პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულხან მოლაშვილის მდგომარეობა ქაღალდების მიხედვითაც კი, იმდენად მძიმე იყო, რომ გარდაუვალი რისკი იყო მისი ციხეშივე დაღუპვის" - თეა წულუკიანი
"სულხან მოლაშვილის მდგომარეობა ქაღალდების მიხედვითაც კი, იმდენად მძიმე იყო, რომ გარდაუვალი რისკი იყო მისი ციხეშივე დაღუპვის" - თეა წულუკიანი

"სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ქა­ღალ­დე­ბის მი­ხედ­ვი­თაც კი, იმ­დე­ნად მძი­მე იყო, რომ გარ­და­უ­ვა­ლი რის­კი იყო მისი ცი­ხე­ში­ვე და­ღუპ­ვის - გა­მო­ვი­დეს ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი და თქვას მხო­ლოდ ერთი სი­ტყვა, კარ­გია ეს, თუ ცუ­დია. ჩვენ მეტი მის­გან არა­ფერს ვი­თხოვთ და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ის, პი­რა­დად შე­წყვეტს სა­ა­კაშ­ვილ­ზე და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ ზრუნ­ვას და დარდს", - ასე მი­მარ­თა დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლელ დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე დღეს კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მე გა­ნი­ხი­ლეს, საქ­მის ფარ­გლებ­ში კო­მი­სი­ის კი­თხვებს უპა­სუ­ხა მო­ლაშ­ვი­ლის მა­მამ, თა­მაზ მო­ლაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნი­სას მისი შვი­ლის წა­მე­ბის ფაქ­ტებ­ზე ისა­უბ­რა. ამ დროს კო­მი­სი­ის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა მი­მარ­თა ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს, რომ „გა­მო­ეხ­მა­უ­როს კო­მი­სი­ის იმ მსხვერ­პლე­ბის გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც არი­ან პირ­ველ­წყა­რო­ე­ბი“. მა­ჭა­რაშ­ვი­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, თეა წუ­ლუ­კი­ან­მაც გა­ი­ზი­ა­რა.

ამას­თან, რო­გორც წუ­ლუ­კი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რო­დე­საც სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მე სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­ში შე­ვი­და, მა­შინ ის სტრას­ბურ­გში მუ­შა­ობ­და. წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან ჩან­და, რომ სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში ნა­წა­მე­ბი იყო. მი­სი­ვე თქმით, მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე იმ პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ცერთ სა­ელ­ჩოს რე­ა­გი­რე­ბა არ ჰქო­ნია

"კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ელ­ჩო­ე­ბი, უცხო­ე­ლე­ბი ისე იქ­ცე­ოდ­ნენ, რომ ვი­თომ არა­ფე­რი ხდე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის გზა უნდა გა­ეწ­მინ­დათ აღ­ზე­ვე­ბის­კენ და სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი და მისი საქ­მე რე­ა­ლუ­რად იყო წი­ნა­ღო­ბა. არ­სე­ბობ­და მა­თი­ას იორ­შის (ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე), ასე ვთქვათ, ოქ­როს თვითმხილ­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბა. სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მემ­დე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს არც ერთხელ არ ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, არამ­ცთუ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, და­ე­ვა­ლე­ბი­ნა პა­ტი­მარს უმ­კურ­ნა­ლე ცი­ხე­შიო, ვი­ნა­ი­დან ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი იმ დროს, გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, დე­პორ­ტა­ცი­ე­ბის, გა­ძე­ვე­ბის, ექ­სტრა­დი­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ან კი­დევ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც მა­გა­ლი­თად, ოჯა­ხი უნდა გა­იხ­ლი­ჩოს თუკი ქმარს გა­ა­ძე­ვე­ბენ უცხო­ეთ­ში და ცოლ-შვი­ლი დარ­ჩე­ბა ად­გილ­სამ­ყო­ფელ ქვე­ყა­ნა­ში. სხვა შემ­თხვე­ვებ­ში ასე­თი ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი არ გა­ი­ცემ­და.

სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ქა­ღალ­დე­ბის მი­ხედ­ვი­თაც კი იყო იმ­დე­ნად მძი­მე, რომ გარ­და­უ­ვა­ლი რის­კი იყო მისი ცი­ხე­ში­ვე და­ღუპ­ვის. მა­შინ, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ შექ­მნა პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა და­ა­ვა­ლეს [სა­ხელ­მწი­ფოს] და ასე­ვე, მკურ­ნა­ლო­ბა C-ჰე­პა­ტიტ­ზე. სულ­ხან მო­ლაშ­ვილ­მა, შემ­დეგ ამ თა­ვი­სი პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტით, ძა­ლი­ან ბევრ პა­ტი­მარს გა­უხ­სნა გზა მის­კენ, რომ სტრას­ბურ­გში ეჩივ­ლათ და იგი­ვე ტი­პის დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის და­წე­სე­ბა მო­ი­თხო­ვა. ასე­თი იყო, ბა­ტო­ნო გუ­რამ, მა­შინ უცხო­ე­ლე­ბის ქცე­ვა.

მე შე­მიძ­ლია ჩემ კო­ლე­გებ­თან ერ­თად შე­ვუ­ერ­თდე თქვენ მო­წო­დე­ბას, რომ გა­მო­ვი­დეს ევ­რო­კავ­ში­რის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ელჩი და გაგ­ვცეს პა­სუ­ხი - სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის ბა­ტო­ნი, მამა, რო­მე­ლიც დღეს მობ­რძან­და და ჰყვე­ბა იმ წა­მე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილ­მა პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით სულ­ხან მო­ლაშ­ვილს სა­პა­ტიმ­რო­ში და­მარ­თა. ის მი­ნუს ერთ სარ­თულ­ზე დი­ლეგ­ში უჰა­ე­როდ ჰყავ­დათ დამ­წყვდე­უ­ლი, საჭ­მლის, სკა­მი­სა და სა­წო­ლის გა­რე­შე, და­უწ­ვეს ზურ­გი სი­გა­რე­ტის ნამ­წვა­ვე­ბით, ამ დროს რომ არ ეყ­ვი­რა, თავ­ზე ჩა­მო­აც­ვეს ცე­ლო­ფა­ნი და გუ­დავ­დნენ, არ უმ­კურ­ნა­ლეს C-ჰე­პა­ტიტ­ზე, გა­რეთ მყოფ ოჯახს აგა­რა­კი გა­და­ა­ცე­მი­ნეს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და ყვე­ლა­ფე­რი ის უბე­დუ­რე­ბა, რაც მოვ­ყე­ვით. გა­მო­ვი­დეს [ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი] და თქვას მხო­ლოდ ერთი სი­ტყვა, კარ­გია ეს, თუ ცუ­დია. ჩვენ მეტი მის­გან არა­ფერს ვი­თხოვთ და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ის, პი­რა­დად შე­წყვეტს სა­ა­კაშ­ვილ­ზე და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ ზრუნ­ვას და დარდს“, - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"სულხან მოლაშვილის მდგომარეობა ქაღალდების მიხედვითაც კი, იმდენად მძიმე იყო, რომ გარდაუვალი რისკი იყო მისი ციხეშივე დაღუპვის" - თეა წულუკიანი

"სულხან მოლაშვილის მდგომარეობა ქაღალდების მიხედვითაც კი, იმდენად მძიმე იყო, რომ გარდაუვალი რისკი იყო მისი ციხეშივე დაღუპვის" - თეა წულუკიანი

"სულხან მოლაშვილის მდგომარეობა ქაღალდების მიხედვითაც კი, იმდენად მძიმე იყო, რომ გარდაუვალი რისკი იყო მისი ციხეშივე დაღუპვის - გამოვიდეს ევროკავშირის ელჩი და თქვას მხოლოდ ერთი სიტყვა, კარგია ეს, თუ ცუდია. ჩვენ მეტი მისგან არაფერს ვითხოვთ და კარგი იქნება, თუ ის, პირადად შეწყვეტს სააკაშვილზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზრუნვას და დარდს", - ასე მიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის.

"ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის საქმე განიხილეს, საქმის ფარგლებში კომისიის კითხვებს უპასუხა მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა, რომელმაც პატიმრობაში ყოფნისას მისი შვილის წამების ფაქტებზე ისაუბრა. ამ დროს კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მიმართა ევროკავშირის ელჩს, რომ „გამოეხმაუროს კომისიის იმ მსხვერპლების განცხადებებს, რომლებიც არიან პირველწყაროები“. მაჭარაშვილის აღნიშნული განცხადება კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმაც გაიზიარა.

ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, როდესაც სულხან მოლაშვილის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევიდა, მაშინ ის სტრასბურგში მუშაობდა. წულუკიანის განმარტებით, საქმის მასალებიდან ჩანდა, რომ სულხან მოლაშვილი ციხეში ნაწამები იყო. მისივე თქმით, მოლაშვილის საქმეზე იმ პერიოდში, საქართველოში არცერთ საელჩოს რეაგირება არ ჰქონია

"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში საელჩოები, უცხოელები ისე იქცეოდნენ, რომ ვითომ არაფერი ხდება იმიტომ, რომ სააკაშვილისთვის გზა უნდა გაეწმინდათ აღზევებისკენ და სულხან მოლაშვილი და მისი საქმე რეალურად იყო წინაღობა. არსებობდა მათიას იორშის (ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე), ასე ვთქვათ, ოქროს თვითმხილველის განცხადება. სულხან მოლაშვილის საქმემდე სტრასბურგის სასამართლოს არც ერთხელ არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული იმის თაობაზე, რომ რომელიმე სახელმწიფოსთვის, არამცთუ საქართველოსთვის, დაევალებინა პატიმარს უმკურნალე ციხეშიო, ვინაიდან ასეთი დავალებები იმ დროს, გამოიყენებოდა, მხოლოდ და მხოლოდ, დეპორტაციების, გაძევების, ექსტრადიციების შემთხვევაში ან კიდევ ისეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, როდესაც მაგალითად, ოჯახი უნდა გაიხლიჩოს თუკი ქმარს გააძევებენ უცხოეთში და ცოლ-შვილი დარჩება ადგილსამყოფელ ქვეყანაში. სხვა შემთხვევებში ასეთი ტიპის დავალებები არ გაიცემდა.

სულხან მოლაშვილის მდგომარეობა ქაღალდების მიხედვითაც კი იყო იმდენად მძიმე, რომ გარდაუვალი რისკი იყო მისი ციხეშივე დაღუპვის. მაშინ, სტრასბურგის სასამართლომ შექმნა პირველი პრეცედენტი, რომ საავადმყოფოში გადაყვანა დაავალეს [სახელმწიფოს] და ასევე, მკურნალობა C-ჰეპატიტზე. სულხან მოლაშვილმა, შემდეგ ამ თავისი პირველი პრეცედენტით, ძალიან ბევრ პატიმარს გაუხსნა გზა მისკენ, რომ სტრასბურგში ეჩივლათ და იგივე ტიპის დროებითი ღონისძიების დაწესება მოითხოვა. ასეთი იყო, ბატონო გურამ, მაშინ უცხოელების ქცევა.

მე შემიძლია ჩემ კოლეგებთან ერთად შევუერთდე თქვენ მოწოდებას, რომ გამოვიდეს ევროკავშირის ამჟამინდელი ელჩი და გაგვცეს პასუხი - სულხან მოლაშვილის ბატონი, მამა, რომელიც დღეს მობრძანდა და ჰყვება იმ წამებაზე, რომელიც სააკაშვილმა პირადი შურისძიების მიზნით სულხან მოლაშვილს საპატიმროში დამართა. ის მინუს ერთ სართულზე დილეგში უჰაეროდ ჰყავდათ დამწყვდეული, საჭმლის, სკამისა და საწოლის გარეშე, დაუწვეს ზურგი სიგარეტის ნამწვავებით, ამ დროს რომ არ ეყვირა, თავზე ჩამოაცვეს ცელოფანი და გუდავდნენ, არ უმკურნალეს C-ჰეპატიტზე, გარეთ მყოფ ოჯახს აგარაკი გადააცემინეს სახელმწიფოსთვის და ყველაფერი ის უბედურება, რაც მოვყევით. გამოვიდეს [ევროკავშირის ელჩი] და თქვას მხოლოდ ერთი სიტყვა, კარგია ეს, თუ ცუდია. ჩვენ მეტი მისგან არაფერს ვითხოვთ და კარგი იქნება, თუ ის, პირადად შეწყვეტს სააკაშვილზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზრუნვას და დარდს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.