მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საირმეში, მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი ჩაეშვა
საირმეში, მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი ჩაეშვა

სა­ირ­მე­ში, ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტის, „სა­ირ­მეს რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ფერ­მის“ ფარ­გლებ­ში, სსიპ „ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან“ ერ­თად, და­თევ­ზი­ა­ნე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი დას­რულ­და. მდი­ნა­რე წაბ­ლა­რას­წყა­ლის ერთ-ერთ შე­ნა­კად­ში წი­თელ­წინწკლე­ბი­ა­ნი კალ­მა­ხის თვა­ლის სტა­დი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი 30 000 ქვი­რი­თი ჩა­ეშ­ვა.

ირაკ­ლი გორ­გო­ძე, „სა­ირ­მეს რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ფერ­მის“ დი­რექ­ტო­რი: „სა­ირ­მეს რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ფერ­მის“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, სა­ირ­მის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად მდი­ნა­რე და­ვა­თევ­ზი­ა­ნეთ. ჩვენ­თვის ეს ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ექ­ტია, რომ­ლი­თაც 13 000 ჰექ­ტა­რი ტყის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე ავი­ღეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მი­ხა­რია, რომ მის ფარ­გლებ­ში უკვე პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგით და ძა­ლი­ან მალე მდი­ნა­რის ეკო­სის­ტე­მა­ში წი­თელ­წინწკლე­ბი­ა­ნი კალ­მა­ხი გაჩ­ნდე­ბა“.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­თევ­ზი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი ნა­წი­ლია იმ მას­შტა­ბუ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტი­სა, რო­მე­ლიც სა­ირ­მე­შია და­გეგ­მი­ლი. პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფერ­მა მო­ე­წყო­ბა, სა­დაც კავ­კა­სი­ურ კე­თილ­შო­ბილ ირემ­სა და არჩვს გა­ამ­რავ­ლე­ბენ. ინ­ვეს­ტო­რი ვა­ნი­სა და ბაღ­და­თის მდი­ნა­რე­ებ­ში მთის კალ­მა­ხის გამ­რავ­ლე­ბა­ზეც იზ­რუ­ნებს. პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნაკ­ლებ 4 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­რე­ბა მოხ­დე­ბა.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში რიგი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. „სა­ირ­მეს რეკ­რე­ა­ცი­ულ ფერ­მა­ში“ ამ ეტაპ­ზე 6 რე­ინ­ჯე­რი და ერთი სპე­ცი­ა­ლის­ტი უკვე და­საქ­მე­ბუ­ლია.

რე­ინ­ჯე­რებს გა­და­ე­ცე­მათ შიდა გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - კვად­რო­ციკ­ლე­ბი, ცხე­ნე­ბი და მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ისი­ნი შე­სა­ბა­მი­სი ბრენ­დი­რე­ბუ­ლი ფორ­მე­ბით იქ­ნე­ბი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში უკვე და­მონ­ტაჟ­და 10 ფო­ტო­ხა­ფან­გი, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­სამ­მაგ­დე­ბა. ფერ­მის­თვის უკვე შე­ძე­ნი­ლია მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის 3 ავ­ტო­მო­ბი­ლი და ბა­გის ტი­პის 2 ავ­ტო­მო­ბი­ლი.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ვა­ნი­სა და ბაღ­და­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვი­თარ­დე­ბა ეკო­ტუ­რიზ­მი, ასე­ვე შე­მეც­ნე­ბი­თი, რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი და სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რიზ­მი. დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის, ტუ­რის­ტე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის სივ­რცე­ე­ბი მო­ე­წყო­ბა, აშენ­დე­ბა პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტე­ბი და კო­ტე­ჯე­ბი.

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბა, თუმ­ცა ტყე­ში თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ტყის აღ­დგე­ნაც, ხოლო ცხო­ვე­ლე­ბის, ფრინ­ვე­ლე­ბი­სა და თევ­ზე­ბის­თვის - საკ­ვე­ბის შე­ტა­ნა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის შე­იქ­მნე­ბა და კე­თილ­მო­ე­წყო­ბა ფერ­მამ­დე მი­სას­ვლე­ლი, ასე­ვე შიდა გზე­ბი, შე­იქ­მნე­ბა სა­ცხე­ნოს­ნო და სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, მო­ე­წყო­ბა სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო მან­ქა­ნე­ბის გა­და­სა­ად­გი­ლე­ბე­ლი გზე­ბი და ტე­რი­ტო­რია აღი­ჭურ­ვე­ბა სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბით. აღ­ნიშ­ნულ სივ­რცე­ში გა­იზ­რდე­ბა მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლე­ბის და­ფარ­ვის არე­ა­ლი, რაც სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის ხა­რისხს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს.

