პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სრული უფლება უნდობლობით ვიყო განწყობილი კომისიის მიმართ, ასევე უნდობლობით ვარ განწყობილი პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძია" - რა თქვა გივი თარგამაძე სასამართლოზე?
"სრული უფლება უნდობლობით ვიყო განწყობილი კომისიის მიმართ, ასევე უნდობლობით ვარ განწყობილი პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძია" - რა თქვა გივი თარგამაძე სასამართლოზე?

[სა­სა­მარ­თლოს] გან­ვუ­ცხა­დე, რომ მაქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა უნ­დობ­ლო­ბით ვიყო გან­წყო­ბი­ლი ამ კო­მი­სი­ის მი­მართ, ასე­ვე სრუ­ლი უნ­დობ­ლო­ბით ვარ გან­წყო­ბი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მართ, რო­მელ­მაც ჩემი აფეთ­ქე­ბის საქ­მე დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად არ გა­მო­ი­ძია, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კოს­მა გივი თარ­გა­მა­ძემ მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე გა­მო­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია რა გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე მის გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბას.

"ერთი კი­თხვა იყო, ვი­ყა­ვი თუ არა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იმ სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ებ­ზე, რა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს კო­მი­სი­ა­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბა. და­ვუ­დას­ტუ­რე, რომ ვი­ყა­ვი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. კი­თხვა იყო რა­ტომ არ მი­ვე­დი, გან­ვუ­ცხა­დე, რომ მაქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა უნ­დობ­ლო­ბით ვიყო გან­წყო­ბი­ლი, ამ კო­მი­სი­ის მი­მართ, რო­მე­ლიც რუ­სე­ბის შეკ­ვე­თი­თაა შექ­მნი­ლი და რუსი ადა­მი­ა­ნის ნანა კა­კა­ბა­ძის პი­რა­დი წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­დაც შიგ­ნით ზის რო­გორც წევ­რი სო­ზარ სუ­ბა­რი, მე­ო­რე რუსი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის მიერ ჩემს და­კი­თხვას ლა­მობ­და აქ სა­ქარ­თვე­ლო­ში. გარ­და ამი­სა, პო­ლი­ტი­კუ­რად ეს არის არა­ლე­გი­ტი­მუ­რი სტრუქ­ტუ­რის, არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტის ერთ-ერთი და­ნა­ყო­ფი. ასე­ვე ვარ გან­წყო­ბი­ლი სრუ­ლი უნ­დობ­ლო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მართ, რო­მელ­მაც ჩემი აფეთ­ქე­ბის საქ­მე დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად არ გა­მო­ი­ძია, და­ფა­რა ფაქ­ტე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გივი თარ­გა­მა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც „სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას“ გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის, ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სრული უფლება უნდობლობით ვიყო განწყობილი კომისიის მიმართ, ასევე უნდობლობით ვარ განწყობილი პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძია" - რა თქვა გივი თარგამაძე სასამართლოზე?

"სრული უფლება უნდობლობით ვიყო განწყობილი კომისიის მიმართ, ასევე უნდობლობით ვარ განწყობილი პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძია" - რა თქვა გივი თარგამაძე სასამართლოზე?

[სასამართლოს] განვუცხადე, რომ მაქვს სრული უფლება უნდობლობით ვიყო განწყობილი ამ კომისიის მიმართ, ასევე სრული უნდობლობით ვარ განწყობილი პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძია, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია რა გაგრძელება ექნება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მის გამოუცხადებლობას.

"ერთი კითხვა იყო, ვიყავი თუ არა ინფორმირებული იმ საჯარიმო სანქციებზე, რასაც ითვალისწინებს კომისიაზე გამოუცხადებლობა. დავუდასტურე, რომ ვიყავი ინფორმირებული. კითხვა იყო რატომ არ მივედი, განვუცხადე, რომ მაქვს სრული უფლება უნდობლობით ვიყო განწყობილი, ამ კომისიის მიმართ, რომელიც რუსების შეკვეთითაა შექმნილი და რუსი ადამიანის ნანა კაკაბაძის პირადი წერილის საფუძველზე, სადაც შიგნით ზის როგორც წევრი სოზარ სუბარი, მეორე რუსი ადამიანი, რომელიც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩემს დაკითხვას ლამობდა აქ საქართველოში. გარდა ამისა, პოლიტიკურად ეს არის არალეგიტიმური სტრუქტურის, არალეგიტიმური პარლამენტის ერთ-ერთი დანაყოფი. ასევე ვარ განწყობილი სრული უნდობლობით პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძია, დაფარა ფაქტები“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.