მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს ჟორჟოლიანი ჯუმბერ ბუზალაძის ბრალდებებზე, რომ მას მანქანა ნანუკასთვის გადასაცემად წაართვეს და რას პასუხობს თეა წულუკიანს?
რას ამბობს ჟორჟოლიანი ჯუმბერ ბუზალაძის ბრალდებებზე, რომ მას მანქანა ნანუკასთვის გადასაცემად წაართვეს და რას პასუხობს თეა წულუკიანს?

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე, მო­რი­გი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ჯუმ­ბერ ბუ­ზა­ლა­ძემ კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ და­ე­უფლნენ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი მის კუთ­ვნილ ავ­ტო­მო­ბი­ლებს. ბუ­ზა­ლა­ძის თქმით,იმ­ჟა­მინ­დელ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის (სოდ) ხელ­მძღვა­ნელ ერეკ­ლე კო­დუ­ას მო­ე­წო­ნათ მისი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ბო­ლო­ოდ მათ მე­უღ­ლე­ებს - თაკო სა­ლა­ყა­ი­ა­სა და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს გა­და­ე­ცათ. აღ­ნიშ­ნულ­მა ამ­ბავ­მა კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, რა­საც მოჰ­ყვა მხა­რე­ე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცი­ე­ბი და ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი.

ჯუმ­ბერ ბუ­ზა­ლა­ძე:

"2005 წე­ლია, გელა ბარ­კა­ლა­ია მო­ვი­და მო­ე­წო­ნა მა­საც მან­ქა­ნე­ბი, ჩემ­თან უფრო მალე გა­ი­ყი­დე­ბაო, და­ვუ­ჯე­რე. გა­და­ვიყ­ვა­ნე ორი­ვე ბარ­კა­ლა­ი­ას ავ­ტო­სად­გომ­ზე, სა­ნა­პი­რო­ზე. ვხე­დავ ჩოჩ­ქო­ლია თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, ეგ­რე­ვე ჩა­მო­მარ­თვეს გა­სა­ღე­ბე­ბი, უნდა შე­ვა­მოწ­მო­თო. ურე­კავს ერთ-ერთი უფ­რო­სი მათი ზემ­დგომს ეს მან­ქა­ნა უნდა გა­და­ვიყ­ვა­ნო­თო. წა­ვე­დით, გავ­ყე­ვი მეც. მა­შინ "სოდი" იყო წინა მხა­რეს უყე­ნია ორი­ვე, ვუ­ყუ­რებ ჩემს მან­ქა­ნას გული გა­მის­კდა. მო­დის ბა­ტო­ნი მე­რა­ბიშ­ვი­ლი, მო­ე­წო­ნა გა­და­უს­ვა ხელი, ეცი­ნე­ბა... და­ი­წყეს ძი­ე­ბა, შემ­დეგ და­ვუ­კავ­შირ­დი ბა­ტონ ჯონ­დის. გა­ვი­გე, რომ ერთს მე­უღ­ლის­თვის უნ­დო­და და კო­დუ­ას კი­დევ ნა­ნუ­კას­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ჯუმ­ბერ ბუ­ზა­ლა­ძემ.

00:00 / 00:00

წუ­ლუ­კი­ა­ნის კი­თხვა­ზე თუ სა­ი­დან იცის ჯუმ­ბერ ბუ­ზა­ლა­ძემ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი "ტო­ი­ო­ტას" მარ­კის მან­ქა­ნე­ბი ვანო მე­რა­ბიშ­ვილს და ერეკ­ლე კო­დუ­ას თა­ვი­სი მე­უღ­ლე­ე­ბის­თვის თაკო სა­ლა­ყა­ი­ა­სა და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის­თვის უნ­დო­დათ, უპა­სუ­ხა, რომ მისი და­კი­თხვა სა­ბურ­თა­ლო­ზე "სო­დის" შე­ნო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის მე­უღ­ლე ერეკ­ლე კო­დუა.

"ერთ გო­რელს ჰყავ­და ჩემ­ნა­ი­რი ტო­ი­ო­ტა შინ­დის­ფე­რი თუ წი­თე­ლი ფე­რის, ედა­ვა და ვერ წა­არ­თვა, მე მო­მე­რია. ნა­ნუ­კა შე­მო­ვარ­და გა­მო­ძი­ე­ბის დროს ორი ოპე­რა­ტო­რით, გა­და­მი­ღო, მეთ­ქი რა ხდე­ბა, სამი ად­ვო­კა­ტი მყავ­და ისი­ნი მიხ­ვდნენ ვინც იყო, მე ვერ მივ­ხვდი უცებ, რო­მელ­მაც გა­მო­მა­ცხა­და "რუს­თა­ვი 2"-ის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, რომ ვარ თით­ქოს ია­კუ­ძას მა­ფი­ო­ზებ­თან შეკ­რუ­ლი, ჩავ­დი­ვარ ია­პო­ნი­ა­ში, ვა­პარ­ვი­ნებ მან­ქა­ნებს, გა­დამ­ყავს დუ­ბა­ი­ში და დუ­ბა­ი­დან მომ­ყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში", - თქვა ბუ­ზა­ლა­ძემ.

