პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთში შექმნილი ფსიქოლოგიური ბრძოლის სტრატეგიაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს საქართველოში იყენებს" - გიორგი ვაშაძე
"რუსეთში შექმნილი ფსიქოლოგიური ბრძოლის სტრატეგიაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს საქართველოში იყენებს" - გიორგი ვაშაძე

ვერ წაგ­ვარ­თმევთ ის­ტო­რი­ას, გმირს, სი­მარ­თლეს, ღირ­სე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს! წარ­სუ­ლიც, აწ­მყოც და მო­მა­ვა­ლიც ჩვე­ნია, - ამის შე­სა­ხებ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რი, გი­ორ­გი ვა­შა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

  • ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ტყუ­ი­ლი და დე­ზინ­ფორ­მა­ცია რუ­სეთ­ში შექ­მნი­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბრძო­ლის სტრა­ტე­გი­აა, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში იყე­ნებს.

"თუ ერს მოჰ­პა­რე იდეა,მას აღარ რჩე­ბა არც მი­ზა­ნი, არც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ძალა. მტე­რი არ ცდი­ლობს და­გარ­წმუ­ნოს, ის ცდი­ლობს, რომ სი­მარ­თლე და ტყუ­ი­ლი ერ­თმა­ნეთ­ში აგე­რი­ოს და სა­ბო­ლო­ოდ სი­მარ­თლე ტყუ­ილ­ში და­ახ­რჩოს.

ეს ქა­ო­სი შემ­თხვე­ვი­თი არ არის, ეს არის ია­რა­ღი. ია­რა­ღი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს:

გმი­რო­ბა გა­და­იქ­ცეს სი­სუ­ლე­ლედ,

მორ­ჩი­ლე­ბა – სიბ­რძნედ.

ეს რუ­სეთ­ში შექ­მნი­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბრძო­ლის სტრა­ტე­გი­აა, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში იყე­ნებს: "შექ­მე­ნი იმ­დე­ნი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი "სი­მარ­თლე“, რომ ხალ­ხმა ვე­ღარ გა­არ­ჩი­ოს და ბო­ლოს გა­ჩუმ­დეს."

გიხ­ლარ­თა­ვენ სი­ნამ­დვი­ლეს ისე, რომ ეჭვი შე­გე­პა­როს შენს გრძნო­ბა­ში, მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, სამ­შობ­ლო­ში და თვით გმირ­შიც კი.

გწყვე­ტენ ყვე­ლა ღი­რე­ბუ­ლე­ბით საყ­რდენს, რომ დარ­ჩე დაბ­ნე­უ­ლი, დათ­რგუ­ნუ­ლი, დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლი და მორ­ჩი­ლი. რო­გორ მუ­შა­ობს ეს? გე­უბ­ნე­ბი­ან:

ან­წუ­ხე­ლი­ძე "უაზ­როდ გა­წი­რეს"

ცხრა აპ­რი­ლი – "უაზ­რო მსხვერ­პლი"

გმი­რო­ბა – "პი­ა­რია"

რუ­სე­თი­სად­მი დათ­მო­ბა – "პრაგ­მა­ტიზ­მია"

დღეს ევ­რო­პა "მტე­რია", ხვალ — თვი­თონ­ვე მი­დი­ან ბრი­უ­სელ­ში "მშვი­დო­ბის სა­ძი­ებ­ლად".

"დიფსთე­ი­თი“ მარ­ცხდე­ბა-"დიფსთე­ი­თი" იმარ­ჯვებს შე­დე­გი? ხალ­ხი იბ­ნე­ვა. აღარ იცის, ვის და­უ­ჯე­როს. აღარც იცის, რის­თვის იბ­რძო­ლოს, რა ქნას და ბო­ლოს – ჩუმ­დე­ბა. აი ეს არის მათი მი­ზა­ნი.

რას ვპა­სუ­ხობთ ჩვენ?

