მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შესაძლებელია თუ არა კუჭის წყლულის საბოლოოდ განკურნება? - გასტროენტეროლოგი თეონა ჯანაშია
შესაძლებელია თუ არა კუჭის წყლულის საბოლოოდ განკურნება? - გასტროენტეროლოგი თეონა ჯანაშია

ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია აზრი, რომ კუ­ჭის წყლუ­ლი გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად პა­თო­ლო­გი­ის გან­კურ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. პა­ცი­ენტს რჩე­ბა ნა­წი­ბუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ კვლავ შე­იძ­ლე­ბა პროგ­რე­სირ­დეს. სწო­რედ ამი­ტომ ფიქ­რობს ბევ­რი, რომ წყლუ­ლი გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა.

კუ­ჭის წყლუ­ლი გუ­ლის­ხმობს ად­გი­ლობ­რი­ვად ლორ­წო­ვა­ნი შრის და­ზი­ა­ნე­ბას კუნ­თო­ვან შრემ­დე. სა­წყის ეტაპ­ზე კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მა­ში ჩნდე­ბა ერო­ზია, რო­მე­ლიც უყუ­რა­დღე­ბო­ბის ან არა­სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­იზ­რდე­ბა წყლუ­ლად. და­ა­ვა­დე­ბის, მისი მკურ­ნა­ლო­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის შე­სა­ხებ “ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის” გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი თე­ო­ნა ჯა­ნა­შია გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა ტი­პის და­ა­ვა­დე­ბაა კუ­ჭის წყლუ­ლი და რო­გო­რია მისი ჩი­ვი­ლე­ბი?

კუ­ჭის წყლუ­ლი არის ლორ­წო­ვა­ნი შრის დე­ფექ­ტი კუნ­თო­ვან შრემ­დე. მისი სა­წყი­სი ეტა­პი გახ­ლავთ კუ­ჭის ერო­ზია, რო­მე­ლიც პროგ­რე­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­იზ­რდე­ბა წყლულ­ში. უფრო ხში­რად გვხვდე­ბა კუ­ჭი­სა და 12-გოჯა ნაწ­ლა­ვის წყლუ­ლე­ბი. საყ­ლა­პა­ვი მილ­ში ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­თო­ლო­გია კი შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თია.

წყლუ­ლის დროს პა­ცი­ენ­ტი უჩი­ვის ტკი­ვილს ეპი­გას­ტრი­უ­მის არე­ში, გულძ­მარ­ვას, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბას, ღე­ბი­ნე­ბას, უმი­ზე­ზოდ წო­ნა­ში კლე­ბას და მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბას.

რა არის კუ­ჭის წყლუ­ლის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი?

კუ­ჭის წყლუ­ლის გა­მომ­წვე­ვი ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზი ჰე­ლი­კო­ბაქ­ტე­რია პი­ლო­რია, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად ცხოვ­რობს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში, კუჭ­ში. უბ­რა­ლოდ გარ­კვე­უ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის ზე­გავ­ლე­ნით კუ­ჭის ლორ­წო­ვან გარსს აზი­ა­ნებს, აქ­ვე­ი­თებს მის დამ­ცავ ფუნ­ქცი­ას და ხელს უწყობს პა­თო­ლო­გი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ეს ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს არას­წო­რი კვე­ბა, გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა, სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტის, მა­გა­ლი­თად, არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა.

და­სა­ხე­ლე­ბულ­მა მი­ზე­ზებ­მა შე­იძ­ლე­ბა თა­ვა­დაც გა­მო­იწ­ვი­ონ კუ­ჭის წყლუ­ლი ისე, რომ არ მოხ­დეს ჰე­ლი­კო­ბაქ­ტე­რია პი­ლო­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა.

რო­დის უნდა მი­მარ­თოს პა­ცი­ენ­ტმა ექიმს?

