მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრენლანდიაში აშშ-ს სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი ჯეი დი ვენსის გაკრიტიკების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს - რა მისწერა სიუზან მეიერსმა  ბაზაზე მომსახურე პერსონალს?
გრენლანდიაში აშშ-ს სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი ჯეი დი ვენსის გაკრიტიკების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს - რა მისწერა სიუზან მეიერსმა  ბაზაზე მომსახურე პერსონალს?

გრენ­ლან­დი­ა­ში მდე­ბა­რე აშშ-ს სამ­ხედ­რო ბა­ზის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სი­უ­ზან მე­ი­ერ­სი ჯეი დი ვენ­სის ვი­ზი­ტის გაკ­რი­ტი­კე­ბის შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. აშშ-ს კოს­მო­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის სარ­დლო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მე­ი­ერ­სის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი "ნდო­ბის და­კარ­გვა" გახ­და.

"სარ­დლე­ბი უნდა და­იც­ვან ქცე­ვის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ეხე­ბა“, - ნათ­ქვა­მია პრეს­რე­ლიზ­ში.

ბა­ზის ახალ მე­თა­უ­რად პოლ­კოვ­ნი­კი შონ ლი და­ი­ნიშ­ნა.

Military.com-ის თა­ნახ­მად, მე­ი­ერ­სმა სამ­ხედ­რო პერ­სო­ნალს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც ვენ­სის ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და:

”არ ვამ­ბობ, რომ მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კა კარ­გად მეს­მის, მაგ­რამ ის კი ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შეშ­ფო­თე­ბა, რო­მე­ლიც ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯ.დ. ვენ­სმა გა­მოთ­ქვა, არ ასა­ხავს ბა­ზა­ზე არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას", - აშშ-ის კოს­მო­სურ­მა ძა­ლებ­მა წე­რი­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბა და­ა­დას­ტუ­რეს.

მე­ი­ერ­სმა, რო­მე­ლიც ბა­ზას 2024 წლის ივ­ლი­სი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, წე­რი­ლი ბა­ზის ყვე­ლა პერ­სო­ნალს გა­უგ­ზავ­ნა, მათ შო­რის და­ნი­ე­ლებს და გრენ­ლან­დი­ე­ლებს.

"გპირ­დე­ბით, ვიდ­რე ამ ბა­ზის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პრი­ვი­ლე­გია მექ­ნე­ბა, ჩვე­ნი დრო­შე­ბი ერ­თად იფ­რი­ა­ლე­ბენ“, - და­წე­რა მან.

ჯეი დი ვენ­სი Pituffik-ს 28 მარტს ეწ­ვია. ვი­ზი­ტის დროს, მან და­ნია გა­აკ­რი­ტი­კა და აღ­ნიშ­ნა, რომ კო­პე­ნ­ჰა­გენ­მა "საკ­მა­რი­სი ინ­ვეს­ტი­ცია არ ჩადო კუნ­ძუ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა­ში".

ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი გრენ­ლან­დი­ა­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ იმ­ყო­ფე­ბი­ან. ამ­ჟა­მად შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს კუნ­ძულ­ზე ერთი ბაზა აქვს, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 150 ადა­მი­ა­ნი მსა­ხუ­რობს.

აშშ-ის ამ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა ტე­რი­ტო­რი­ის შეს­ყიდ­ვის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ ისა­უბ­რა. ბოლო პე­რი­ოდ­ში კი მისი რი­ტო­რი­კა გრენ­ლან­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გამ­კაცრ­და.

და­ნი­ა­ში ტრამ­პის კო­მენ­ტა­რებს უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა, თა­ვად გრენ­ლან­დი­ა­ში კი, გა­მო­კი­თხვე­ბის მი­ხედ­ვით, მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში შეს­ვლა არ სურს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გრენლანდიაში აშშ-ს სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი ჯეი დი ვენსის გაკრიტიკების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს - რა მისწერა სიუზან მეიერსმა  ბაზაზე მომსახურე პერსონალს?

გრენლანდიაში აშშ-ს სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი ჯეი დი ვენსის გაკრიტიკების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს - რა მისწერა სიუზან მეიერსმა  ბაზაზე მომსახურე პერსონალს?

გრენლანდიაში მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი, სიუზან მეიერსი ჯეი დი ვენსის ვიზიტის გაკრიტიკების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. აშშ-ს კოსმოსური ოპერაციების სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მეიერსის გათავისუფლების მიზეზი "ნდობის დაკარგვა" გახდა.

"სარდლები უნდა დაიცვან ქცევის უმაღლესი სტანდარტები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე თავიანთი მოვალეობების შესრულებას ეხება“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ბაზის ახალ მეთაურად პოლკოვნიკი შონ ლი დაინიშნა.

Military.com-ის თანახმად, მეიერსმა სამხედრო პერსონალს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ვენსის ვიზიტის შესახებ საუბრობდა:

”არ ვამბობ, რომ მიმდინარე პოლიტიკა კარგად მესმის, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ადმინისტრაციის შეშფოთება, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა გამოთქვა, არ ასახავს ბაზაზე არსებულ სიტუაციას", - აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა წერილის ავთენტურობა დაადასტურეს.

მეიერსმა, რომელიც ბაზას 2024 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა, წერილი ბაზის ყველა პერსონალს გაუგზავნა, მათ შორის დანიელებს და გრენლანდიელებს.

"გპირდებით, ვიდრე ამ ბაზის ხელმძღვანელობის პრივილეგია მექნება, ჩვენი დროშები ერთად იფრიალებენ“, - დაწერა მან.

ჯეი დი ვენსი Pituffik-ს 28 მარტს ეწვია. ვიზიტის დროს, მან დანია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კოპენჰაგენმა "საკმარისი ინვესტიცია არ ჩადო კუნძულის უსაფრთხოებაში".

ამერიკელი სამხედროები გრენლანდიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმყოფებიან. ამჟამად შეერთებულ შტატებს კუნძულზე ერთი ბაზა აქვს, სადაც დაახლოებით 150 ადამიანი მსახურობს.

აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტერიტორიის შესყიდვის შესახებ არაერთხელ ისაუბრა. ბოლო პერიოდში კი მისი რიტორიკა გრენლანდიასთან დაკავშირებით გამკაცრდა.

დანიაში ტრამპის კომენტარებს უარყოფითი შეფასება მოჰყვა, თავად გრენლანდიაში კი, გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას შეერთებულ შტატებში შესვლა არ სურს.

წყარო