მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სვეტიცხოველში კვლავ დაფიქსირდა წყლის განმეორებითი ინფილტრაცია" - რა განცხადებას ავრცელებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
"სვეტიცხოველში კვლავ დაფიქსირდა წყლის განმეორებითი ინფილტრაცია" - რა განცხადებას ავრცელებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, იგეგ­მე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რით ნაპ­რა­ლე­ბის ამო­გოზ­ვა, რის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე დღე მშრა­ლი ამინ­დი იყოს, მაგ­რამ მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ამ დრომ­დე შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბა.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 22 მარტს, სვე­ტი­ცხო­ველ­ში მოხ­და წყლის ინ­ფილტრა­ცია, რის შემ­დე­გაც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, კერ­ძოდ: მო­ე­წყო ხა­რა­ჩო, ჩა­ტარ­და გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ბი­ო­ცი­დის ხსნა­რით და­მუ­შავ­და ლორ­ფი­ნე­ბი და სა­ბურ­ვე­ლი, სა­ბურ­ვე­ლი ლი­ქე­ნე­ბის­გა­ნაც გა­იწ­მინ­და.

ბოლო ეტაპ­ზე იგეგ­მე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რით ნაპ­რა­ლე­ბის ამო­გოზ­ვა, რის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე დღე მშრა­ლი ამინ­დი იყოს. სამ­წუ­ხა­როდ, მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი გა­უ­ა­რეს­და და უხვმა ნა­ლექ­მა ამ დრომ­დე შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბა.

შე­დე­გად დღეს, კვლავ და­ფიქ­სირ­და იმა­ვე ად­გი­ლას წყლის გან­მე­ო­რე­ბი­თი ინ­ფილტრა­ცია.

ამ დრო­ი­სათ­ვის კედ­ლის მხატ­ვრო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ატა­რე­ბენ გა­და­უ­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს.

მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შემ­დეგ კი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­დე­ბა ამ პრობ­ლე­მის სრულ­ფა­სოვ­ნად აღ­მო­ფხვრა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"სვეტიცხოველში კვლავ დაფიქსირდა წყლის განმეორებითი ინფილტრაცია" - რა განცხადებას ავრცელებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

"სვეტიცხოველში კვლავ დაფიქსირდა წყლის განმეორებითი ინფილტრაცია" - რა განცხადებას ავრცელებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, იგეგმება სპეციალური ხსნარით ნაპრალების ამოგოზვა, რისთვისაც აუცილებელია რამდენიმე დღე მშრალი ამინდი იყოს, მაგრამ მეტეოროლოგიური პირობები გაუარესების გამო ამ დრომდე შეუძლებელი გახდა პროცესის დასრულება.

"მიმდინარე წლის 22 მარტს, სვეტიცხოველში მოხდა წყლის ინფილტრაცია, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა, კერძოდ: მოეწყო ხარაჩო, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, ბიოციდის ხსნარით დამუშავდა ლორფინები და საბურველი, საბურველი ლიქენებისგანაც გაიწმინდა.

ბოლო ეტაპზე იგეგმება სპეციალური ხსნარით ნაპრალების ამოგოზვა, რისთვისაც აუცილებელია რამდენიმე დღე მშრალი ამინდი იყოს. სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა და უხვმა ნალექმა ამ დრომდე შეუძლებელი გახადა პროცესის დასრულება.

შედეგად დღეს, კვლავ დაფიქსირდა იმავე ადგილას წყლის განმეორებითი ინფილტრაცია.

ამ დროისათვის კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატარებენ გადაუდებელ სამუშაოებს.

მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემდეგ კი დაუყოვნებლივ მოხდება ამ პრობლემის სრულფასოვნად აღმოფხვრა“, - ნათქვამია განცხადებაში