მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბჭოთა სტილში გაათავისუფლეს პატიოსანი ჟურნალისტები" - "საზმაუს" ბორდის წევრები ვასილ-ივანოვ ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებაზე
"საბჭოთა სტილში გაათავისუფლეს პატიოსანი ჟურნალისტები" - "საზმაუს" ბორდის წევრები ვასილ-ივანოვ ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებაზე

"მე­ნე­ჯმენ­ტის გუ­შინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის უკა­ნო­ნო, მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი, უსა­მარ­თლო, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი. ეს არის რე­ჟი­მის სამ­სა­ხურ­ში მყო­ფი ხალ­ხის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში, პი­რი­ქით, „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ მე­ნე­ჯმენ­ტი უნდა ამა­ყობ­დეს ამ თა­ნამ­შრომ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ასე გა­წი­რა და უნა­მუ­სოდ მო­ექ­ცა", - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რმა, ლიკა ბა­სი­ლა­ი­ამ ბორ­დის წევ­რებ­თან ერ­თად, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ძველ შე­ნო­ბას­თან გა­ა­კე­თა, რო­დე­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი­სა და ვა­სილ-ივა­ნოვ ჩი­ქო­ვა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­პა­სუ­ხოდ მის ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა ბერ­კეტს გა­მო­ი­ყე­ნებს.

"პი­რა­დად მე, რო­გორც ბოდ­რის წევ­რი, ვა­პი­რებ, რომ ყვე­ლა ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ბერ­კე­ტი გა­მო­ვი­ყე­ნო, რომ იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, კონ­კრე­ტუ­ლად თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა, ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ და სხვებ­მა, ვინც ე.წ. მოკ­ვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს და ასე­თი უსა­მარ­თლო, ტყუ­ი­ლებ­ზე და ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ე.წ. დას­კვნა გა­მო­ი­ტა­ნა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ეს ხალ­ხი სამ­სა­ხუ­რი­დან ასე უსირ­ცხვი­ლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, პა­სუ­ხი აგონ, პირ­ველ რიგ­ში, უმ­ძი­მე­სი სან­ქცი­ით.

და­ნარ­ჩენს მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს, რო­გორ შევ­ძლებთ ჩვენ ამ ხალ­ხის სა­მარ­თლი­ა­ნად და სა­მარ­თლებ­რი­ვად დას­ჯას, შემ­დგომ მათ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში გა­და­ცე­მას, რო­დე­საც ამის დრო მოვა სწო­რე­დაც „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ იდე­ის ღა­ლა­ტის­თვის, თვი­თონ ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ხე­ლი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის­თვის და მო­მავ­ლის მოს­პო­ბის­თვის. ეს არხი უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს. რომ ხალ­ხმა პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვა, რომ სა­თა­ნა­დოდ არ შუქ­დე­ბო­და ნო­ემ­ბრი­სა და დე­კემ­ბრის და­სა­წყი­სის მოვ­ლე­ნე­ბი, ამის თა­ო­ბა­ზე პე­ტი­ცია მო­ამ­ზა­და და ბევ­რმა ხელი მო­ა­წე­რა, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბას, რომ ჩვენ ვა­ჩე­რებთ ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს იმის გამო, რომ რუ­სულ რე­ჟიმს ასე მო­უნ­და, ხალ­ხმა ეს გა­აპ­რო­ტეს­ტა, ასე­ვე გა­აპ­რო­ტეს­ტა ის, რომ არა­სა­თა­ნა­დოდ, მი­კერ­ძო­ე­ბით და უსა­მარ­თლოდ შუქ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი ამ არხზე. ამი­ტომ, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ამ ხალ­ხმა პა­სუ­ხი აგოს და ეს, აუ­ცი­ლებ­ლად ასე იქ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ლიკა ბა­სი­ლა­ი­ამ

ამას­თან, რო­გორც სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს კი­დევ ერ­თმა წევ­რმა, ლაშა ტუ­ღუშ­მა აღ­ნიშ­ნა, გუ­შინ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ვის და­ა­ვი­წყდე­ბა.

"საბ­ჭო­თა სტილ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს პა­ტი­ო­სა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქვე­ყა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ, ეს რა თქმა უნდა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია. 37 წელი გრძელ­დე­ბა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გუ­შინ იქნა მი­ღე­ბუ­ლი, იმ სტილ­შია და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ დი­რექ­ტორს, ქალ­ბა­ტონ თი­ნას [ბერ­ძე­ნიშ­ვილს] მი­აჩ­ნდა, რომ მისი საქ­მე არ იყო ჩონ­ჩხებ­ზე ცეკ­ვა, რო­გორც ჩანს, მოს­წონს ეს საქ­მი­ა­ნო­ბა, მან უნდა იცო­დეს, ვინც ჩონ­ჩხებ­ზე ცეკ­ვავს, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებს და ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვებ­ზე გა­და­დის, რა თქმა უნდა, ამას შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა, მან ეს ძა­ლი­ან კარ­გად უნდა იცო­დეს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღო, მაგ­რამ უნდა იცო­დეს, რომ ამას პა­სუ­ხი და პა­სუ­ხის­გე­ბა მოჰ­ყვე­ბა. ეს არ არის ისე­თი ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლას და­ა­ვი­წყდე­ბა. არა­ვის და­ა­ვი­წყდე­ბა ის, რაც სამ­წუ­ხა­როდ, გუ­შინ გა­კეთ­და“, - გა­ნა­ცხა­და ტუ­ღუშ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"საბჭოთა სტილში გაათავისუფლეს პატიოსანი ჟურნალისტები" - "საზმაუს" ბორდის წევრები ვასილ-ივანოვ ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებაზე

