საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანეთში, რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილ ე.წ. გუბერნატორს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას სანქციების დარღვევას ედავებიან
ბრიტანეთში, რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილ ე.წ. გუბერნატორს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას სანქციების დარღვევას ედავებიან

ლონ­დო­ნის სა­სა­მარ­თლომ რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­რე­ბუ­ლი სე­ვას­ტო­პო­ლის ყო­ფილ ე.წ. გუ­ბერ­ნა­ტორს დი­მიტ­რი ოვ­სი­ა­ნი­კოვს 3 წლი­თა და 4 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. Southwark Crown სა­სა­მარ­თლომ ოვ­სი­ა­ნი­კო­ვი დამ­ნა­შა­ვედ ცნო 2014 წელს, რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის ანექ­სი­ის შემ­დეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის დარ­ღვე­ვა­ში.

სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ 6 თე­ბერ­ვალს ოვ­სი­ა­ნი­კოვს მის­მა მე­უღ­ლემ ან­გა­რიშ­ზე 76 000 ფუნ­ტი გა­და­უ­რი­ცხა - მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბან­კმა ან­გა­რი­ში გა­ყი­ნა. გარ­და ამი­სა, მის­მა ძმამ, ალექ­სეი ოვ­სი­ა­ნი­კოვ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, დი­მიტ­რის სა­ხელ­ზე იყი­და Mercedes-Benz ფირ­მის მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც 54 500 ფუნტ სტერ­ლინ­გი გა­და­ი­ხა­და.

"მან კარ­გად იცო­და, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში იყო, მაგ­რამ ამის იგ­ნო­რი­რე­ბა არ­ჩია. ფიქ­რობ­და, რომ სან­ქცი­ებს გა­ექ­ცე­ო­და... ჩვე­ნი მი­ზა­ნია გავ­ზარ­დოთ ზე­წო­ლა პუ­ტინ­ზე, მის ახ­ლობ­ლებ­ზე და ყვე­ლა­ზე, ვინც უკ­რა­ი­ნა­ში მის ბარ­ბა­რო­სულ ომს ეხ­მა­რე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, სტი­ვენ დო­ტიმ.

ოვ­სი­ა­ნი­კო­ვი 2024 წლის იან­ვარ­ში და­ა­კა­ვეს, თე­ბერ­ვალ­ში მას ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ამ­ჟა­მინ­დე­ლი სას­ჯე­ლის ნა­ხე­ვარს ის ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რებს, მე­ო­რე ნა­ხე­ვარს კი პი­რო­ბით მო­იხ­დის.

2014 წელს, რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის ანექ­სი­ი­დან ორი წლის შემ­დეგ, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ოვ­სი­ა­ნი­კო­ვი ყი­რიმ­ში "სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი" ქა­ლაქ სე­ვას­ტო­პო­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად და­ნიშ­ნა. მან თა­ნამ­დე­ბო­ბა 2019 წლის ივ­ლის­ში და­ტო­ვა.

უკა­ნო­ნოდ ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­ში მისი სამ­სა­ხუ­რის გამო, ევ­რო­კავ­შირ­მა და დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა მას ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სეს. 2022 წლის აგ­ვის­ტო­ში ოვ­სი­ა­ნი­კო­ვი რუ­სე­თი­დან თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა და ბრი­ტა­ნუ­ლი პას­პორ­ტი მო­ი­თხო­ვა - სან­ქცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მას პას­პორ­ტი 2023 წლის იან­ვარ­ში მი­ე­ნი­ჭა.

წყა­რო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ბრიტანეთში, რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილ ე.წ. გუბერნატორს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას სანქციების დარღვევას ედავებიან

ბრიტანეთში, რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილ ე.წ. გუბერნატორს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას სანქციების დარღვევას ედავებიან

ლონდონის სასამართლომ რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილ ე.წ. გუბერნატორს დიმიტრი ოვსიანიკოვს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. Southwark Crown სასამართლომ ოვსიანიკოვი დამნაშავედ ცნო 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში.

სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 6 თებერვალს ოვსიანიკოვს მისმა მეუღლემ ანგარიშზე 76 000 ფუნტი გადაურიცხა - მოგვიანებით ბანკმა ანგარიში გაყინა. გარდა ამისა, მისმა ძმამ, ალექსეი ოვსიანიკოვმა, სავარაუდოდ, დიმიტრის სახელზე იყიდა Mercedes-Benz ფირმის მანქანა, რომელშიც 54 500 ფუნტ სტერლინგი გადაიხადა.

"მან კარგად იცოდა, რომ გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიაში იყო, მაგრამ ამის იგნორირება არჩია. ფიქრობდა, რომ სანქციებს გაექცეოდა... ჩვენი მიზანია გავზარდოთ ზეწოლა პუტინზე, მის ახლობლებზე და ყველაზე, ვინც უკრაინაში მის ბარბაროსულ ომს ეხმარებოდა", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტივენ დოტიმ.

ოვსიანიკოვი 2024 წლის იანვარში დააკავეს, თებერვალში მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ამჟამინდელი სასჯელის ნახევარს ის ციხეში გაატარებს, მეორე ნახევარს კი პირობით მოიხდის.

2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან ორი წლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ოვსიანიკოვი ყირიმში "სტრატეგიულად მნიშვნელოვანი" ქალაქ სევასტოპოლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. მან თანამდებობა 2019 წლის ივლისში დატოვა.

უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში მისი სამსახურის გამო, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მას ფინანსური სანქციები დაუწესეს. 2022 წლის აგვისტოში ოვსიანიკოვი რუსეთიდან თურქეთში გაემგზავრა და ბრიტანული პასპორტი მოითხოვა - სანქციების მიუხედავად, მას პასპორტი 2023 წლის იანვარში მიენიჭა.

წყარო