პარტნიორები:

    5 რჩევა შეფებისგან, რომელიც იდეალური ხაჭოს პასკის მომზადებაში დაგეხმარებათ

    5 რჩევა შეფებისგან, რომელიც იდეალური ხაჭოს პასკის მომზადებაში დაგეხმარებათ

    აღდგომის დღეების ტრადიციული სუფრის სიმბოლოდ, ტრადიციული პასკის გარდა, ხაჭოს პასკაც მიიჩნევა, რომელიც საქართველოში პოპულარული და მოთხოვნადი განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა. ეს არომატული, ნაზი და სასიამოვნო ტექსტურის დესერტი დღესასწაულის არა მხოლოდ გემრიელი დეტალია, არამედ განსაკუთრებული თბილი მოგონების მატარებელიც. ხაჭოს პასკა ძველი მართლმადიდებლური ტრადიციის ნაწილია და სიმბოლურად მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომასა და ახალ სიცოცხლეს უკავშირდება. პასკას, როგორც წესი, წვეტიანი პირამიდის ფორმა აქვს, რომელიც გოლგოთას სიმბოლოს წარმოადგენს და ამ დღესასწაულის სულიერ დატვირთვას გადმოსცემს.

    მიუხედავად იმისა, რომ ხაჭოს პასკის მომზადება შეიძლება მარტივი მოგეჩვენოთ, იდეალური შედეგისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე პროფესიული საიდუმლოს ცოდნა.

    გთავაზობთ 5 მთავარ რეკომენდაციას, რომელიც გამოცდილი შეფების რჩევებზეა დაფუძნებული:

    1. შეარჩიეთ სწორი ხაჭო

    მაღალი ხარისხის, ცხიმიანი და ფაფუკი ხაჭო არის თქვენი პასკის ძირითადი ინგრედიენტი. შეფები გვირჩევენ, გამოვიყენოთ ხაჭო, რომლის ცხიმიანობა მინიმუმ 6%-ია.

    ხაჭო აუცილებლად დააბლენდერეთ, ან ორჯერ გაატარეთ საცერში, რათა მიღებული მასა იყოს იდეალურად ერთგვაროვანი.

    2. გამოიყენეთ მხოლოდ ოთახის ტემპერატურის პროდუქტები

    ნუ გამოიყენებთ ცივ ინგრედიენტებს — კვერცხი, კარაქი, შაქარი და ხაჭო უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, რათა მიქსი კარგად შეიკრას. ცივი ინგრედიენტები არღვევს ტექსტურას და პასკა შესაძლოა გამოვიდეს მძიმე.

    3. არ გადაზილოთ ხაჭოს მასა

    ხაჭოს პასკის ტექსტურა უნდა იყოს ჰაეროვანი, ამიტომ მიქსერის გამოყენებისას ნუ გადააჭარბებთ გათქვიფვას. მასა უნდა იყოს რბილი, მაგრამ არა სითხესავით. საკმარისია ინგრედიენტები კარგად შეერიოს და შაქარი მთლიანად გაიხსნას.

    4. კარაქი და არაჟანი

    ხაჭოს პასკისთვის სასურველია გამოიყენოთ მაღალი ხარისხის კარაქი (არანაკლებ 82% ცხიმიანობისა) და სქელი არაჟანი (20% ცხიმიანობით) — ორივე ინგრედიენტი უნდა იყოს სუფთა, მცენარეული ცხიმების გარეშე, რათა პასკა იყოს არომატული, თანაბრად ნაზი და სასიამოვნო სტრუქტურის.

    5. დაამატეთ გამორჩეული არომატები

    ხაჭოს პასკას ტრადიციულად ემატება ვანილი, ქიშმიში ან ცედრა, თუმცა შეფების რჩევაა — ცადოთ ბევრი არომატული კომბინაცია:

    • ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა;
    • ვანილის ზეთი ან ექსტრაქტი;
    • მუსკატის კაკალი;
    • გამომშრალი შერეული ხილი (ჩირი) ან ცუკატები;
    • თაფლის მცირე დოზა შაქრის ნაცვლად — ნაზი სიტკბოსთვის.

    თუ გსურთ უფრო დელიკატური გემო, ცადეთ ხაჭოს და რძის კონდენსირებული ნარევის კომბინაცია მცირე დოზით. ასევე, დაჭრილი თხილი და მანდარინის ჩირი შეიძლება თქვენი საიდუმლო ინგრედიენტი გახდეს.

    ხაჭოს პასკის მომზადების სწორი თანმიმდევრობა

    ინგრედიენტები:

    • 500 გ „დღის“ ხაჭო 6%-იანი;
    • 150 გ „დღის“ ნაღების კარაქი 82%-იანი (რბილი, ოთახის ტემპერატურის);
    • 150 გ შაქარი;
    • 200 გ „დღის“ არაჟანი 20%-იანი;
    • 3 ცალი კვერცხის გული;
    • 1 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი ან ვანილინი;
    • 100 გ ქიშმიში დამბალი და გამშრალი;
    • სურვილისამებრ: ცედრა, ხმელი ხილი, ნუში.

    მომზადების წესი:

    1. ხაჭო კარგად დააბლენდერეთ ან საცერში გაატარეთ, რომ პასკა იყოს ერთგვაროვანი და ნაზი;
    2. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ კრემისებურ მასამდე. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გულები და კარგად აურიეთ;
    3. დაუმატეთ არაჟანი, ხაჭო და ვანილი, გააგრძელეთ თქვეფა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე;
    4. გადაიტანეთ მასა ქვაბში და დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ მუდმივად მორევით, სანამ ოდნავ შესქელდება (არ უნდა ადუღდეს!);
    5. გადმოდგით, გააციეთ. დაამატეთ ქიშმიში და სხვა დანამატები.
    6. პასკის სპეციალურ ფორმაში (ან საწურზე დადებულ დოლბანდში) ჩაასხით მზა მასა და ზემოდან დააფარეთ რაიმე მძიმე საგანი. შედეთ მაცივარში მინიმუმ 12 საათით, რომ კარგად დაიპრესოს ფორმაში;
    7. ფრთხილად ამოაბრუნეთ, ამოიღეთ ფორმიდან, მორთეთ სურვილისამებრ და მიირთვით.

    NS