"1 წელი იჯე­ქი ცი­ხე­ში, ამ მან­ქა­ნე­ბის გამო, რათა ნა­ნუ­ლი ჟორ­ჟო­ლი­ანს და თაკო სა­ლა­ყა­ი­ას ჰყო­ლო­დათ თქვე­ნი მან­ქა­ნე­ბი, ამას გვიხ­სნით?" - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა წუ­ლუ­კი­ან­მა ბუ­ზა­ლა­ძეს კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­და­პი­რი ეთე­რი ჩარ­თო და მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს უპა­სუ­ხა.

"ნა­ნუ­ლას მი­მარ­თვა ჯა­ლა­თე­ას" - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ვი­დე­ო­ში შემ­დეგს ჰყვე­ბა:

"თეა წუ­ლუ­კი­ან­მა კო­მი­სი­ა­ზე დღეს ბევ­რჯერ მახ­სე­ნა, რაც ნიშ­ნავს, რომ ქალ­ბა­ტონ თეას სწორ ნერვზე ხვდე­ბა, რა­საც მისი მა­მის და მისი მი­სა­მარ­თით ვწერ.

დღეს, ქალ­ბა­ტონ­მა თეამ ვინ­მე ჯუმ­ბერ ბუ­ზა­ლა­ძე მო­იყ­ვა­ნა ეთერ­ში, რო­მე­ლიც სა­უბ­რობ­და, რომ მე რე­პორ­ტა­ჟი გა­მი­კე­თე­ბია 2000-ან წლებ­ში და მას ჰბ­რალ­დე­ბო­და ია­პო­ნურ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჯგუფ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და თურ­მე ამის უკან იდგა ის, რომ მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა მნდო­მე­ბია.

ეს ამ­ბა­ვი არის სიც­რუე, ეს ადა­მი­ა­ნი არც მახ­სოვს, რო­გორც რეს­პონ­დენ­ტი. ახლა გე­ტყვით, რა არის სი­მარ­თლე - 2000-ია­ნებ­ში ამ ქა­ლაქ­ში და ამ ქვე­ყა­ნა­ში, მა­შინ, როცა თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ძველ ბი­ჭებ­თან მე­გობ­რობ­და, მის მე­გობ­რებს შე­მოჰ­ყავ­დათ მო­პა­რუ­ლი მან­ქა­ნე­ბი. მა­შინ "ნაც­მოძ­რა­ო­ბამ" მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს მო­პა­რუ­ლი მან­ქა­ნე­ბი ჩა­მო­ერ­თვათ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ ვიხ­სე­ნებ და ბა­ტო­ნი ჯუმ­ბე­რია ერთ-ერ­თია მათ შო­რის. ხდე­ბო­და მან­ქა­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა და გა­და­ცე­მა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის. ეს ის დროა, როცა ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფი­ნან­სურ დო­ტა­ცი­ა­ზეა ყვე­ლა. მახ­სოვს, მა­შინ­დე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­წე­რი­ლი პრე­მი­ე­ბი ყვე­ლა იმ ჩი­ნოვ­ნი­კის­თვის, რო­მე­ლიც ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­და. ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით 2004-2006 წლე­ბი.

ხდე­ბო­და მო­პა­რუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა და გა­და­ცე­მა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, და­დი­ოდ­ნენ მი­ნის­ტრე­ბი, მო­ად­გი­ლე­ე­ბი, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ნამ­დვი­ლად იყო ერთი ასე­თი ფაქ­ტი, რო­მელ­საც მე ვა­დას­ტუ­რებ და არა­სო­დეს და­მი­მა­ლია ეს ამ­ბა­ვი. რო­დე­საც ერთ-ერთი ასე­თი ჩა­მორ­თმე­უ­ლი მან­ქა­ნით და­დი­ო­და მა­შინ­დე­ლი სო­დის უფ­რო­სი ერეკ­ლე კო­დუა, საბა კო­დუ­ას მამა და იმი­ტომ მე მა­შინ მისი მე­უღ­ლე ვი­ყა­ვი, მეც ვი­ყა­ვი იმ მან­ქა­ნა­ში. ჩემ­თვის ის მან­ქა­ნა არა­ვის გად­მო­უ­ცია, ეს ტყუ­ი­ლია, რომ პი­რად სა­კუთ­რე­ბა­ში იყო, უბ­რა­ლოდ, მე ვი­ჯე­ქი ჩემი მე­უღ­ლის მან­ქა­ნა­ში, რო­მე­ლიც მა­შინ წარ­მო­ად­გენ­და იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს და იმ სამ­სა­ხურს, რო­მე­ლიც იყე­ნებ­და ასეთ ჩა­მორ­თმე­ულ მან­ქა­ნებს.