გარ­და ამი­სა, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა სა­ხე­ო­ბე­ბის აღ­წარ­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ტყით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას არ შე­ე­ზღუ­დე­ბა და ისი­ნი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ.

NS

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

საირმეში, მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი ჩაეშვა

საირმეში, მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი ჩაეშვა

საირმეში, ისტორიული პროექტის, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ფარგლებში, სსიპ „ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან“ ერთად, დათევზიანების პირველი ეტაპი დასრულდა. მდინარე წაბლარასწყალის ერთ-ერთ შენაკადში წითელწინწკლებიანი კალმახის თვალის სტადიაზე არსებული 30 000 ქვირითი ჩაეშვა.

ირაკლი გორგოძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის ფარგლებში, საირმის ისტორიაში პირველად მდინარე დავათევზიანეთ. ჩვენთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლო პროექტია, რომლითაც 13 000 ჰექტარი ტყის უსაფრთხოებასა და მოვლა-პატრონობაზე ავიღეთ პასუხისმგებლობა. მიხარია, რომ მის ფარგლებში უკვე პირველი ნაბიჯები გადავდგით და ძალიან მალე მდინარის ეკოსისტემაში წითელწინწკლებიანი კალმახი გაჩნდება“.

აღნიშნული დათევზიანების პროცესი ნაწილია იმ მასშტაბური და ისტორიული პროექტისა, რომელიც საირმეშია დაგეგმილი. პირველად ისტორიაში ტერიტორიაზე ფერმა მოეწყობა, სადაც კავკასიურ კეთილშობილ ირემსა და არჩვს გაამრავლებენ. ინვესტორი ვანისა და ბაღდათის მდინარეებში მთის კალმახის გამრავლებაზეც იზრუნებს. პროექტის განსახორციელებლად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება.

პროექტის ფარგლებში რიგი სამუშაოები უკვე შესრულებულია. „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ამ ეტაპზე 6 რეინჯერი და ერთი სპეციალისტი უკვე დასაქმებულია.

რეინჯერებს გადაეცემათ შიდა გადაადგილების საშუალებები - კვადროციკლები, ცხენები და მაღალი გამავლობის ავტომობილები. ამასთანავე, ისინი შესაბამისი ბრენდირებული ფორმებით იქნებიან წარმოდგენილნი. პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა 10 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც უახლოეს პერიოდში გასამმაგდება. ფერმისთვის უკვე შეძენილია მაღალი გამავლობის 3 ავტომობილი და ბაგის ტიპის 2 ავტომობილი.

პროექტის ფარგლებში ვანისა და ბაღდათის ტერიტორიაზე განვითარდება ეკოტურიზმი, ასევე შემეცნებითი, რეკრეაციული და სათავგადასავლო ტურიზმი. დამსვენებლებისთვის, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების სივრცეები მოეწყობა, აშენდება პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტები და კოტეჯები.

ტერიტორიაზე დაცული იქნება უსაფრთხოება, თუმცა ტყეში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ მსურველს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაავადებული ტყის აღდგენაც, ხოლო ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისთვის - საკვების შეტანა.

ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის შეიქმნება და კეთილმოეწყობა ფერმამდე მისასვლელი, ასევე შიდა გზები, შეიქმნება საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები. ამასთანავე, მოეწყობა სახანძრო-სამაშველო მანქანების გადასაადგილებელი გზები და ტერიტორია აღიჭურვება სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით. აღნიშნულ სივრცეში გაიზრდება მობილური ქსელების დაფარვის არეალი, რაც სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის ხარისხს გააუმჯობესებს.

გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის რეგულარულად გაიმართება სახეობების აღწარმოებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ღონისძიებები.

მნიშვნელოვანია ის, რომ ტყით სარგებლობის საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეზღუდება და ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ.

NS