საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ მაძალებდით ტანსაცმლის გახდას, რას ერჩოდით ჩემს შარვალს?" - ანატოლი გიგაური გამომძიებელს
"რატომ მაძალებდით ტანსაცმლის გახდას, რას ერჩოდით ჩემს შარვალს?" - ანატოლი გიგაური გამომძიებელს

ხმა არ ამო­მი­ღია სა­ერ­თოდ. მომ­კა­ლით ცე­მით. მოწ­მემ თქვა ტყუ­ი­ლი, ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ, - ამის შე­სა­ხებ აქ­ტი­ვის­ტმა, პო­ლი­ცი­ელ ვახ­ტანგ გა­ბუ­ნი­ა­ზე თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ანა­ტო­ლი გი­გა­ურ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხნენ საქ­მის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი - თევ­დო­რე გრი­გა­ლაშ­ვი­ლი და ვახ­ტანგ დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი. ვახ­ტანგ დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლის თქმით, ანა­ტო­ლი გი­გა­ურ­მა, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ელ ვახ­ტანგ გა­ბუ­ნი­ა­ზე თავ­დას­ხმა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, უარი გა­ნა­ცხა­და და­კი­თხვა­ზე. გა­მომ­ძი­ებ­ლის თქმით, ანა­ტო­ლი გი­გა­ურს ვი­ზუ­ა­ლუ­რად აღე­ნიშ­ნე­ბო­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რა­ზეც მან ოქ­მის შედ­გე­ნი­სას გან­მარ­ტა, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლად და­კა­ვე­ბი­სას და­ე­ცა და მა­შინ მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

გა­მომ­ძი­ებ­ლის ამ გან­ცხა­დე­ბას, ბრალ­დე­ბულ ანა­ტო­ლი გი­გა­უ­რის მხრი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. მან მო­სა­მარ­თლეს გა­ნუ­ცხა­და, რომ მოწ­მე იტყუ­ე­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლის თქმით, ის იყე­ნებ­და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ერ­თოდ არა­ფე­რი უთ­ქვამს.

"მე გა­მო­ვი­ყე­ნე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა და მათ­თვის არა­ფე­რი მით­ქვამს. ხმა არ ამო­მი­ღია სა­ერ­თოდ. მომ­კა­ლით ცე­მით. [მოწ­მემ] თქვა ტყუ­ი­ლი, ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ.

თქვენ ოთახ­ში რაც ხდე­ბო­და, ხართ თუ არა ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი? რა დარ­ღვე­ვაც მოხ­და, რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი, ხართ თუ არა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ამა­ზე, ნაც­ვლად იმი­სა, რომ კომ­პი­უ­ტერ­ში არ გეწ­კა­პუ­ნე­ბი­ნა? მკი­თხეთ, რა მოხ­დაო? მე გი­პა­სუ­ხეთ, რომ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას ვი­ყე­ნებ-მეთ­ქი. გი­თხა­რით, თუ არა ეს სი­ტყვა? გაქვთ თუ არა უფ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი გა­ა­შიშ­ვლოთ, გა­ხა­დოთ ტან­საც­მე­ლი? რა­ტომ მა­ძა­ლებ­დით ჩემი ტან­საც­მლის გახ­დას და თქვენ მიერ მოთ­რე­უ­ლი ორი ზო­მით დიდი შარ­ვლის და „სვიტ­რის“ ჩაც­მას? რას ერ­ჩო­დით შარ­ვალს? თქვენ ოთახ­ში შე­მო­ვი­და გა­ბუ­ნია და თავ­ში მირ­ტყამ­და, თქვენ ოთახ­ში გან­მი­ვი­თარ­და ჰე­მა­ტო­მა. ეს თქვენ წინ მოხ­და და თქვენ კომ­პი­უ­ტერ­ში აწ­კა­პუ­ნებ­დით და რე­ა­გი­რე­ბა არ გქონ­დათ. თავ­ში ჰე­მა­ტო­მა მქონ­და, ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ, ზუს­ტად ამის ოთახ­ში გან­მი­ვი­თარ­და ჰე­მა­ტო­მა და ამ ყვე­ლა­ფერს ეს ვაჟ­ბა­ტო­ნი ეს­წრე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და ანა­ტო­ლი გი­გა­ურ­მა.