ახლა მე­ო­რე ამ­ბა­ვი, ვკი­თხუ­ლობ ქალ­ბა­ტონ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნუ­ლი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ნა­ნუ­კას რომ ეძა­ხის სა­კუ­თარ თავს, სი­ნამ­დვი­ლე­ში მას ნა­ნუ­ლი ჰქვია. თეა, რამ გა­გაბ­რა­ზა ჩემო საყ­ვა­რე­ლო, მე­გო­ნა, რომ წყო­ბი­ლე­ბი­დან ასე მარ­ტი­ვად ვერ გა­მო­დი­ო­დი. ეს რა გი­ქე­ნი და რა დაგ­მარ­თე, ნა­ნუ­ლი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნით მო­მარ­თავ ამ­ხე­ლა თავ­მჯდო­მა­რე ქალი ამ­ხე­ლა კო­მი­სი­ა­ზე. ძა­ლი­ან გა­მიბ­რა­ზე­ბი­ხარ..."

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

რას ამბობს ჟორჟოლიანი ჯუმბერ ბუზალაძის ბრალდებებზე, რომ მას მანქანა ნანუკასთვის გადასაცემად წაართვეს და რას პასუხობს თეა წულუკიანს?

რას ამბობს ჟორჟოლიანი ჯუმბერ ბუზალაძის ბრალდებებზე, რომ მას მანქანა ნანუკასთვის გადასაცემად წაართვეს და რას პასუხობს თეა წულუკიანს?

საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, მორიგი სკანდალური განცხადება გაკეთდა. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში დაზარალებულმა ჯუმბერ ბუზალაძემ კომისიის სხდომაზე დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაეუფლნენ მაღალი თანამდებობის პირები მის კუთვნილ ავტომობილებს. ბუზალაძის თქმით,იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელ ერეკლე კოდუას მოეწონათ მისი ავტომანქანები, რომლებიც საბოლოოდ მათ მეუღლეებს - თაკო სალაყაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანს გადაეცათ. აღნიშნულმა ამბავმა კომისიის წევრებისა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, რასაც მოჰყვა მხარეების მწვავე რეაქციები და ურთიერთბრალდებები.

ჯუმბერ ბუზალაძე:

"2005 წელია, გელა ბარკალაია მოვიდა მოეწონა მასაც მანქანები, ჩემთან უფრო მალე გაიყიდებაო, დავუჯერე. გადავიყვანე ორივე ბარკალაიას ავტოსადგომზე, სანაპიროზე. ვხედავ ჩოჩქოლია თანამშრომლების, ეგრევე ჩამომართვეს გასაღებები, უნდა შევამოწმოთო. ურეკავს ერთ-ერთი უფროსი მათი ზემდგომს ეს მანქანა უნდა გადავიყვანოთო. წავედით, გავყევი მეც. მაშინ "სოდი" იყო წინა მხარეს უყენია ორივე, ვუყურებ ჩემს მანქანას გული გამისკდა. მოდის ბატონი მერაბიშვილი, მოეწონა გადაუსვა ხელი, ეცინება... დაიწყეს ძიება, შემდეგ დავუკავშირდი ბატონ ჯონდის. გავიგე, რომ ერთს მეუღლისთვის უნდოდა და კოდუას კიდევ ნანუკასთვის“, - განაცხადა ჯუმბერ ბუზალაძემ.

წულუკიანის კითხვაზე თუ საიდან იცის ჯუმბერ ბუზალაძემ, რომ აღნიშნული "ტოიოტას" მარკის მანქანები ვანო მერაბიშვილს და ერეკლე კოდუას თავისი მეუღლეებისთვის თაკო სალაყაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანისთვის უნდოდათ, უპასუხა, რომ მისი დაკითხვა საბურთალოზე "სოდის" შენობაში მიმდინარეობდა, რომლის ხელმძღვანელი იყო ნანუკა ჟორჟოლიანის მეუღლე ერეკლე კოდუა.