"საბჭოთა სტილში გაათავისუფლეს პატიოსანი ჟურნალისტები" - "საზმაუს" ბორდის წევრები ვასილ-ივანოვ ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებაზე

"მენეჯმენტის გუშინდელი გადაწყვეტილება არის უკანონო, მიკერძოებული, უსამართლო, არაპროფესიონალური. ეს არის რეჟიმის სამსახურში მყოფი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ნორმალურ პირობებში, პირიქით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტი უნდა ამაყობდეს ამ თანამშრომლებით, რომლებიც ასე გაწირა და უნამუსოდ მოექცა", - აღნიშნული განცხადება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრმა, ლიკა ბასილაიამ ბორდის წევრებთან ერთად, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ძველ შენობასთან გააკეთა, როდესაც გამოეხმაურა ტელევიზიიდან ჟურნალისტების ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ-ივანოვ ჩიქოვანის გათავისუფლებას.

როგორც მან აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს.

"პირადად მე, როგორც ბოდრის წევრი, ვაპირებ, რომ ყველა ჩემს ხელთ არსებული ბერკეტი გამოვიყენო, რომ იმ ადამიანებმა, კონკრეტულად თინათინ ბერძენიშვილმა, ვასილ მაღლაფერიძემ და სხვებმა, ვინც ე.წ. მოკვლევა ჩაატარეს და ასეთი უსამართლო, ტყუილებზე და ცილისწამებაზე დაფუძნებული ე.წ. დასკვნა გამოიტანა, რომლის საფუძველზეც ეს ხალხი სამსახურიდან ასე უსირცხვილოდ გაათავისუფლეს, პასუხი აგონ, პირველ რიგში, უმძიმესი სანქციით.

დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს, როგორ შევძლებთ ჩვენ ამ ხალხის სამართლიანად და სამართლებრივად დასჯას, შემდგომ მათ პასუხისგებაში გადაცემას, როდესაც ამის დრო მოვა სწორედაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იდეის ღალატისთვის, თვითონ ტელევიზიის სახელისა და რეპუტაციის შელახვისთვის და მომავლის მოსპობისთვის. ეს არხი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს. რომ ხალხმა პროტესტი გამოთქვა, რომ სათანადოდ არ შუქდებოდა ნოემბრისა და დეკემბრის დასაწყისის მოვლენები, ამის თაობაზე პეტიცია მოამზადა და ბევრმა ხელი მოაწერა, თანამშრომლები აპროტესტებდნენ ირაკლი კობახიძის სამარცხვინო განცხადებას, რომ ჩვენ ვაჩერებთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს იმის გამო, რომ რუსულ რეჟიმს ასე მოუნდა, ხალხმა ეს გააპროტესტა, ასევე გააპროტესტა ის, რომ არასათანადოდ, მიკერძოებით და უსამართლოდ შუქდებოდა მოვლენები ამ არხზე. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ხალხმა პასუხი აგოს და ეს, აუცილებლად ასე იქნება“,- განაცხადა ლიკა ბასილაიამ

ამასთან, როგორც სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არავის დაავიწყდება.

"საბჭოთა სტილში გაათავისუფლეს პატიოსანი ჟურნალისტები, რომლებიც ამ ქვეყანას ემსახურებოდნენ, ეს რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. 37 წელი გრძელდება, გადაწყვეტილებები, რომელიც გუშინ იქნა მიღებული, იმ სტილშია და ძალიან სამწუხაროა, რომ დირექტორს, ქალბატონ თინას [ბერძენიშვილს] მიაჩნდა, რომ მისი საქმე არ იყო ჩონჩხებზე ცეკვა, როგორც ჩანს, მოსწონს ეს საქმიანობა, მან უნდა იცოდეს, ვინც ჩონჩხებზე ცეკვავს, პოლიტიკური მოტივებით გადაწყვეტილებებს იღებს და ადამიანების თავებზე გადადის, რა თქმა უნდა, ამას შედეგი მოჰყვება, მან ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს. სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღო, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ამას პასუხი და პასუხისგება მოჰყვება. ეს არ არის ისეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც ყველას დაავიწყდება. არავის დაავიწყდება ის, რაც სამწუხაროდ, გუშინ გაკეთდა“, - განაცხადა ტუღუშმა.