მო­სა­მარ­თლე ჯვე­ბე ნა­ჭყე­ბი­ამ გა­მომ­ძი­ე­ბელს ჰკი­თხა, იყო თუ არა მას­სა და ბრალ­დე­ბულს შო­რის მსგავ­სი სა­უ­ბა­რი, რა­ზეც მან ასე უპა­სუ­ხა: „სი­ტყვე­ბი არ მახ­სოვს, რას ამ­ბობ­და“. გარ­და ამი­სა, მო­სა­მარ­თლემ გა­მომ­ძი­ე­ბელ ასე­ვე ჰკი­თხა, გა­ა­შიშ­ვლეს თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლი.

"რა თქმა უნდა, შე­მოწ­მე­ბუ­ლი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ზეზს, თუ რა­ტომ არ უნ­დო­და მას ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა, რო­გორც მე მახ­სოვს, არ სურ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ დაბ­რუნ­დაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ მოწ­მეს, გა­მომ­ძი­ე­ბელ თევ­დო­რე გი­ორ­გაშ­ვილს, სხდო­მა­ზე არც მას და­უ­დას­ტუ­რე­ბია, რომ ანა­ტო­ლი გი­გა­ურს თა­ვის არე­ში რა­ი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და. რო­გორც მან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, ვი­დე­ო­კად­რებ­ში, რო­მე­ლიც მან და­ათ­ვა­ლი­ე­რა, არ უნა­ხავს, რომ პო­ლი­ცი­ელ ვახ­ტანგ გა­ბუ­ნი­ას ანა­ტო­ლი გი­გა­უ­რის­თვის ხელი და­ერ­ტყა.

„პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ვი­წყე. ვახ­ტანგ გა­ბუ­ნი­ა­ზე მოხ­და თავ­დას­ხმა. თვი­თონ მო­ვი­და, და­კი­თხვის პრო­ცეს­ში ვი­ზუ­ა­ლუ­რად შე­ვამ­ჩნიე სი­წით­ლე­ე­ბი სა­ხი­სა და კის­რის არე­ში. მეტი არა­ფე­რი შე­მი­ნიშ­ნავს. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე და ვახ­ტანგ გა­ბუ­ნი­ას მხრი­დან ანა­ტო­ლი გი­გა­უ­რის მი­მართ ხე­ლის დარ­ტყმა არ მი­ნა­ხავს“, - გა­ნა­ცხა­და თევ­დო­რე გი­ორ­გაშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტი ლაშა ცუც­ქი­რი­ძე ანა­ტო­ლი გი­გა­უ­რის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბას ითხოვს, ვი­ნა­ი­დან მი­სი­ვე თქმით, გი­გა­ურს აღე­ნიშ­ნე­ბო­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

ლაშა ცუც­ქი­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი არ­სე­ბი­თად გან­სხვავ­დე­ბა რე­ა­ლო­ბის­გან, რად­გან ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლი ხელს ურტყამს ანა­ტო­ლი გი­გა­ურს, თა­ვად გი­გა­უ­რი კი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

ცნო­ბის­თვის, ანა­ტო­ლი გი­გა­ურს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"რატომ მაძალებდით ტანსაცმლის გახდას, რას ერჩოდით ჩემს შარვალს?" - ანატოლი გიგაური გამომძიებელს

"რატომ მაძალებდით ტანსაცმლის გახდას, რას ერჩოდით ჩემს შარვალს?" - ანატოლი გიგაური გამომძიებელს

ხმა არ ამომიღია საერთოდ. მომკალით ცემით. მოწმემ თქვა ტყუილი, ბატონო მოსამართლევ, - ამის შესახებ აქტივისტმა, პოლიციელ ვახტანგ გაბუნიაზე თავდასხმაში ბრალდებულმა ანატოლი გიგაურმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

  • დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ საქმის გამომძიებლები - თევდორე გრიგალაშვილი და ვახტანგ დაბრუნდაშვილი. ვახტანგ დაბრუნდაშვილის თქმით, ანატოლი გიგაურმა, რომელიც პოლიციელ ვახტანგ გაბუნიაზე თავდასხმაშია ბრალდებული, უარი განაცხადა დაკითხვაზე. გამომძიებლის თქმით, ანატოლი გიგაურს ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები, რაზეც მან ოქმის შედგენისას განმარტა, რომ ადმინისტრაციულად დაკავებისას დაეცა და მაშინ მიიღო დაზიანებები.