როცა გმირს გარ­თმე­ვენ — მეხ­სი­ე­რე­ბა უნდა და­იც­ვა.

როცა ტყუ­ილს გვახ­ვე­ვენ — სი­მარ­თლე უნდა ილა­პა­რა­კო.

როცა ყვე­ლა ჩუმ­დე­ბა — შენი ხმა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ხდე­ბა.

ეს ბრძო­ლა უკვე და­წყე­ბუ­ლია. და ჩვენ ვე­უბ­ნე­ბით: ვერ წაგ­ვარ­თმევთ ის­ტო­რი­ას, გმირს, სი­მარ­თლეს, ღირ­სე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს! წარ­სუ­ლიც, აწ­მყოც და მო­მა­ვა­ლიც ჩვე­ნია!", - წერს გი­ორ­გი ვა­შა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"რუსეთში შექმნილი ფსიქოლოგიური ბრძოლის სტრატეგიაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს საქართველოში იყენებს" - გიორგი ვაშაძე

"რუსეთში შექმნილი ფსიქოლოგიური ბრძოლის სტრატეგიაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს საქართველოში იყენებს" - გიორგი ვაშაძე

ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ჩვენია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

  • ვაშაძის განცხადებით, ტყუილი და დეზინფორმაცია რუსეთში შექმნილი ფსიქოლოგიური ბრძოლის სტრატეგიაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს საქართველოში იყენებს.

"თუ ერს მოჰპარე იდეა,მას აღარ რჩება არც მიზანი, არც წინააღმდეგობის ძალა. მტერი არ ცდილობს დაგარწმუნოს, ის ცდილობს, რომ სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში აგერიოს და საბოლოოდ სიმართლე ტყუილში დაახრჩოს.

ეს ქაოსი შემთხვევითი არ არის, ეს არის იარაღი. იარაღი, რომელიც მიზნად ისახავს:

გმირობა გადაიქცეს სისულელედ,

მორჩილება – სიბრძნედ.

ეს რუსეთში შექმნილი ფსიქოლოგიური ბრძოლის სტრატეგიაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს საქართველოში იყენებს: "შექმენი იმდენი ურთიერთგამომრიცხავი "სიმართლე“, რომ ხალხმა ვეღარ გაარჩიოს და ბოლოს გაჩუმდეს."

გიხლართავენ სინამდვილეს ისე, რომ ეჭვი შეგეპაროს შენს გრძნობაში, მეხსიერებაში, სამშობლოში და თვით გმირშიც კი.

გწყვეტენ ყველა ღირებულებით საყრდენს, რომ დარჩე დაბნეული, დათრგუნული, დემორალიზებული და მორჩილი. როგორ მუშაობს ეს? გეუბნებიან:

ანწუხელიძე "უაზროდ გაწირეს"

ცხრა აპრილი – "უაზრო მსხვერპლი"

გმირობა – "პიარია"

რუსეთისადმი დათმობა – "პრაგმატიზმია"

დღეს ევროპა "მტერია", ხვალ — თვითონვე მიდიან ბრიუსელში "მშვიდობის საძიებლად".

"დიფსთეითი“ მარცხდება-"დიფსთეითი" იმარჯვებს შედეგი? ხალხი იბნევა. აღარ იცის, ვის დაუჯეროს. აღარც იცის, რისთვის იბრძოლოს, რა ქნას და ბოლოს – ჩუმდება. აი ეს არის მათი მიზანი.

რას ვპასუხობთ ჩვენ?

როცა გმირს გართმევენ — მეხსიერება უნდა დაიცვა.

როცა ტყუილს გვახვევენ — სიმართლე უნდა ილაპარაკო.

როცა ყველა ჩუმდება — შენი ხმა ყველაზე ძვირფასი ხდება.

ეს ბრძოლა უკვე დაწყებულია. და ჩვენ ვეუბნებით: ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ჩვენია!", - წერს გიორგი ვაშაძე "ფეისბუქზე“.