მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გადავრჩი როგორც შემოქმედებითი ადამიანი, ოდესმე აუცილებლად აღვწერ რა და როგორ მოხდა" - "საზმაუ" კიდევ ორმა თანამშრომელმა დატოვა
"თუ გადავრჩი როგორც შემოქმედებითი ადამიანი, ოდესმე აუცილებლად აღვწერ რა და როგორ მოხდა" - "საზმაუ" კიდევ ორმა თანამშრომელმა დატოვა

„სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან“ ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვა­ნი­სა და ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, "პირ­ვე­ლი არხი" ორმა თა­ნამ­შრო­მელ­მა - თეა კა­ხი­ან­მა და და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა და­ტო­ვეს.

  • აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კა­ხი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­საც თან გან­ცხა­დე­ბის ფო­ტოც და­ურ­თო, სა­დაც ის „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ დი­რექ­ტორს თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილს მი­მარ­თავს და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვს.

რო­გორც თეა კა­ხი­ა­ნი წერს, ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და, რომ არხზე თა­ვი­სუ­ფალ და ურ­ყე­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ანს ად­გი­ლის პოვ­ნა გა­უ­ჭირ­დეს.

მის მი­ერ­ვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან ისიც ირ­კვე­ვა, რომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" კი­დევ-ერ­თმა წამ­ყვა­ნებ­მა და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მაც და­ტო­ვა.

"გუ­შინ „პირ­ვე­ლი არ­ხის“ სა­ხე­ე­ბი, ბრენ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი და ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვა­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს არ­ხის­თვის რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით.

არ­ხის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბა­ზე სა­ჯა­როდ ილა­პა­რა­კე­სო. ანუ მი­კერ­ძო­ე­ბა კი არაა პრობ­ლე­მა, არა­მედ ამა­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კია პრობ­ლე­მა. ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და, რომ არხზე ად­გი­ლის პოვ­ნა გა­უ­ჭირ­დეს თა­ვი­სუ­ფალ და ურ­ყე­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ანს.

სა­კუ­თარ თავ­საც მო­ვი­აზ­რებ ასე­თად. ასე­ვე, არხი და­ტო­ვა და­ვით ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა. ვიცი რომ არა ერთი სხვაც ან სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბით წავა ან უბ­რა­ლოდ სხვა­დას­ხვა მო­ტი­ვით გა­უშ­ვე­ბენ.

სამ­წუ­ხა­როა-თქო რომ ვთქვა, მოვ­ლე­ნე­ბის არსს ვერ გა­მოვ­ხა­ტავ. თუ გა­დავ­რჩი რო­გორც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი, ოდეს­მე აუ­ცი­ლებ­ლად აღვწერ რა და რო­გორ მოხ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სახ­სრე­ბით და­ფი­ნან­სე­ბულ არხზე, რო­მელ­საც სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბი ჰქონ­და.

შე­ვეც­დე­ბი აკა­დე­მი­უ­რი ენით გად­მოვ­ცე თუ რო­გორ გა­მაზ­რდე­ვი­ნა არ­ხმა შვი­ლი და მერე რო­გორ წა­არ­თვა მას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცე. ახლა ამა­ზე ფიქ­რიც კი მი­ჭირს“,- წერს თეა კა­ხი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" 11 აპ­რილს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წამ­ყვა­ნე­ბი ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი და ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, „სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­შრო­მელ­თა ნა­წილ­მა სრუ­ლად ამო­წუ­რა დამ­საქ­მე­ბელ­თან საქ­მი­ა­ნი და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის რე­სურ­სი, რაც შე­უძ­ლე­ბელს ხდის ნორ­მა­ლურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"თუ გადავრჩი როგორც შემოქმედებითი ადამიანი, ოდესმე აუცილებლად აღვწერ რა და როგორ მოხდა" - "საზმაუ" კიდევ ორმა თანამშრომელმა დატოვა

"თუ გადავრჩი როგორც შემოქმედებითი ადამიანი, ოდესმე აუცილებლად აღვწერ რა და როგორ მოხდა" - "საზმაუ" კიდევ ორმა თანამშრომელმა დატოვა

„საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შემდეგ, "პირველი არხი" ორმა თანამშრომელმა - თეა კახიანმა და დავით ველიჯანაშვილმა დატოვეს.

  • აღნიშნული ინფორმაცია კახიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელსაც თან განცხადების ფოტოც დაურთო, სადაც ის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორს თინათინ ბერძენიშვილს მიმართავს და სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

როგორც თეა კახიანი წერს, ყველაფერი გაკეთდა, რომ არხზე თავისუფალ და ურყევი ღირებულებების მატარებელ ადამიანს ადგილის პოვნა გაუჭირდეს.

მის მიერვე გავრცელებული განცხადებიდან ისიც ირკვევა, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" კიდევ-ერთმა წამყვანებმა დავით ველიჯანაშვილმაც დატოვა.

"გუშინ „პირველი არხის“ სახეები, ბრენდის წარმომადგენლები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს არხისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების ბრალდებით.

არხის მიკერძოებულობაზე საჯაროდ ილაპარაკესო. ანუ მიკერძოება კი არაა პრობლემა, არამედ ამაზე საჯაროდ ლაპარაკია პრობლემა. ყველაფერი გაკეთდა, რომ არხზე ადგილის პოვნა გაუჭირდეს თავისუფალ და ურყევი ღირებულებების მატარებელ ადამიანს.

საკუთარ თავსაც მოვიაზრებ ასეთად. ასევე, არხი დატოვა დავით ველიჯანაშვილმა. ვიცი რომ არა ერთი სხვაც ან საკუთარი განცხადებით წავა ან უბრალოდ სხვადასხვა მოტივით გაუშვებენ.

სამწუხაროა-თქო რომ ვთქვა, მოვლენების არსს ვერ გამოვხატავ. თუ გადავრჩი როგორც შემოქმედებითი ადამიანი, ოდესმე აუცილებლად აღვწერ რა და როგორ მოხდა საზოგადოებრივი სახსრებით დაფინანსებულ არხზე, რომელსაც სულ რამდენიმე წლის წინ დიდი ამბიციები ჰქონდა.

შევეცდები აკადემიური ენით გადმოვცე თუ როგორ გამაზრდევინა არხმა შვილი და მერე როგორ წაართვა მას საცხოვრებელი სივრცე. ახლა ამაზე ფიქრიც კი მიჭირს“,- წერს თეა კახიანი.

ცნობისთვის, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" 11 აპრილს ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ტელევიზიიდან წამყვანები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გაათავისუფლეს.

განცხადების თანახმად, „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, ზემოაღნიშნულ თანამშრომელთა ნაწილმა სრულად ამოწურა დამსაქმებელთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსი, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ თანამშრომლობას“.

წაიკითხეთ ასევე: