მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები შვილებთან ერთად (ფოტოები)
ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები შვილებთან ერთად (ფოტოები)

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის დღე­ვან­დე­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლი ხდე­ბა, ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი კი სულ უფრო და უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. ამ სტა­ტი­ა­ში გა­გაც­ნობთ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბის პა­ტა­რა შვი­ლებს, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, თა­ვა­დაც გახ­დნენ მო­მა­ვალ­ში ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი და გა­აგ­რძე­ლონ მა­მე­ბის და­წყე­ბუ­ლი გზა.

ამ­ჟა­მად ფრან­გუ­ლი პსჟ-ს ფეხ­ბურ­თე­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია მამა 2024 წლის 21 აგ­ვის­ტოს გახ­და. და­მი­ა­ნე კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და, რის მე­რეც გ "კვა­რა" მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სამ­შობ­ლო­დან ნე­ა­პოლ­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც იმ­ხა­ნად თა­მა­შობ­და. კვა­რა­ცხე­ლი­ებს რამ­დე­ნი­მე თვე­ში პა­რიზ­ში მო­უ­წი­ათ გა­დას­ვლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფეხ­ბურ­თე­ლი ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობს, მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­სას­წა­ულს სამ­შობ­ლო­ში ატა­რებს. 19 დე­კემ­ბერს და­მი­ა­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში მო­ი­ნათ­ლა. 5 მარტს კი ხვი­ჩამ ჩემ­პი­ო­ნო­ბა მე­უღ­ლეს­თან ნი­ცას­თან და პა­ტა­რა და­მი­ა­ნეს­თან ერ­თად, პსჟ-ს ჩემ­პი­ო­ნო­ბა სტა­დი­ონ­ზე იზე­ი­მა. იმ მატჩში ხვი­ჩა სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და­სა­ხელ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს პა­ტა­რა და­მი­ა­ნე მა­მი­კოს­თვის გა­და­ცე­მუ­ლი ჯილ­დო­თი რო­გორ თა­მა­შობს.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და ბუნ­დეს ლი­გის ფეხ­ბურ­თე­ლის, ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის უსაყ­ვარ­ლე­სი ქა­ლიშ­ვი­ლი შაი სა­ქარ­თვე­ლომ ზა­ფხულ­ში, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­იც­ნო, რო­დე­საც ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ინ­ტე­რეს­და. ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის გო­გო­ნას ვი­დე­ო­ე­ბი, დღემ­დე ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ფეხ­ბურ­თე­ლი ნინი კვერ­ნა­ძე­ზე რამ­დე­ნი­მე წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია. წყვი­ლი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და ოქ­როს­ფერ­თმი­ა­ნი შაიც, სწო­რედ იქ იზ­რდე­ბა.

ენი მა­მარ­დაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ კარ­გად არ იც­ნობს, გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­ბა­და. გო­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რის გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლია. გი­ორ­გის მე­უღ­ლე, მო­დე­ლი ელე­ნე ეპი­ტაშ­ვი­ლი, მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. გულ­შე­მატ­კივ­რებს იმე­დი აქვთ, რომ საყ­ვა­რე­ლი მე­კა­რის გო­გო­ნას ფო­ტო­ებს მალე იხი­ლა­ვენ.

იო­ა­ნე კა­კა­ბა­ძე პო­ლო­ნეთ­ში იზ­რდე­ბა. ის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლის ოთარ კა­კა­ბა­ძის ვა­ჟია. ოთარ კა­კა­ბა­ძემ მა­რი­ამ ჩავ­ლე­იშ­ვილ­ზე 2019 წელს იქორ­წი­ნა. წყვილს ჯვა­რი თბი­ლის­ში, ვა­კის სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში მამა შალ­ვამ დას­წე­რა. იო­ა­ნეც თბი­ლის­ში ვა­კის სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ი­ნათ­ლა, მისი ერთ-ერთი ნათ­ლია ნაკ­რე­ბის წევ­რი საბა ლობ­ჟა­ნი­ძეა. სპორ­ტულ მე­დია europop-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ იო­ა­ნეს გა­ჩე­ნამ "ფლე­ის­თე­ი­შე­ნის" თა­მაშს და­ა­ნე­ბე­ბი­ნა თავი. ახლა თა­ვი­სუ­ფალ დროს მხო­ლოდ შვილს უთ­მობს.

ნაკ­რე­ბის სა­ა­მა­ყო კა­პი­ტა­ნი გუ­რამ კა­შია, 15 წე­ლია რაც თამ­თა გი­გაშ­ვილ­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვი­ლი 2021 წლი­დან სლო­ვა­კეთ­ში ცხოვ­რობს და 11 წლის გო­გო­ნას, ალექ­სან­დრას ზრდის.

ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლის დათი, გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში 1 წლის გახ­და. პა­ტა­რა ბიჭი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბი­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის მე­ო­რე დღეს, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ მო­ნათ­ლა. მა­შინ მია გზი­რიშ­ვი­ლი­სა და ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლის ერ­თა­დერ­თი ვა­ჟის ნათ­ლო­ბის ფო­ტო­ებ­მა ქარ­თუ­ლი მე­დია მო­ი­ა­რა.

ავ­სტრი­უ­ლი "შტურ­მი­სა“ და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შემ­ტე­ვი ნა­ხე­ვარმცვე­ლი ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი, მე­უღ­ლე ელა ზარ­ნა­ძეს­თან ერ­თად, ქა­ლიშ­ვილს ლი­ვი­ას ზრდის. ელას ამ­ბობს, რომ ოთა­რი ძა­ლი­ან კარ­გი მა­მაა: "ოთო, სა­ო­ცა­რი მა­მაა. ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი, გო­ნი­ე­რი, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნია..."

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები შვილებთან ერთად (ფოტოები)

ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები შვილებთან ერთად (ფოტოები)

საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელი წარმატებები ისტორიის ნაწილი ხდება, ქართველი ფეხბურთელები კი სულ უფრო და უფრო პოპულარულები ხდებიან. ამ სტატიაში გაგაცნობთ ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრების პატარა შვილებს, რომლებიც შესაძლოა, თავადაც გახდნენ მომავალში ცნობილი სპორტსმენები და გააგრძელონ მამების დაწყებული გზა.

ამჟამად ფრანგული პსჟ-ს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მამა 2024 წლის 21 აგვისტოს გახდა. დამიანე კვარაცხელიას საქართველოში დაიბადა, რის მერეც გ "კვარა" მეუღლესთან ერთად სამშობლოდან ნეაპოლში დაბრუნდა, სადაც იმხანად თამაშობდა. კვარაცხელიებს რამდენიმე თვეში პარიზში მოუწიათ გადასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი ევროპაში ცხოვრობს, მნიშვნელოვან დღესასწაულს სამშობლოში ატარებს. 19 დეკემბერს დამიანე საქართველოში, სამთავროს მონასტერში მოინათლა. 5 მარტს კი ხვიჩამ ჩემპიონობა მეუღლესთან ნიცასთან და პატარა დამიანესთან ერთად, პსჟ-ს ჩემპიონობა სტადიონზე იზეიმა. იმ მატჩში ხვიჩა საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს პატარა დამიანე მამიკოსთვის გადაცემული ჯილდოთი როგორ თამაშობს.

საქართველოს ნაკრებისა და ბუნდეს ლიგის ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის უსაყვარლესი ქალიშვილი შაი საქართველომ ზაფხულში, ეროვნული ნაკრების წარმატების პარალელურად გაიცნო, როდესაც ჩვენი ფეხბურთელების მეორე ნახევრებით საზოგადოება დაინტერესდა. ბუდუ ზივზივაძის გოგონას ვიდეოები, დღემდე ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელში. ფეხბურთელი ნინი კვერნაძეზე რამდენიმე წელია დაქორწინებულია. წყვილი გერმანიაში ცხოვრობს და ოქროსფერთმიანი შაიც, სწორედ იქ იზრდება.

ენი მამარდაშვილი, რომელსაც საზოგადოება ჯერ კარგად არ იცნობს, გასული წლის ნოემბერში დაიბადა. გოგონა საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის პირველი ქალიშვილია. გიორგის მეუღლე, მოდელი ელენე ეპიტაშვილი, მშობიარობის შემდეგ, ნაკლებად აქტიურობს სოციალურ ქსელში. გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ საყვარელი მეკარის გოგონას ფოტოებს მალე იხილავენ.

იოანე კაკაბაძე პოლონეთში იზრდება. ის ნაკრების ფეხბურთელის ოთარ კაკაბაძის ვაჟია. ოთარ კაკაბაძემ მარიამ ჩავლეიშვილზე 2019 წელს იქორწინა. წყვილს ჯვარი თბილისში, ვაკის სამების ეკლესიაში მამა შალვამ დასწერა. იოანეც თბილისში ვაკის სამების ეკლესიაში მოინათლა, მისი ერთ-ერთი ნათლია ნაკრების წევრი საბა ლობჟანიძეა. სპორტულ მედია europop-თან ინტერვიუში ამბობს, რომ იოანეს გაჩენამ "ფლეისთეიშენის" თამაშს დაანებებინა თავი. ახლა თავისუფალ დროს მხოლოდ შვილს უთმობს.

ნაკრების საამაყო კაპიტანი გურამ კაშია, 15 წელია რაც თამთა გიგაშვილზეა დაქორწინებული. წყვილი 2021 წლიდან სლოვაკეთში ცხოვრობს და 11 წლის გოგონას, ალექსანდრას ზრდის.

ზურიკო დავითაშვილის დათი, გასული წლის დეკემბერში 1 წლის გახდა. პატარა ბიჭი საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მეორე დღეს, ხვიჩა კვარაცხელიამ მონათლა. მაშინ მია გზირიშვილისა და ზურიკო დავითაშვილის ერთადერთი ვაჟის ნათლობის ფოტოებმა ქართული მედია მოიარა.

ავსტრიული "შტურმისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, მეუღლე ელა ზარნაძესთან ერთად, ქალიშვილს ლივიას ზრდის. ელას ამბობს, რომ ოთარი ძალიან კარგი მამაა: "ოთო, საოცარი მამაა. ძალიან ჭკვიანი, გონიერი, კეთილი ადამიანია..."