მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15-16 აპრილს მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანს ეწვევა
15-16 აპრილს მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანს ეწვევა

15-16 აპ­რილს, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კას ეწ­ვე­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, დღეს მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელჩთან, ფაიგ გუ­ლი­ევ­თან გაც­ნო­ბი­თი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა

"მხა­რე­ებ­მა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს ქვეყ­ნებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი მჭიდ­რო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და გა­ნი­ხი­ლეს სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი.

შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლუ­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტე­ბის, სა­ტა­რი­ფო ომე­ბი­სა და გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე, რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კი­დევ უფრო დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს.

მხა­რე­ებ­მა გა­მო­ხა­ტეს მზა­ო­ბა, უფრო დი­ნა­მი­კუ­რი გა­ხა­დონ სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­მა­გა­ლი­თო სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის.

სა­უ­ბა­რი ასე­ვე შე­ე­ხო 15-16 აპ­რილს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კა­ში და­გეგ­მილ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის დე­ტა­ლებს“, - ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

15-16 აპრილს მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანს ეწვევა

15-16 აპრილს მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანს ეწვევა

15-16 აპრილს, მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

"მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.

შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობა. მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების, სატარიფო ომებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

მხარეებმა გამოხატეს მზაობა, უფრო დინამიკური გახადონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული თანამშრომლობა.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.

საუბარი ასევე შეეხო 15-16 აპრილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის დეტალებს“, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.