კუ­ჭის წყლუ­ლის დროს შე­დე­გის მი­ღე­ბას ძა­ლი­ან ახან­გრძლი­ვებს თვით­მკურ­ნა­ლო­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ექიმ­თან დრო­ულ მკურ­ნა­ლო­ბას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი უჩი­ვის ინ­ტენ­სი­ურ და გან­მე­ო­რე­ბით ტკი­ვილს, მან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგს. ასე­ვე, უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ექიმ­თან ვი­ზი­ტი, თუ მას აღე­ნიშ­ნე­ბა სის­ხლდე­ნა, სის­ხლი­ა­ნი ღე­ბი­ნე­ბა ან კუ­ჭის მოქ­მე­დე­ბა შავი მა­სე­ბით.

რო­გორ ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

დი­აგ­ნოს­ტი­კის ოქ­როს სტან­დარ­ტი ენ­დოს­კო­პი­აა, რო­დე­საც საყ­ლა­პა­ვის, კუ­ჭის და 12-გოჯა ნაწ­ლა­ვის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ხდე­ბა. პრო­ცე­სის დროს სპე­ცი­ა­ლის­ტი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ მორ­ფო­ლო­გი­ურ მა­სას იღებს პა­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი­დან კვლე­ვის­თვის, რომ გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის ზუს­ტი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა მოხ­დეს.

ჰე­ლო­კი­ბაქ­ტე­რი­ის დად­გე­ნა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია სუნ­თქვი­თი ტეს­ტი­თაც, ან­ტი­გე­ნით გა­ნა­ვალ­ში და ან­ტის­ხე­უ­ლით სის­ხლში. „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ დი­აგ­ნოს­ტი­კის ყვე­ლა მე­თო­დი და­ნერ­გი­ლია.

რო­გორ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი და რამ­დე­ნად ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია ის?

მკურ­ნა­ლო­ბის და­სა­ნიშ­ნად უნდა დად­გინ­დეს და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი და სიმ­ძაფ­რე. შე­სა­ბა­მი­სად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რად ვი­ყე­ნებთ მჟა­ვი­ა­ნო­ბის და­მაქ­ვე­ი­თე­ბელ და სხვა­დას­ხვა სიმპტო­მურ სა­შუ­ა­ლე­ბებს. თუკი წყლუ­ლი გა­მოწ­ვე­უ­ლია ჰე­ლი­კო­ბაქ­ტე­რია პი­ლო­რით, მა­შინ მკურ­ნა­ლო­ბა­ში ერ­თვე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნი­თაა მო­წო­დე­ბუ­ლი.

მკურ­ნა­ლო­ბა საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, პა­ცი­ენტს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა კონ­ტრო­ლი, უნდა ინა­ხოს, შე­ხორ­ცდა თუ არა წყლუ­ლი და რო­გო­რი ნა­წი­ბუ­რი დაგ­ვრჩა. პი­რო­ბი­თად 1-თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი არ ნიშ­ნავს, რომ წყლუ­ლი სრუ­ლად შე­ხორ­ცდა. თუმ­ცა იმის თქმაც, არას­წო­რია, რომ კუ­ჭის წყლუ­ლის გან­კურ­ნე­ბა არ ხდე­ბა. რე­ა­ლუ­რად, მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ გვრჩე­ბა ნა­წი­ბუ­რი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით კვლავ შე­იძ­ლე­ბა პროგ­რე­სირ­დეს და სწო­რედ ამი­ტომ ჰგო­ნია ბევ­რს, რომ ეს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია?

და­ა­ვა­დე­ბის სრუ­ლი პრე­ვენ­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა ადა­მი­ა­ნებს სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­თა და ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის დაც­ვით. თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის წესი, რა თქმა უნდა, გავ­ლე­ნას ახ­დენს და­ა­ვა­დე­ბა­ზე. სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი არ­ღვევს კუ­ჭის ბა­რი­ერს და იწ­ვევს და­ა­ვა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეს წყლულ­ში. ამი­ტომ სწო­რი კვე­ბა, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა პრე­ვენ­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე­ო­რე მხრივ, ეს ყვე­ლა­ფე­რი გვეხ­მა­რე­ბა, რომ მკურ­ნა­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბის მე­ო­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა არ მოხ­დეს.

ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­საც გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა აქვთ, პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ონ.

რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კუ­ჭის წყლულ­მა, თუ სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა არ მოხ­დე­ბა?

ყვე­ლა­ზე ხში­რი გარ­თუ­ლე­ბა არის სის­ხლდე­ნა. ასე­ვე ხდე­ბა პე­ნეტ­რა­ცია, ანუ წყლუ­ლის მე­ზო­ბელ ორ­გა­ნო­ებ­ში, მა­გა­ლი­თად, პანკრე­ას­ში ჩაზ­რდა და პერ­ფო­რა­ცია, რო­მე­ლიც კუ­ჭის მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს და შიგ­თავ­სი მუც­ლის ღრუ­ში იღ­ვრე­ბა.

ძა­ლი­ან შორს წა­სულ შემ­თხვე­ვა­ში კუ­ჭის წყლუ­ლი შე­იძ­ლე­ბა სიმ­სივ­ნე­ში გა­და­ი­ზარ­დოს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

შესაძლებელია თუ არა კუჭის წყლულის საბოლოოდ განკურნება? - გასტროენტეროლოგი თეონა ჯანაშია

შესაძლებელია თუ არა კუჭის წყლულის საბოლოოდ განკურნება? - გასტროენტეროლოგი თეონა ჯანაშია

ფართო საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ კუჭის წყლული განუკურნებელი ქრონიკული დაავადებაა, თუმცა რეალურად პათოლოგიის განკურნება შესაძლებელია სპეციალისტის მიერ სწორი დიაგნოსტირებისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში. პაციენტს რჩება ნაწიბურები, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ შეიძლება პროგრესირდეს. სწორედ ამიტომ ფიქრობს ბევრი, რომ წყლული განუკურნებელი დაავადებაა.

კუჭის წყლული გულისხმობს ადგილობრივად ლორწოვანი შრის დაზიანებას კუნთოვან შრემდე. საწყის ეტაპზე კუჭ-ნაწლავის სისტემაში ჩნდება ეროზია, რომელიც უყურადღებობის ან არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში გადაიზრდება წყლულად. დაავადების, მისი მკურნალობისა და პრევენციის შესახებ “ნიუ ჰოსპიტალსის” გასტროენტეროლოგი თეონა ჯანაშია გვესაუბრება.

რა ტიპის დაავადებაა კუჭის წყლული და როგორია მისი ჩივილები?

კუჭის წყლული არის ლორწოვანი შრის დეფექტი კუნთოვან შრემდე. მისი საწყისი ეტაპი გახლავთ კუჭის ეროზია, რომელიც პროგრესირების შემთხვევაში გადაიზრდება წყლულში. უფრო ხშირად გვხვდება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულები. საყლაპავი მილში ლოკალიზებული პათოლოგია კი შედარებით იშვიათია.

წყლულის დროს პაციენტი უჩივის ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვას, გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას, უმიზეზოდ წონაში კლებას და მადის დაქვეითებას.

რა არის კუჭის წყლულის გამომწვევი მიზეზი?

კუჭის წყლულის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი ჰელიკობაქტერია პილორია, რომელიც ბუნებრივად ცხოვრობს ადამიანის ორგანიზმში, კუჭში. უბრალოდ გარკვეული ფაქტორების ზეგავლენით კუჭის ლორწოვან გარსს აზიანებს, აქვეითებს მის დამცავ ფუნქციას და ხელს უწყობს პათოლოგიის ჩამოყალიბებას. ეს ფაქტორი შეიძლება იყოს არასწორი კვება, გენეტიკური წინასწარგანწყობა, სხვადასხვა მედიკამენტის, მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება.

დასახელებულმა მიზეზებმა შეიძლება თავადაც გამოიწვიონ კუჭის წყლული ისე, რომ არ მოხდეს ჰელიკობაქტერია პილორის გააქტიურება.

როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

კუჭის წყლულის დროს შედეგის მიღებას ძალიან ახანგრძლივებს თვითმკურნალობა. სწორედ ამიტომ ექიმთან დროულ მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როდესაც პაციენტი უჩივის ინტენსიურ და განმეორებით ტკივილს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს გასტროენტეროლოგს. ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, თუ მას აღენიშნება სისხლდენა, სისხლიანი ღებინება ან კუჭის მოქმედება შავი მასებით.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?

დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი ენდოსკოპიაა, როდესაც საყლაპავის, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის დათვალიერება ხდება. პროცესის დროს სპეციალისტი საჭიროებისამებრ მორფოლოგიურ მასას იღებს პათოლოგიური პროცესიდან კვლევისთვის, რომ გამომწვევი მიზეზის ზუსტი დიაგნოსტირება მოხდეს.

ჰელოკიბაქტერიის დადგენა ასევე შესაძლებელია სუნთქვითი ტესტითაც, ანტიგენით განავალში და ანტისხეულით სისხლში. „ნიუ ჰოსპიტალსში“ დიაგნოსტიკის ყველა მეთოდი დანერგილია.

როგორ განისაზღვრება მკურნალობის კურსი და რამდენად ხანგრძლივი პროცესია ის?

მკურნალობის დასანიშნად უნდა დადგინდეს დაავადების გამომწვევი მიზეზი და სიმძაფრე. შესაბამისად განისაზღვრება მკურნალობა. ყველაზე ხშირად ვიყენებთ მჟავიანობის დამაქვეითებელ და სხვადასხვა სიმპტომურ საშუალებებს. თუკი წყლული გამოწვეულია ჰელიკობაქტერია პილორით, მაშინ მკურნალობაში ერთვება ანტიბიოტიკოთერაპია, რაც საერთაშორისო გაიდლაინითაა მოწოდებული.

მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. გარკვეული პერიოდის შემდეგ, პაციენტს აუცილებლად სჭირდება კონტროლი, უნდა ინახოს, შეხორცდა თუ არა წყლული და როგორი ნაწიბური დაგვრჩა. პირობითად 1-თვიანი მკურნალობის კურსი არ ნიშნავს, რომ წყლული სრულად შეხორცდა. თუმცა იმის თქმაც, არასწორია, რომ კუჭის წყლულის განკურნება არ ხდება. რეალურად, მკურნალობის შემდეგ გვრჩება ნაწიბური, რომელიც მოგვიანებით კვლავ შეიძლება პროგრესირდეს და სწორედ ამიტომ ჰგონია ბევრს, რომ ეს ქრონიკული დაავადებაა.

შესაძლებელია თუ არა დაავადების პრევენცია?

დაავადების სრული პრევენცია შეუძლებელია. თუმცა ადამიანებს სერიოზული გართულებების თავიდან აცილება შეუძლიათ დროული დიაგნოსტირებითა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით. თანამედროვე ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს დაავადებაზე. სწრაფი კვების ობიექტების მიერ შემოთავაზებული საკვები არღვევს კუჭის ბარიერს და იწვევს დაავადებებს, რომლებიც შემდგომ შეიძლება გადავიდეს წყლულში. ამიტომ სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტიურობა პრევენციისთვის მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, ეს ყველაფერი გვეხმარება, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ დაავადების მეორეული განვითარება არ მოხდეს.

ადამიანებმა, რომლებსაც გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვთ, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს კუჭის წყლულმა, თუ სათანადო მკურნალობა არ მოხდება?

ყველაზე ხშირი გართულება არის სისხლდენა. ასევე ხდება პენეტრაცია, ანუ წყლულის მეზობელ ორგანოებში, მაგალითად, პანკრეასში ჩაზრდა და პერფორაცია, რომელიც კუჭის მთლიანობის დარღვევას გულისხმობს და შიგთავსი მუცლის ღრუში იღვრება.

ძალიან შორს წასულ შემთხვევაში კუჭის წყლული შეიძლება სიმსივნეში გადაიზარდოს.

R