მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს - რას აცხადებენ ჟურნალისტები?
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს - რას აცხადებენ ჟურნალისტები?

ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვა­ნი და ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვა­ნი და ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის შე­სა­ხებ ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში სა­უბ­რო­ბენ.

რო­გორც ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვა­ნი აცხა­დებს, შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­აც­ნო.

"1 სა­ა­თის წინ და­მი­რე­კა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დი­რექ­ტო­რი მე­ლო­დე­ბო­და მა­უ­წყებ­ლის ახალ შე­ნო­ბა­ში. მო­ვე­დი და გა­მაც­ნეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. შიდა მოკ­ვლე­ვის ვა­დე­ბი დღე-დღე­ზე იწუ­რე­ბა და შიდა მოკ­ვლე­ვის დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, დღეს დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭომ იმ­სჯე­ლა და მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნე. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­მაც­ნო თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა. ეს იყო სი­ტყვი­ე­რი შეხ­ვედ­რა და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლი იუ­რის­ტის­გან უნდა ჩამ­ბარ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვან­მა.

ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დი­რექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ.

"40 წელი ვი­მუ­შა­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე. ზუს­ტად ორი წუ­თის წინ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დი­რექ­ტორ­მა, თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა, ელე­ნე მი­ხა­ლოვ­მა და თა­მარ შუბ­ლა­ძემ თა­ვის ქნე­ვით მი­თხრეს, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის რე­სურ­სი ამო­ი­წუ­რა და სამ­წუ­ხა­როდ უნდა გა­გიშ­ვა­თო. რა თქმა უნდა, ეს საქ­მე წავა სა­სა­მარ­თლო­ში იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფერს აქვს სა­მარ­თლებ­რი­ვი მხა­რე. დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი მოკ­ვლე­ვა ახ­სე­ნეს, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს, ოღონდ დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბი ჩემ­თვის არა­ვის არ გა­უც­ნია. ისეთ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და­ტო­ვეს სამ­სა­ხუ­რე­ბი ბოლო პე­რი­ოდ­ში, რომ არც მიკ­ვირს, არც მწყინს“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ზა­უ­ტაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს - რას აცხადებენ ჟურნალისტები?

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს - რას აცხადებენ ჟურნალისტები?

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ტელეწამყვანები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობენ.

როგორც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი აცხადებს, შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა გააცნო.

"1 საათის წინ დამირეკა ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი მელოდებოდა მაუწყებლის ახალ შენობაში. მოვედი და გამაცნეს გადაწყვეტილება. შიდა მოკვლევის ვადები დღე-დღეზე იწურება და შიდა მოკვლევის დოკუმენტის საფუძველზე, დღეს დირექტორთა საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე სამსახურიდან გავეთავისუფლებინე. ამ გადაწყვეტილების შესახებ გამაცნო თინათინ ბერძენიშვილმა. ეს იყო სიტყვიერი შეხვედრა და ამ გადაწყვეტილების ოფიციალური ნაწილი იურისტისგან უნდა ჩამბარდეს“, - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

ნინო ზაუტაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"40 წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ზუსტად ორი წუთის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხალოვმა და თამარ შუბლაძემ თავის ქნევით მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და სამწუხაროდ უნდა გაგიშვათო. რა თქმა უნდა, ეს საქმე წავა სასამართლოში იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს სამართლებრივი მხარე. დისციპლინარული მოკვლევა ახსენეს, რის საფუძველზეც გამათავისუფლეს, ოღონდ დისციპლინარული მოკვლევის შედეგები ჩემთვის არავის არ გაუცნია. ისეთმა ადამიანებმა დატოვეს სამსახურები ბოლო პერიოდში, რომ არც მიკვირს, არც მწყინს“, - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.