პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეხვედრა ალიევთან - რა თქვა ყაველაშვილმა პრესკონფერენციაზე? (ვიდეო)
შეხვედრა ალიევთან - რა თქვა ყაველაშვილმა პრესკონფერენციაზე? (ვიდეო)

აზერ­ბა­ი­ჯან­ში პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევს შეხ­ვდა.

„პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა­ზე ლი­დე­რებ­მა ხაზი გა­უს­ვეს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­მა­გა­ლი­თო სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში, მათ შო­რის სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ კო­ლე­გას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე ხაზი გა­ეს­ვა რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა მზად­ყოფ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მო­მა­ვალ­შიც გა­ნაგ­რძოს წვლი­ლის შე­ტა­ნა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში დი­ა­ლო­გი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ის ხელ­შე­წყო­ბის პრო­ცეს­ში.

ლი­დე­რებ­მა პი­რის­პირ შეხ­ვედ­რი­სას გა­ნი­ხი­ლეს ერ­თობ­ლი­ვი მას­შტა­ბუ­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დგო­მი გაღ­რმა­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი.

შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტებ­მა მე­დი­ი­სათ­ვის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს“, - ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

“სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის რან­გში ეს არის ჩემი პირ­ვე­ლი სა­გა­რეო ვი­ზი­ტი, რაც ხაზს უს­ვამს სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის არ­სე­ბულ გან­სა­კუთ­რე­ბულ კე­თილ­მე­ზობ­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ბა­ტონ ალი­ევ­თან შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უკვე მო­მე­ცა, ჩვენ გა­ვუ­ზი­ა­რეთ ერ­თმა­ნეთს მო­საზ­რე­ბე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯანს მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი სა­ნი­მუ­შო ურ­თი­ერ­თო­ბის, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ.

კარ­გად გვეს­მის რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნდო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და ვი­ცით სი­ტყვის ფასი. ჩვენ გვაქვს და­უ­წე­რელ კა­ნონ­თა და ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, რა­მაც გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა და მოგ­ვიყ­ვა­ნა დღემ­დე. სწო­რედ ამი­ტომ არის ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­გობ­რო­ბა ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და სა­მა­გა­ლი­თო,“ - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

შეხვედრა ალიევთან - რა თქვა ყაველაშვილმა პრესკონფერენციაზე? (ვიდეო)

შეხვედრა ალიევთან - რა თქვა ყაველაშვილმა პრესკონფერენციაზე? (ვიდეო)

აზერბაიჯანში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

„პირისპირ შეხვედრაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მიხეილ ყაველაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, რომ საქართველომ მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა სამხრეთ კავკასიაში დიალოგისა და დიპლომატიის ხელშეწყობის პროცესში.

ლიდერებმა პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ერთობლივი მასშტაბური სტრატეგიული პროექტები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს“, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“საქართველოს პრეზიდენტის რანგში ეს არის ჩემი პირველი საგარეო ვიზიტი, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ განსაკუთრებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას. მოხარული ვარ, რომ ბატონ ალიევთან შეხვედრის შესაძლებლობა უკვე მომეცა, ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები და შეხედულებები, საქართველო-აზერბაიჯანს მრავალგანზომილებიანი სანიმუშო ურთიერთობის, სამხრეთ კავკასიის რეგიონის გამოწვევებისა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ნდობა ურთიერთობაში და ვიცით სიტყვის ფასი. ჩვენ გვაქვს დაუწერელ კანონთა და ღირებულებათა ერთობლიობა, რამაც გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე. სწორედ ამიტომ არის ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობა ასეთი განსაკუთრებული და სამაგალითო,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.