფონზე, როგორც ცნობილია, მასკი კვლავ ახალი პოტენციური დედების ძიებას აგრძელებს, მათ შორის კი მომხიბვლელი ჟურნალისტი, ტიფანი ფონგია, რომელსაც მასკმა ჰკითხა, სურდა თუ არა მას “ლეგიონში შესვლა”.

ფონგმა უარი უთხრა და აღნიშნა, რომ მას უფრო ტრადიციული ოჯახი სურს. მისივე თქმით, ის მასკს პირადად არასდროს შეხვედრია.

წყარო