გამომძიებლის ამ განცხადებას, ბრალდებულ ანატოლი გიგაურის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან მოსამართლეს განუცხადა, რომ მოწმე იტყუება. ბრალდებულის თქმით, ის იყენებდა დუმილის უფლებას და გამოძიებისთვის საერთოდ არაფერი უთქვამს.

"მე გამოვიყენე დუმილის უფლება და მათთვის არაფერი მითქვამს. ხმა არ ამომიღია საერთოდ. მომკალით ცემით. [მოწმემ] თქვა ტყუილი, ბატონო მოსამართლევ.

თქვენ ოთახში რაც ხდებოდა, ხართ თუ არა ამაზე პასუხისმგებელი? რა დარღვევაც მოხდა, როგორც სამართალდამცველი, ხართ თუ არა პასუხისმგებელი ამაზე, ნაცვლად იმისა, რომ კომპიუტერში არ გეწკაპუნებინა? მკითხეთ, რა მოხდაო? მე გიპასუხეთ, რომ დუმილის უფლებას ვიყენებ-მეთქი. გითხარით, თუ არა ეს სიტყვა? გაქვთ თუ არა უფლება ადამიანი გააშიშვლოთ, გახადოთ ტანსაცმელი? რატომ მაძალებდით ჩემი ტანსაცმლის გახდას და თქვენ მიერ მოთრეული ორი ზომით დიდი შარვლის და „სვიტრის“ ჩაცმას? რას ერჩოდით შარვალს? თქვენ ოთახში შემოვიდა გაბუნია და თავში მირტყამდა, თქვენ ოთახში განმივითარდა ჰემატომა. ეს თქვენ წინ მოხდა და თქვენ კომპიუტერში აწკაპუნებდით და რეაგირება არ გქონდათ. თავში ჰემატომა მქონდა, ბატონო მოსამართლევ, ზუსტად ამის ოთახში განმივითარდა ჰემატომა და ამ ყველაფერს ეს ვაჟბატონი ესწრებოდა“, - განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამომძიებელს ჰკითხა, იყო თუ არა მასსა და ბრალდებულს შორის მსგავსი საუბარი, რაზეც მან ასე უპასუხა: „სიტყვები არ მახსოვს, რას ამბობდა“. გარდა ამისა, მოსამართლემ გამომძიებელ ასევე ჰკითხა, გააშიშვლეს თუ არა ბრალდებული.

"რა თქმა უნდა, შემოწმებული იყო. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ არ უნდოდა მას ჩვენების მიცემა, როგორც მე მახსოვს, არ სურდა ინფორმაციის მოწოდება“, - განაცხადა ვახტანგ დაბრუნდაშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოწმეს, გამომძიებელ თევდორე გიორგაშვილს, სხდომაზე არც მას დაუდასტურებია, რომ ანატოლი გიგაურს თავის არეში რაიმე დაზიანება ჰქონდა. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, ვიდეოკადრებში, რომელიც მან დაათვალიერა, არ უნახავს, რომ პოლიციელ ვახტანგ გაბუნიას ანატოლი გიგაურისთვის ხელი დაერტყა.

„პოლიციის თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დავიწყე. ვახტანგ გაბუნიაზე მოხდა თავდასხმა. თვითონ მოვიდა, დაკითხვის პროცესში ვიზუალურად შევამჩნიე სიწითლეები სახისა და კისრის არეში. მეტი არაფერი შემინიშნავს. ვიდეოჩანაწერი დავათვალიერე და ვახტანგ გაბუნიას მხრიდან ანატოლი გიგაურის მიმართ ხელის დარტყმა არ მინახავს“, - განაცხადა თევდორე გიორგაშვილმა.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ანატოლი გიგაურის დაზარალებულად ცნობას ითხოვს, ვინაიდან მისივე თქმით, გიგაურს აღენიშნებოდა დაზიანებები.

ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, გამომძიებლების ჩვენებები არსებითად განსხვავდება რეალობისგან, რადგან ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციელი ხელს ურტყამს ანატოლი გიგაურს, თავად გიგაური კი, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იყო.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.