"ერთ გორელს ჰყავდა ჩემნაირი ტოიოტა შინდისფერი თუ წითელი ფერის, ედავა და ვერ წაართვა, მე მომერია. ნანუკა შემოვარდა გამოძიების დროს ორი ოპერატორით, გადამიღო, მეთქი რა ხდება, სამი ადვოკატი მყავდა ისინი მიხვდნენ ვინც იყო, მე ვერ მივხვდი უცებ, რომელმაც გამომაცხადა "რუსთავი 2"-ის ტელევიზიაში, რომ ვარ თითქოს იაკუძას მაფიოზებთან შეკრული, ჩავდივარ იაპონიაში, ვაპარვინებ მანქანებს, გადამყავს დუბაიში და დუბაიდან მომყავს საქართველოში", - თქვა ბუზალაძემ.

"1 წელი იჯექი ციხეში, ამ მანქანების გამო, რათა ნანული ჟორჟოლიანს და თაკო სალაყაიას ჰყოლოდათ თქვენი მანქანები, ამას გვიხსნით?" - ამ სიტყვებით მიმართა წულუკიანმა ბუზალაძეს კომისიის სხდომაზე, რომლის დასრულების შემდეგაც, ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერი ჩართო და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უპასუხა.

"ნანულას მიმართვა ჯალათეას" - წერს ჟორჟოლიანი, ვიდეოში შემდეგს ჰყვება:

"თეა წულუკიანმა კომისიაზე დღეს ბევრჯერ მახსენა, რაც ნიშნავს, რომ ქალბატონ თეას სწორ ნერვზე ხვდება, რასაც მისი მამის და მისი მისამართით ვწერ.

დღეს, ქალბატონმა თეამ ვინმე ჯუმბერ ბუზალაძე მოიყვანა ეთერში, რომელიც საუბრობდა, რომ მე რეპორტაჟი გამიკეთებია 2000-ან წლებში და მას ჰბრალდებოდა იაპონურ ორგანიზებულ ჯგუფთან თანამშრომლობა და თურმე ამის უკან იდგა ის, რომ მისი ავტომანქანა მნდომებია.

ეს ამბავი არის სიცრუე, ეს ადამიანი არც მახსოვს, როგორც რესპონდენტი. ახლა გეტყვით, რა არის სიმართლე - 2000-იანებში ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში, მაშინ, როცა თეა წულუკიანი ძველ ბიჭებთან მეგობრობდა, მის მეგობრებს შემოჰყავდათ მოპარული მანქანები. მაშინ "ნაცმოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს მოპარული მანქანები ჩამოერთვათ ამ ადამიანებისთვის და სავარაუდოდ, ვერ ვიხსენებ და ბატონი ჯუმბერია ერთ-ერთია მათ შორის. ხდებოდა მანქანების ჩამორთმევა და გადაცემა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. ეს ის დროა, როცა ბატონ ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ დოტაციაზეა ყველა. მახსოვს, მაშინდელი ბიძინა ივანიშვილის გამოწერილი პრემიები ყველა იმ ჩინოვნიკისთვის, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებდა. ეს არის დაახლოებით 2004-2006 წლები.

ხდებოდა მოპარული ავტომანქანების ჩამორთმევა და გადაცემა სახელმწიფო სამსახურებისთვის, დადიოდნენ მინისტრები, მოადგილეები, მაღალჩინოსნები, სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები. ნამდვილად იყო ერთი ასეთი ფაქტი, რომელსაც მე ვადასტურებ და არასოდეს დამიმალია ეს ამბავი. როდესაც ერთ-ერთი ასეთი ჩამორთმეული მანქანით დადიოდა მაშინდელი სოდის უფროსი ერეკლე კოდუა, საბა კოდუას მამა და იმიტომ მე მაშინ მისი მეუღლე ვიყავი, მეც ვიყავი იმ მანქანაში. ჩემთვის ის მანქანა არავის გადმოუცია, ეს ტყუილია, რომ პირად საკუთრებაში იყო, უბრალოდ, მე ვიჯექი ჩემი მეუღლის მანქანაში, რომელიც მაშინ წარმოადგენდა იმ თანამდებობის პირს და იმ სამსახურს, რომელიც იყენებდა ასეთ ჩამორთმეულ მანქანებს.

ახლა მეორე ამბავი, ვკითხულობ ქალბატონ თეა წულუკიანის განცხადებაში, ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანის ნანუკას რომ ეძახის საკუთარ თავს, სინამდვილეში მას ნანული ჰქვია. თეა, რამ გაგაბრაზა ჩემო საყვარელო, მეგონა, რომ წყობილებიდან ასე მარტივად ვერ გამოდიოდი. ეს რა გიქენი და რა დაგმართე, ნანული ჟორჟოლიანით მომართავ ამხელა თავმჯდომარე ქალი ამხელა კომისიაზე. ძალიან გამიბრაზებიხარ..."